x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ცნობილი ვარსკვლავები, რომლებმაც ისლამი მიიღეს

image
რატომ უნდა მოინდომოს ადამიანმა რელიგიის შეცვლა? ზოგიი ახალ კონფესიას, ცხოვრების ახალ აზრს ეძებს, ზოგს ცხოვრების შეცვლა სურს, ზოგიც სიყვარულის გამო აკეთებს ამას. წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი რელიგია ისლამით ჩაანაცვლეს.

1. მაიკ ტაისონი

ცნობილი მოკრივე მაიკ ტაისონი ცნობილია მსოფლიოში არა მხოლოდ თავისი სიგიჟეების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ისლამი მიიღო მრავალი წლის წინ. შეგახსენებთ, რომ 1991 წელს მოკრივეს ბრალი წაუყენეს 18 წლის გოგონას გაუპატიურებაში. რინგში წარუმატებლობამ და პრობლემემებმა სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა. შედეგად, ტაისონი დამნაშავედ სცნეს და 6 წელი მიუსაჯეს. ამ ვადიდან მოკრივემ მხოლოდ 3 წელი მოიხადა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი ისლამი მიიღო და ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.image

2. ჯანეტ ჯეკსონი

ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის უმცროსმა დამ ჯანეტ ჯეკსონმა რელიგია კატარელი მილიარდერის, ალ მანის გამო შეიცვალა და მას ცოლად გაჰყვა. ამბობენ, რომ მამაკაცი 5 წლის განმავლობაში ცდილობდა შეყვარებული თავის რელიგიაზე გადმოეყვანა, მაგრამ მხოლოდ დაორსულების შემდეგ შეძლო მომღერალმა ცხოვრებისეული ხედვების შეცვლა.image

3. კენდრა სპირსი

ცნობილი მოდელის კენდრა სპირსისა და პრინცი რაჰიმ აღა ხანის ქორწინების ისტორია ზღაპარს უფრო ჰგავს. ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს კულტურისა და რელიგიის მიუხედავად, სიყვარულმა გააერთიანა ისინი. შედეგად, პრუინცმა ნება დართო კენდრას, რომ მოდელობა გაეგრძელებინა, მან კი თავის მხრივ ისლამი მიიღო და სახელიც კი შეიცვალა, გახდა პრინცესა სალვა. ახლა მისი ვაჟიშვილი ირფანი გახდება უზარმაზარი ქონების და დინასტიის მემკვიდრე.image

4. უილ სმიტი

ამბობენ, რომ ცნობილმა მსახიობმა რელიგია შეიცვალა ფილმსი მუჰამედ ალის როლის შესრულების შემდეგ.image

5. ბასტა რაიმსი

ცნობილი ამერიკელი რეპერი უკვე 10 წელზე მეტია, რაც ისლამურ რელიგიას ეზიარა. ახალი რელიგია ფარულად მიიღო და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაუზიარა ფანებს.image

6. მუჰამედ ალი

ყველა დროის ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი შევიდა მსოფლიო კრივისა და ისლამის ისტორიაში. მას კასიუს მარცელუს კლეი ერქვა. 22 წლის ასაკში, კრივის პირველი გამარჯვებიდან ერთი კვირის შემდეგ, სპორტსმენმა შეიცვალა სახელი. image

7. რიტა ორა

ცნობილი მომღერალი მუსულმანია და ამაყობს კიდეც. მომღერლის ოჯახი წარმოშობით იუგოსლავიიდანაა. მამა მუსულმანი ჰყავს, დედა კათოლიკი. ოჯახი ემიგრაციით დიდ ბრიტანეთში გადავიდა ომისთვის თავი რომ დაეღწიათ.image

8. ლინდსი ლოჰანი

ცნობილი მსახიობი თავისი სკანდალური ისტორიებით და სამართლებრივი პრობლემებით, მართალია, ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, მაგრამ მსახიობი ხშირად უნახავთ ყურანით ხელში, ბურკინით, მუსულმანი ქალბატონების დახურული საცურაო კოსტიუმითაც კი უცურავია ოკეანეში.image





0
296
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0