x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
სოციალურ ქსელზე დამოკიდებულმა ქალმა თავის 3 წლის ქალიშვილი მოკლა
image

გასული წლის 9 აგვისტოს, სამი წლის კეილი-ჯეიდ პრისტის გვამი იპოვეს ბინაში, სადაც ის ცხოვრობდა 23 წლის დედასთან, ნიკოლა პრისტთან ერთად. გოგონას მუცელზე და მკერდზე სერიოზული ჭრილობები ჰქონდა.


გამოძიებამ მაშინვე დაადგინა, ბავშვი სასტიკად ნაცემი იყო. პოლიციას თავიდან არ ჰქონდა პირდაპირი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ზუსტად ვინ ჩაიდინა ბავშვის მკვლელობა . თუმცა, გასულ პარასკევს, ბირმინგემის სამეფო სასამართლომ ბავშვის დედა და მისი საყვარელი კალუმ რედფერნი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში.



ნიკოლას სოციალური ქსელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გოგონას აშკარად ჰქონდა დასამალი. სამი წლის ქალიშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ, გოგონამ ჩაწერა ცრემლნარევი ვიდეო TikTok– ზე მრავლისმეტყველი სიმღერით.


image

"ბოდიში დედა და მამა, ვიცი, რომ დავაშავე, უნდა ვეცადო, რომ უკეთ მოვიქცე"-(ტექსტი სიმღერიდან)


ამის შემდეგ, გოგონამ, რომელიც გამოძიების დროს არაერთხელ იქნა შემჩნეული, როგორც "სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული", გამოაქვეყნა კიდევ მრავალი ვიდეო, რომელშიც საუბრობდა იმაზე, თუ როგორ ენატრება ქალიშვილი. ეს შეიძლება მართალაც ასე იყო, მაგრამ ის უდავო ფაქტად რჩება, რომ სამი წლის გოგონა, კეილი-ჯეიდი მძიმე პირობებში ცხოვრობდა., მამაკაცთან მიმოწერის დროს დედა იფიცებოდა, რომ ქალიშვილს მოკლავდა.

image

"ოდესმე მოვკლავ ... ის ისევ გამორბის მისაღებიდან და სამზარეულოში შემოდის. <...> ისევ მოვადე სახეში, იმიტომ რომ საფენში ჩაისვარა"(ნაწყვეტი მიმოწერიდან)


სხვათა შორის საყვარელი კალუმი უფრო ახელებდა ნიკოლს. აი რა მისწერა პასუხად: "კარგი, ერთიც ჩემს მაგივრად მოადე".


სხვა წერილში ბიჭმა ეუბნებოდა, რომ მის გოგონასგან ერჩია თავი შორს დაეჭირა და ბავშვს "გაფუჭებულს" ეძახდა: "მე უკვე დავიღალე შენი თავხედი ქალიშვილისგან"-წერდა იგი.



როდესაც სასამართლო პროცესი დასრულდა, ნიკოლა პრისტი და კალუმ რედფერნი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს და ციხეში გადაიყვანეს. იქ ისინი გაატარებენ შესაბამისად 15 და 14 წელს, წერს Metro.


ვიდეოზე ბავშვის სიცოცხლის უკანასკნელი წუთებია აღბეჭდილი

1
237
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
237
  
2021, 11 აგვისტო, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1