x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ბიჭს ციხე მიუსაჯეს იმის გამო,რომ გამოცდაზე გოგოდ გადაცული გამოცხადდა
image

20 წლის სტუდენტი სენეგალიდან ხადიმ მბულიმ გადაწყვიტა დახმარებოდა თავის შეყვარებულს, სახელად განგას სასესიო გამოცდის ჩაბარებაში.


განგს ძალზე უჭირდა ინგლისურში და წარჩინებულმა სტუდენტმა ხადიმმა გადაწყვიტა შეყვარებულის გამო უკიდურეს ზომამდე მისულიყო: მან გადაიცვა ქალის ტანსაცმელი და მის მაგივრად გამოცდაზე გამოცხადდა.


გათვლა ასეთი იყო, რომ მასწავლებელს, რომელსაც ასობითს სტუდენტი ჰყავს ჯგუფში, ვერ გაიხსენებდა როგორ გამოიყურება გოგონა. ბიჭმა ჩაიცვა წითელი კაბა, თავზე წითელი თავსაფარი მოიხვია და სახეზე ბადისებრი ვუალი ჩამოიფარა, წერს Francetvinfo.


image

გეგმა ჩავარდა პირველივე ეტაპზე: უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი დაეჭვდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე და "გოგონა" შესასვლელთანავე შეაჩერა, შემდეგ მან პოლიციას გამოუძახა.


პოლიციის ოფიცრები, რომლებსაც აქამდე არასოდეს შეხვედრიათ, სგავსი თაღლითობა, თავდაპირველად გაერთნენ ამ ყველაფრით, მაგრამ მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ და ბიჭი გადაიყვანეს, სადაც შედგა ოქმი. შემდეგ დოკუმენტი გადაეგზავნა სასამართლოს, როგორვ გაირკვა საქმე არც თუ მთლად სახუმარო გამოდგა.

image

-პროკურორმა მოითხოვა, როგორც ხადიმს, ასევე განგს ერთთვიანი პატიმრობა, მიესაჯოთ შეთქმულებისა და თაღლითობისათვის - განაცხადა ადვოკატმა ასან დიომა ნდიაიემ. - მოსამართლემ არ გააპროტესტა და სწორედ ასეთი სასჯელი გამოტანა. განაჩენი, უნდა ვაღიაროთ, საკმაოდ რბილია.


ახალგაზრდამ თქვა, რომ ინანიებს დანაშაულს; მან მხოლოდ სიყვარულის გამო გააკეთა ეს ყველაფერი. სურდა შეყვარებულის დახმარება, რადგან იცოდა, რომ ის თავად ვერ ჩააბარებდა გამოცდას სამიანზეც კი, რაც დიპლომის მიღების უფლებას არ მისცემდა.

image

მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა ბიჭის სურვილი, დახმარებოდა საყვარელ ადამიანს ასეთი უჩვეულო გზით და ცალკე აღნიშნა, რომ ის დასჯის ახალგაზრდებს, რადგან მათ უნდა ახსოვდეთ - "უნდა ისწავლოთ და არა ითაღლითოდ."


0
367
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0