x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
МакSим-ს ეგონა რომ ორი დღე იყო კომაში-მომღერალმა პირველი პოსტი გამოაქვეყნა
image

რუსი პოპ მომღერალმა MakSim– მა პირველი პოსტი გამოაქვეყნა "ინსტაგრამზე" კომიდან გამოსვლის შემდეგ.


”სალამი ყველას, მე ისევ თქვენთან ვარ! უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას იმ დიდი მხარდაჭერისთვის, ვინც გულწრფელად წუხდა ჩემზე მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს მართლაც ძალიან სასიამოვნოა და ბევრს ნიშნავს ჩემთვის ”, - დაწერა არტისტმა.

image


მან ასევე მადლობა გადაუხადა 52 -ე საავადმყოფოს ექიმებს, რომლებმაც გადაარჩინეს მისი სიცოცხლე.

მომღერალს ექიმებმა ჰკითხეს:მისი აზრით რამდენი დღე იყო კომაში, რაზეც მაქსიმ-მა უპასუხა, რომ ორი დღე.

მოღერალი ვერ იჯერებდა, რომ მან ერთ თვეზე მეტი გაატარა უგონო მდგომარეობაში.


მომღერალმა აღიარა, რომ ის კვლავ სუსტადა და აქვს ძლიერი თავბრუსხვევები. იგი იმედოვნებს, რომ მალე აღმოჩნდებოდა სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში.


მისმა პროდიუსერმა მარგარიტა სოკოლოვამ განაცხადა, რომ 9 აგვისტოს საღამოს, МакSим-ს გადაიყვანენ ჩვეულებრივ პალატაში.

ექიმებმა არტისტის გამოჯანმრთელების შემთხვევას იშვიათი და უნიკალური უწოდეს.ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება მაქსიმი, იგივე მარინა აბროსიმა ნორმალურ ცხოვრებას და შეძლებს თუ არა მომავალში სიმღერას.


შეგახსნებთ, MakSim–ს COVID-19– ის ნიშნებით 14 ივნისს გადაიყვანეს საავადმყოფოში, რა დროსაც მომღერალს მალევე ინტენსიური თერაპია დასჭირდა.

0
214
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0