x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
"დოქტორი ჰაუსი-მამუკა ექიმი გარდაიცვალა, საქართველომ დღეს შეუცვლელი ექიმი დაკარგა!

imageბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო განცხადებას ავრცელებს, ბავშვთა ონკოლოგი, ექიმი მამუკა ჩუთლაშვილი, რომელსაც მეტსახელად "დოქტორი ჰაუსი" შეარქვეს გარდაიცვალა:

"მშვიდობით, ჩვენი ფონდის ყოველი წევრის, ჩვენი ბავშვების უერთგულოესო მეგობარო, ჩვენო დოქტორო ჰაუს - მამუკა ექიმო!
ბევრი ტკივილით და კიდევ უფრო ბევრი სიხარულით აღსავსე თერთმეტი წელი მხარდამხარ გავლიეთ...
მამა ანდრიას მკურნალი ექიმი, მისი და ონკოლოგიური სენით დაავადებული უამრავი ბავშვის და მოზარდის ტკივილის გამზიარებელი, პაციენტების მოყვარული და მათზე დღედაღამ მზრუნველი, საოცარი ადამიანი, უმაღლესი დონის პროფესიონალი. საქართველომ დღეს შეუცვლელი ექიმი დაკარგა! ჩვენს ქვეყანაში ბევრი ღირსეული ექიმი, ბევრი პროფესიონალი მოღვაწეობს, მაგრამ პაციენტების და მათი მშობლების მეგობარი და ტკივილის გამზიარებელი მხოლოდ მამუკა ექიმი იყო... ძნელია მასზე წარსულში საუბარი, კიდევ უფრო ძნელია ბავშვებისთვის გათავისება იმისა, რომ ამიერიდან მამუკა ექიმი ვეღარ უმკურნალებს. მათ სურვილებს სად "გადაისხან ქიმია" აღარავის შეასრულებს... ჩვენი ფონდის ანგელოზებს შეუერთდა ჩვენი მამუკა." ნათქვამია ფონდია განცხადებაში.
image"არ დავიღლები...უამრავ მადლობას მოგიხდით მამუკა ექიმო, მადლიერი ვიყო ეს კიდევ ცოტაა თქვენ ისეთი რამ მაჩუქეთ...ჩემს მოსახსენიებელს შეემატებით აუცილებლად და ვილოცებ თქვენი უანგარო სიკეთისთვის, რომ უფალს ებარებოდეთ იმ ქვეყნად და უამრავ ანგელოზსაც შეეწიოთ იმქვეყნად.გული მწყდება თქვენნაირი ექიმი იშვიათი იყო და თქვენი გასვლაც ნაადრევი იყო ამ ქვეყნიდან ბევრის იმედო და დედა თინათინის მარჯვენო ხელო... ჩემი მწუხარება და სამძიმარი თქვენ თინათინი ბერი ანდრიას დედა წარმოდგენაც არ მინდა თქვენ როგორ განიცდით ახლა ამ ამბავს და როგორ გაგიახლდათ ეს ყოველივე...მამუკა ექიმი თქვენი დიდი შვილი და კარგი მეგობარი იყო უნდა ითქვას და ვიცი როგორც გიყვარდათ ვიზიარებ მთელი გულით ამ დიდი ოჯახის ტკივილს ბერი ანდრიას ფონდი"-წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.
image
image
შეგახსენებთ, რომ 17 წლის ბერმა, ანდრიამ, (ქვემოთ ფოტოზე) რომელიც სოლიდური სიმსივნით იყო დაავადებული, გარდაცვალების წინ მშობლებს დაუბარა, ეზრუნათ ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებზე. ბერის მშობლებმა, ემზარ მილორავამ და თინათინ ჩხვიმიანმა, შვილის თხოვნა შეასრულეს. ისინი დღეს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ორმოცდაათამდე ბავშვზე ზრუნავენ და მათთვის სარეაბილიტაციო ცენტრს "ბედნიერ სახლს" ააშენებენ. . სახლი არის ბავშვების საჭიროებების მიხედვით დაპროექტებული, ევროსტანდარტების გათვალისწინებით აშენებული. „ბედნიერ სახლში“ სოლიდური სენით დაავადებული ბავშვები იქნებიან სრულყოფილად უზრუნველყოფილი.., ჯერჯერობით ბავშვთა "ბედნიერი სახლისთვის" 30 000-მდ ლარი არის შეგროვილი, მთლიანად საჭიროა ათჯერ მეტი.
image
0
424
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0