x
მეტი
  • 19.10.2021
  • სტატია:115075
  • ვიდეო:354145
  • სურათი:488933
10 მითი შუა საუკუნეების შესახებ, რომლისაც რატომღაც დღემდე სჯერათ

ბევრისთვის შუა საუკუნების ცხოვრების და ტადიციების შესახებ ცნობილია მხოლოდ ისტორიული ფილმებიდან ან სერიალებიდან. როგორც წესი, ასეთ შოუებში სიუჟეტის მეტი სიმძაფრისთვის ფანტაზიასაც კარგად იყენებენ, ასე რომ, ხშირ შემთხვევაში, კოსტიუმების გარდა (თუკი დიზაინერები დროს არ გასცდნენ) სინამდვილეს არაფერი შეესაბამება ხოლმე. წარმოგიდგენთ პოპულარულ მითებს შუა საუკუნეების შესახებ, რომლებიც მხოლოდ მითებია და მეტი არაფერი.

1. უფლება პირველ ღამეზე

პირველი ღამის უფლება- ეს იყო გავლენიანი ადამიანის უფლება, წაერთმია თავისუი ხელქვეითის საცოლის ან სხვა ღარიბი ადამიანის ქალიშვილისთვის ქალწულობა. სინამდვილეში, ამგვარი ტრადიციის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. პირველად მსავსი ისტორია გამოჩნდა შუმერების თქმულებაში გილგამეშის შესახებ.image

2. რელიგია ტექნიკურ პროგრესს აფერხებდა

ბევრს მიაჩნია, რომ მკაცრი რელიგიური შეხედულებები, შუა საუკუნეებში ჭირის მსგავსი დაავადებებთან ერთად, ხელს უშლიდა მეცნიერული აზროვნებისა და პროგრესის განვითარებას. ამ ეპოქას ბნელ საუკუნეებსაც კი უწოდებენ.
სინამდვილეში, შუა საუკუნეების ეკლესიის წყალობით, გამოჩნდა სასწავლო გეგმები, რომლებიც მოიცავდა მათემატიკას და სხვა მეცნიერებებს. ბიბლია ხელახლა იქნა გააზრებული, როგორც სახელმძღვანელო სამყაროს გასაგებად და უფსკრული მეცნიერების ძველ დონესა და ახლანდელ დონეს შორის მცირდებოდა. შუა საუკუნეებში გამოიგონეს ტიპოგრაფია, წყლის და ქარის წისქვილები, სათვალე და მაგნიტური კომპასი. ამ აღმოჩენებიდან ბევრი იყო ამა თუ იმ გზით დაკავშირებული ეკლესიასთან. ასე რომ, რელიგიამ ხელი არ შეუშალა პროგრესს, არამედ დააჩქარა კიდეც.image

3. სტომატოლოგიური დახმარება არ არსებობდა

სტომატოლოგია ჯერ კიდევ წამების ფორმად ითვლება, შუ საუკუნეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თუმცა, ჩვენ გვავიწყდება, რომ ჩვენს წინაპრებს არ ჰქონდათ შაქართან ისეთი წვდომა, როგორც დღეს გვაქვს. ამიტომ მათი კბილები ბევრად ჯანმრთელი იყო ვიდრე ჩვენი. ამავდროულად, მეცნიერებმა შეისწავლეს შუა საუკუნეების ადამიანების ყბა და დაადგინეს, რომ მათ პროფესიონალური ინსტრუმენტების გამოყენებით გაუწმინდეს და ამოუღეს კბილები.
1400 -იანი წლების დასაწყისში, იტალიელმა პროფესორმა ჯოვანი დე არკოლიმ დაწერა ტრაქტატი სტომატოლოგიური მოვლის შესახებ, საიდანამ მტკიცდება, რომ, სტომატოლოგების ძირითადი თანამედროვე მეთოდები მაშინაც გამოიყენებოდა. ასევე აღწერა, თუ როგორ ინარჩუნებდნენ გაფუჭებულ, დაჭიანებულ კბილს ოქროს შემავსებლის წყალობით. image

4. ქალებს ერთგულების ქამრით ამკობდნენ

ყველამ იცის მითები მეომრების შესახებ რომლებიც გრძელი ლაშქრობების დაწყებამდე ცოლებს უბიწოების ქამარს უკეთებდნენ მათ ერთგულებაში ეჭვი რომ არ შეჰპარვოდატ. ეს იყო ერთგვარი რინის საცვალი ბოქლომით. სინამდვილეში, უბიწოების ქამრის გამოსახულება 1405 წელს ხუმრობის სახით გამოჩნდა. სურათის ავტორს მხედველობაში ჰქონდა ძველი რომაული საქორწინო ტრადიცია, რომ პატარძალს წელის ქამარი უნდა ეკეთებინა, როგორც უბიწოების ნიშანი.image

5. დედამიწა ყველას ბრტყელი ეგონა

მცდარი მოსაზრებაა ის, რომ "ბნელი საუკუნეების" მკვიდრებს დედამიწა ბრტელი ეგონათ და მხოლოდ განმანათლებლობის პერიოდში შეიცვალა ხალხის შეხედულებები. სინამდვილეში, უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში ადამიანებმა დაიწყეს იმის გაგება, რომ დედამიწა არ არის დისკის ფორმის. ამფართოდ გავრცელებული მითისათვის, დამნაშავე მწერალი ვაშინგტონ ირვინგია. მან დაწერა "ქრისტოფერ კოლუმბის ცხოვრების და მოგზაურობის ისტორია", სადაც განაცხადა, რომ კოლუმბამდე ხალხს დედამიწა ბრტყელი ეგონა. image

6. ქალები სახლებში ისხდნენ და ბავშვებს უვლიდნენ

შუა საუკუნეების შესახებ ტიპურ ფილმებში ქალები მხოლოდ ბავშვებს აჩენენ მატ უვლიან, საკვებს ამზადებენ და ადრე კვდებიან. სინამდვილეში, შუა საუკუნეებში ქალები არ თაკილობდნენ მამაკაცის საქმის კეთებას და იყვნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. ისინი ზრუნავდნენ მოსავალზე, მუშაობდნენ ინდუსტრიაში - ქსოვის ქარხნებიდან დაწყებული საკონდიტრო ქარხნებით დამთავრდებული, მართავდნენ საოჯახო მაღაზიებს, ტავერნებსა და სასტუმროებს. ძალაუფლების მთავარი პოზიციებიც კი მათთვის ხელმისაწვდომი იყო: ქალები ხდებოდნენ დედოფლები და მართავდნენ მონასტრებს - შუა საუკუნეების ცხოვრების ცენტრებს. როდესაც ჭირის შემდეგ ლონდონის მოსახლეობა განახევრდა, ქვრივებმა აიღეს მეწარმეობა, მათ შორის ლუდის ხარშვაც.image

7. ხალხი 30 წლამდე ცოცხლობდა

ნათელია, საიდან გაჩნდა ეს მითი: შუა საუკუნეებში ცხოვრება ბევრად უფრო საშიში იყო, ვიდრე დღეს. მაგრამ არსებობს განსხვავება სიცოცხლის ხანგრძლივობასა და სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის. პირველი რიცხვი არის კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მეორე საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელია და ის მხოლოდ 30 წელი იყო ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო.image

8. ბინძური წყლის გამო ყველა ლუდს და ღვინოს სვამდა

სინამდვილეში, შუა საუკუნეების ხალხი არ სვამდა იმდენ ალკოჰოლს, რამდენადაც ჩვენ ვფიქრობთ. ქალაქების უმეტესობა მაშინ შენდებოდა მტკნარი წყლის დიდი მარაგის მახლობლად. სამრეწველო ობიექტებს, რომლებიც მუშაობდნენ საღებავებით, ეკრძალებოდათ წყლის ობიექტებში ნარჩენების გადაყრა. ლუდი მაშინაც უყვარდათ, მაგრამ ის გაცილებით სუსტი იყო ვიდრე დღესაა და ხალხიც მხოლოდ იმიტომ სვამდა მუშაობის დროს, რომ წყურვილი მოეკლათ.image

9. შუა საუკუნეების მედიცინა სრული სიგიჟე იყო

ბევრი თვლის, რომ იმდროინდელი ექიმები სრულიად არაადეკვატურები იყვნენ და შეეძლოთ ადამიანის თავის ქალას ნაწილის მოკვეთა, ბოროტი სულის მოსაშორებლად. სინამდვილეში, სამედიცინო ცოდნა საკმაოდ განვითარებული იყო და ჩვენ ახლაც ვიყენებთ ზოგიერთ შეცვლილ შუა საუკუნეების პრაქტიკას - მაგალითად, დამწვრობის სამკურნალოდ ან ვირუსების გასანადგურებლად. ასევე, შუა საუკუნეებში გაუჩნდათ იდეა ფიზიოლოგიური სითხეების გამოყენებით დიაგნოზი დაესვათ ავადმყოფისთვის. image

10 ხალხს “რკინის ქალბატონით" აწამებდნენ

სინამდვლეში, წამების ეს მეთოდი არასოდეს გამოყენებულა და მისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არ არსებობს.image









2
632
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
632
  
18 აგვისტო, 12:36
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
ერთ რამეს ვიტყვი,ეკლესია ეწინააღმდეგებოდა პროგრესს. ამის მტკიცებულება სახეზე გვაქვს დღესაც. გვახსოვს დრო,როცა სოციალურ ქსელებს ეშმაკის მანქანად რაცხავდნენ და ეხლა ანტივაქსერობენ. ასევე იყო შუასაუკუნეებშიც,რადგან ეკლესია არის ძალიან კონსერვატიული ინტიტუტი და შესაბამისად,ეს მახასიათებელია მათი. რაც ყველაზე მთავარია,განსხვავებულობას არ აღიარებს ეკლესია და განსხვავებულობა არის პროგრესის მომტანი. ერთი კიდევ,ეკლესია აღიარებს კოლექტიურ და არა ინდივიდის თავისუფლებას,ხოდა თუ ინდივიდი არ არის თავისუფალი,იქ პროგრესიც არ არის. გადახედეთ ჩვენ ქვეყანას,ინდივიდუალური თავისუფლება არ არის და კი ვართ ქაქში.
0 1 2