x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
ყველაზე ძველი ცივილიზაცია და იმპერია კაცობრიობის ისტორიაში

როგორც ცნობილია, შუმერული ცივილიზაცია 7–8 ათასი წლის წინ გაჩნდა. მათი სახელმწიფო მესოპოტამიის სამხხრეთ ნაწილში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობდა და როგორც კვლევებმა აჩვენა, ის უეცრად, ფაქტიურად, არსაიდან გაჩნდა.

ძველი მესოპოტამიის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების დროს, ქ. ნიფურში (ამჟამად ნიფერისი, ერაყი) 4 წახნაგიანი კერამიკული პრიზმა აღმოაჩინეს, რომელიც ძვ. წ. აღრ. IV ათასწლეულით არის დათარიღებული. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს დოკუმენტი უფრო ძველი წყაროდან არის გადმოწერილი და რომ ის, ერთიანი ისტორიული ტექსტის მხოლოდ ფრაგმენტია... – ფრაგმენტი, რომელსაც კაცობრიობის მთელი ისტორიის «გადატრიალება» შეუძლია.


image


ყველასთვის ცნობილია, რომ შუმერი, ჩვენი ისტორიული წარსულის ყველაზე ძველი ცივილიზაციაა. ხოლო ის, თუ საიდან მოვიდა და რატომ იყო ასე განვითარებული «პირველი ცივილიზაცია» დედამიწაზე, მისი წარმომადგენლები, თიხის ფირფიტებზე ამოტვიფრული ტექსტებით, თავადვე «გვიყვებიან».

რაც შეეხება, ზემოთ ხსენებულ არტიფაქტს, როგორც აღვნიშნეთ, ის პრიზმისებური ფორმის, 20 სმ-ს სიმაღლის ფიგურაა, რომლის ოთხივე გვერდზე ტექსტია დატანილი. პრიზმას ცენტრში, მთელს სიგრძეზე ხვრელი გასდევს, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ის საყრდენიან ხის ჯოხზე უნდა ყოფილიყო ჩამოცმული და კითხვის დროს, მისი აქეთ-იქით მიბრუნება, თითის გაკვრით შეიძლებოდა.


image


ის, რომ, შუმერები დიდ ცოდნას ფლობდნენ და სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი, კოსმოსის საკითხებში, კარგად ერკვეოდნენ – ოფიციალური მეცნიერებაც აღიარებს! ისტორიული შინაარსის წიგნებში, თუ ცნობარებში, ყველგან წერია, რომ აღნიშნული ცივილიზაცია, შუამდინარეთში, დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. მე-5-7 ათასწლეულში ჩაისახა და განვითარდა. მაგრამ, იმის შესახებ, რომ მათ განვითარებაში ნიბირუდან ჩამოსული «ღმერთები» (შუმერები ღმერთებს ადამიანებს ეძახდნენ, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებს ფლობდნენ. რედ.) ეხმარებოდნენ, არაფერია ნათქვამი.

imageახლა კი, რაც შეეხება, ზემოთ ხსენებულ არტიფაქტს. მისი გაშიფრვის შედეგად, გაირკვა, რომ მასზე შუმერების «მეფეთა სია» და ის მოვლენებია აღწერილი, რომლებიც ჩვენთვის ძველი აღთქმიდანაა ცნობილი. მაგ., მსოფლიო წარღვნა (თანამედროვე გამოთვლებით, ის ძვ. წ. აღრ. 8122 წ. უნდა მომხდარიყო. რედ.) და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები.

«შუმერთა მეფეთა სია» მონარქიის ჩასახვის დასაწყისიდან იღებს სათავეს და ეს მოვლენა, როგორც ღვთიური დადგენილება ისეა მოცემული: «მეფობა ზეციდან ჩამოვიდა» – ნათქვამია მასში. ხოლო, პირველ მეფეთა მმართველობის ხანა, ფანტასტიკურად ხანგრძლივი იყო:

«მეფობის ზეციდან ჩამოსვლის შემდეგ, მონარქია ერიდუში (თანამედროვე ერაყი) მდებარეობდა. ხოლო, პირველი მეფე ალულიმი იყო, რომელმაც 28 800 წელი იმეფა. შემდეგ, ქვეყანას, 36 000 წლის მანძილზე, ალალგარი მართავდა». ტექსტის მიხედვით, 2 მეფე ხელისუფლების სათავეში 64 800 წელი იყო, ხოლო მეფე ენ სიპად ზიდ ანა შუმერებს მთელი 43 000 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.


image


დოკუმენტის მიხედვით, ძველი მეფეები ქვეყანას, საშუალოდ, 20-30 ათასი წლის მანძილზე მართავდნენ და სწორედ ეს იწვევს მეცნიერების უნდობლობას და ეჭვებს ამ არტიფაქტთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი კი, მაგ., ეტანა, ლუგალბანდა, გილგამეში... მითიური და ლეგენდარული პერსონაჟები არიან, რომელთა გმირული საქციელის სიუჟეტები არაერთ შუმერულ და ბაბილონურ მითებშია ასახული და ისინი სხვა სიებშიც არაერთხელ არიან მოხსენიებულნი.

«სიაში» შესული მმართველთა უმეტესობა, ენ-ქურუმის (შუმ. en) ტიტულს ატარებდა. ასევე, იყვნენ «დიდი ადამიანები», «სამხედრო ბელადები! (შუმ. lú-gal) და ენსები – მშენებელი ქურუმები (შუმ. ensí) (Jacobsen, The Sumerian King List).

imageზოგიერთმა მეცნიერმა ყურადღება იმას მიაქცია, რომ «შუმერების მეფეთა სიას» და ბიბლიურ «დაბადებას» შორის, მსგავსება შეინიშნება. მაგ., ბიბლიაში მოთხრობილია მსოფლიო წარღვნის და ნოეს შესახებ, რომელსაც დედამიწის ყველა ცოცხალი სახეობის გადარჩენა უნდოდა. სწორედ ასეთივე სიუჟეტია აღწერილი «მეფეთა სიაში». გარდა ამისა, «სიაში» ფიგურირებს 8 მეფის სახელი, რომელიც ხელისუფლების სათავეში, წარღვნის წინ, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იყო. აღსანიშნავია, რომ იგივე «დაბადების წიგნში», სამყაროს შექმნიდან – წარღვნამდე, ანუ ადამიდან – ნოემდე, სწორედ 8 თაობაა წარმოდგენილი.

მეცნიერები დიდ ხანს ფიქრობდნენ, შუმერი მეფეების მმართველობის ხანგრძლივ პერიოდებზე და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მესოპოტამიაში წელთაღრიცხვა სხვა, ჩვენგან განსხვავებული, სისტემით ხორციელდებოდა. მაგრამ, ამ მოსაზრებამ არ გაამართლა, რადგან წარღვნის შემდეგ, ჩამოთვლილი მმართველების ხანგრძლივობის ვადა, ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე წარღვნამდე. ის თანდათანობით მცირდებოდა და იმ ვადებს უახლოვდებოდა, როგორიც გვიანდელი მეფობის პერიოდში, 2–3 ათასი წლის წინ იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის მიხედვითაც, ადამიანები წარღვნამდე, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ცხოვრობდნენ. მაგ., ადამმა – 930 წელი იცხოვრა, მისმა შვილმა შეთმა – 912 წელი, ხოლო, ნოემ – 950 წელი...


image


«მეფეთა სიაში», წარღვნამდელი მეფეების მმართველობის წლების დაჯამების შემდე, გამოვიდა, რომ 8 მეფე ქვეყანას 241 000 წლის მანძილზე მართავდა და ისინი «ღმერთები» იყვნენ. ხოლო, წარღვნის შემდეგ, სავარაუდოდ, ხელისუფლების სათავეში «ნახევრად ღმერთები» (ანუნაკების და შუმერების შვილები) და შემდეგ უკვე, ჩვეულებრივი ადამიანები მოვიდნენ.

მეცნიერებს, «შუმერების მეფეთა სიაზე», დღემდე არ გააჩნიათ ერთიანი აზრი. ზოგი თვლის, რომ ის ისტორიული მოვლენების ანასახი, სხვების აზრით კი, – უბრალოდ, ლეგენდების და რელიგიური ისტორიების ნაზავია.

მაგრამ, მეცნიერება მუდმივად ვითარდება და გამორიცხული არც ის არის, რომ მომავალშიც აღმოაჩინონ არტიფაქტები, რომლებიც «მეფეთა სიას» შეავსებს, ან საერთოდ, – უარყოფს.

imageშუმერები საკუთარ მოდგმას საგ–გიგ-ს («შავთავიანები») ეძახდნენ, ხოლო ქვეყანას – კენგის («კულტურული მიწა, ან დედამიწა»). ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ისინი შუამდინარეთში ანატოლიიდან ჩავიდნენ, სხვები ამტკიცებენ, – რომ მათი პირვანდელი სამშობლო ინდოეთი იყო და არიან ისეთებიც, ვინც შუმერებს კავკასიელებად მიიჩნევენ...

როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ეს ხალხი საიდანღაც მოვიდა, რადგან როგორც კი მესოპოტამიაში დამკვიდრდა, რეკორდულად მოკლე დროში, დამწერლობა, საოცარი ხელოვნება და არქიტექრურა შექმნა. შეიძინა ზუსტი ცოდნა ასტრონომიასა და მათემატიკაში.
ძვ. წ. აღრ. დაახლოებით, 3500 წ-დან მოყოლებული, შუმერებმა ქალაქების ირგვლივ დამცავი კედლების შენება დაიწყეს და ქალაქი–სახელმწიფოები შექმნეს. თუმცა, მათ ჩრდილოეთით მცხოვრებმა აქადებმა, მათი დაპყრობა მაინც შეძლეს (2350 წ.) და ყველა ქალაქი ერთ მეფეს, სარგონ დიდს (ძვ. წ. აღრ. 2369–2314 წწ.) დაუქვემდებარეს, რომელიც ისტორიაში, სარგოს ძველის სახელით შევიდა.

სარგოს აქადელის იმპერია, – კაცობრიობის ისტორიაში პირველი იმპერია იყო.


image


სარგონების დინასტია, შუამდინარეთის ქალაქ–სახელმწიფოებს, 150 წელის მანძილზე მართავდა. შემდეგ კი, იმპერიამ დასუსტება, ხოლო ქალაქებმა, ისევ დამოუკიდებლობის მოპოვება დაიწყეს. ამის მიუხედავად, შუმერული ენა თანდათანობით ხმარებიდან გამოვიდა და ძვ. წ. აღრ. 2000 წლისთვის, ის სემიტურ–აქადურმა ენამ, საბოლოოდ, ჩაანაცვლა.

imageასე გაქრა მსოფლიოში პირველი ცივილიზაცია.

რაც შეეხება პირველ იმპერიას, დაშლის მიზეზს, იაპონელმა მეცნიერები, ქ. შუბატ–ელილის არქეოლოგიური გათხრების ზონაში, იმ პერიოდის ქანების ანალიზის შედეგად, დაადგინეს, რომ აქადის იმპერიის დაშლის მიზეზი ბუნებრივი პირობები იყო. მეცნიერებმა პალეოკლიმატური ცვლილების რეკონსტრუქცია მოახდინეს, წყლის რეჟიმი შეისწავლეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სარგონების დინასტიის მმართველობის ბოლო წლებში, იმპერიის ტერიტორიაზე ძლიერი გვალვა იყო, რომელმაც მიწასთან გაასწორასოფლის მეურნეობა. ამის შემდეგ, ისედაც გაუბედურებულ ქვეყანას, ქვიშიანმა ქარიშხლებმაც შეუტიეს. შედეგად, ისედაც არასტაბილურ სოციალურ მდგომარეობას, მასობრივი შიმშილიც დაემატა... იმპერიაში აჯანყება მოხდა და ქალაქ–სახელმწიფოებმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს ცენტრალურ ხელისუფლებას...

imageimageარხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. ახალი ათონის მღვიმეში მიწისქვეშა ცივილიზაციის ქალაქი აღმოაჩინეს

2. ჰეროსიმას და ნაგასაკის შავი ჩრდილები
3. კომპიუტერული პროგრამით «გაცოცხლებული» ცნობილი ისტორიული პირები და პერსონაჟები (25 ფოტო)

4. მან მეუღლის გვამი საფლავიდან ამოიღო და ტახტზე დასვა...

5. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, ამ 7 პროდუქტის არსებობა საერთოდ უნდა დაივიწყოთ

6. 15 რამ, რაც ყოველდღიურად უნდა გავაკეთოთ

0
732
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
732
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0