x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბიზნეს სესხის ეფექტიანობა

image
თანამედროვე მენეჯერებს ბიზნესის მართვისას უამრავი სხვადასხვა ტიპის ფაქტორის გათვალისწინება უწევთ, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების სწორ დროს მიღება. ასეთ დროს, გულგრილობის გამოჩენის შემთხვევაში შეიძლება სერიოზული უკუშედეგი იხილოთ. მართალია, საკუთარი ბიზნესი დღეს საკმაო ბენეფიტს იძლევა, მნიშვნელოვანია იმ უნარების გამომუშავება, რაც წარმატებას მიგაღწევინებთ. ასევე, სასიცოცხლოდ აუცილებელია კარგი სტრატეგიის ქონა, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც დიდი შანსია ძალიან მალე საკუთარი მარცხის შემსწრე გახდეთ. ყველაფერთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას ფინანსების სწორად განაწილებაა, რათა სხარტადაც უპასუხოთ პრობლემას და ზარალშიც არ გადავარდეთ. სწორ დროს მიღებული სწორი ფინანსური გადაწყვეტილება ყოველთვის ყველგან ფასობს და ეს სწორედ ის ინვესტიცია იყოს, რომელსაც ახლა ჩადებთ და მომავალში ათმაგად აინაზღაურებთ.

როგორც წესი, ბიზნესის დასაწყებად ყოველთვის საწყისი კაპიტალი აუცილებელია, რომელიც სწორად უნდა დააბანდოთ შესაბამისი რისკების არსებობის ფონზე, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა და ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს დაწყებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკმარისი რაოდენობის თანხა არ აქვს. იგივე მიზეზი, ფინანსური სახსრების არარსებობა, უკვე არსებულ ბიზნესებსაც ხშირად აწუხებთ, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია გარკვეული ტიპის დაბანდება იმისთვის, რომ განვითარდნენ. ასეთ დროს, სიტუაცია შეიძლება არასახარბიელო იყოს, თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ასეთი ტიპის გამოსავალია სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებული ბიზნეს სესხები, რომელსაც ბანკი ან ფინანსური ორგანიზაცია გასცემს და რომელიც სრულად მორგებულია გადამხდელ ადამიანზე.

ბიზნეს სესხი მზნობრივი ტიპის კრედიტია, რომელიც გაიცემა ბიზნესისთვის როგორც საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ასევე ძირითადი საშუალებების შეძენისთვის თუ განახლებისთვის. საბრუნავი საშუალებებისთვის სასურველია მოკლევადიანი სესხის აღება, რადგან აღნიშნული მიზნისთვის სესხით დაფინანსების დროს დახარჯული თანხის სწრაფად დაბრუნებაა შესაძლებელი, ვინაიდან გადასახდელი თანხა შედარებით ნაკლები უწევს და უფრო სწრაფად არის შესაძლებელი მისი მოგროვება. ასევე, მოკლევადიანი სესხის შემთხვევაში უფრო მაღალი იქნება მისი ყოველთვიური შენატანი, საბოლოო ჯამში, ასეთ დროს ჯამურად უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ პროცენტის სახით, ვიდრე გრძელვადიანი სესხის დროს.

რაც შეეხება ძირითადი საშუალებების შეძენა-განახლებისთვის სესხის აღებას, ასეთ შემთხვევაში, აჯობებს გრძელვადიანი კრედიტით სარგებლობა და მათი დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის დაბრუნება გრძელვადიან პერიოდში მოხდეს, რადგან თანხის მოცულობა შედარებით დიდია. როგორც წესი, საბრუნავი საშუალებები ბიზნესის ერთ ციკლს გადის: კონკრეტული ნედლეულის შესყიდვიდან - პროდუქტის გაყიდვამდე, რაც დაახლოებით რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, მეწარმეს უჩნდება უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ აღნიშნული პროდუქტის შესაქმნელად დახარჯული თანხა ამ პროდუქტის გაყიდვით დაიბრუნოს საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში, როცა გრძელვადიანი აქტივის შეძენა უმეტესად გათვლილია მის რამდენიმეწლიან მოხმარებაზე, მისი ღირებულების დაფარვა კი ბიზნესის მიერ გამომუშავებული მოგების ხარჯზე ხდება.

ბიზნეს სესხები უმეტესად გრძელვადიანი ტიპის კრედიტებია, რომლებიც მოცულობითაც საკმაოდ დიდია და მისი გადახდა შესაძლებელია ყოველთვიურად. როგორც წესი, აღნიშნული ტიპის სესხს ბიზნესი იღებს მაშინ, როდესაც სურს საკუთარი საქმიანობის განვითარება, პირობები კი მაქსიმალურად კომფორტული და მომგებიანია.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია მიროტაძე
ნათია მიროტაძე
8