x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
არანაირად არ მეამაყება, რომ ვარ ქართველი! სიამაყესა და სიყვარულს შორის უფსკრულია!
image
სახლი. ეს სიტყვა ყველასთვის სხვადასხვა მნიშვნელობისაა. ზოგჯერ დიამეტრალურად განსხვავებულ ინტერპრეტაციებსაც იწვევს. ზოგისთვის ეს შენობაა, რომელშიც ცხოვრობს და აქ "სტენკას" დადგამს, იქ როიალს, (ზოგჯერ რომელზეც ოჯახის ვერცერთი წევრი ვერ უკრავს)... ზოგისთვის ქალაქია, ზოგისთვის - ქვეყანა. შეხედულებების მრავალფეროვნება ნორმაა, კაცობრიობა ასე ცხოვრობდა ოდითგან. ყველაფერში ბალანსია საჭირო, ჰარმონიაც ასე მიიღწევა...
მეც მაქვს სახლი. ერთადერთი სახლი, რომელსაც ვერც ვერასდროს გავყიდი, ვერც გავცვლი, რომლიდანაც ვერსად წავალ, ვერსად გადავალ...
ეს დედამიწაა. იგია ჩემი ციხესიმაგრე ასეულ მილიონ "სახლს" შორის ამ სამყაროში. მას შველა სჭირდება. გამაგრება სჭირდება, სიყვარულით დასუფთავება სჭირდება. სიყვარულით დალაგება სჭირდება. მასზე ხელოვნურად გავლებული საზღვრები მხოლოდ სიძულვილს აღვივებს, მას ეს ხაზები მხოლოდ ანადგურებს. გეოგრაფიული საზღვრები მათ მიერ შეიქმნა და მხოლოდ მათთვისაა, ვისაც მენტალური საზღვრები ჰქონდა და აქვს.....
არანაირად არ მეამაყება, რომ ვარ ქართველი! სიამაყესა და სიყვარულს შორის უფსკრულია! ეს ერთი. და მეორეც - განა რა არის საამაყო?! საქართველოზე ბევრად უკეთესი და უარესი ქვეყნები არ არსებობენ?! უკეთესებთან კომპლექსი მაქვს უარესობის და ამ კომპლექსის გადასაფარად უნდა ვიამაყო? უარესებზე ცოტა უკეთესი ქვეყნის შვილი თუ ვარ, ვერც ესაა დიდად საამაყო.... ჰოდა, კი არ მეამაყება ქართველობა, მიყვარს საქართველო სულ მარტივი მიზეზის გამო: როცა დედამიწას კიდევ ერთ მდგმურ სულდგმულად მოვევლინე, პირველად პლანეტის ამ კუნჭულის ჰაერმა გამიხსნა ფილტვები. თუმცა შეიძლება წარმოშობით ბერძენი ან ესპანელი ვყოფილიყავი. მაინც ზუსტად ასე ძალუმად მეყვარებოდა მოვლინების ადგილი. პრინციპში, რამდენიმე თაობის იქით ჩემი წინაპრები ვინ იყვნენ და საიდან მოვიდნენ, ვიცი? ეგებ იმ ჩამოსახლებული 40 000 ყივჩაღის შთამომავალიც ვარ ...მთავარია, ჩემი წინაპრები დედამიწელები იყვნენ....
დე-და-მი-წე-ლე-ბი!
შეხედულებების მრავალფეროვნება ნორმაა, ყველაფერში ბალანსია საჭირო, ჰარმონიაც ასე მიიღწევა...
3
111
2-ს არ მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
111
  
2021, 9 აგვისტო, 11:02
რაც შეეხება სიამაყეს,ეგ ადამიანზეა დამოკიდებული და მის ეროვნულ თვითშეფასებაზე. ჩემი აზრით,თუ ადამიანი სიყვარული აქვს თავისი ხალხის,მაშინ იამაყებს კიდეც ამით. არანაირი უფსკრული არ არის სიამაყეს და სიყვარულს შორის. ამბობენ,სიყვარული ბრმა არისო და ამის დამკიცებას ცდილობ. გიყვარს,მაგრამ არ ამაყობ ე.ი. ცუდია. რავი კარგით ამაყობენ ადამიანები. შესაბამისად,თუ კარგია და არ ამაყობ,მაშინ არც გიყვარს.

ეს სტატია არის ცუდ ხასიათზე დაწერილი და ნაჩქარევად გამოქევყნებული. აქვს ამ ქვეყანას ის,რითაც შეიძლება ამაყობდეს ადამიანი. ჯერ მარტო ის რად ღირს,საუკუნოვანი ისტორია გვაქვს და სასწაულს უტოლდება ჩვენი გადარჩენის ამბავი. თან გადარჩენასაც ხო თავისი ფასი აქვს და ჩვენ არ დაგვიკარგავს ძირითადი ღირებულებები. თუ სიამაყის განცდის დაკარგვა დღევანდელ სიტუაციას ეხება,ეს შენი სისუსტის ბრალია და არა იმის რო საქართველო ცუდია. საქართველომ 200 წლიანი ოკუპაცია გამოიარა,70 წელი განსაკუთრებული რეპრესიები და არაფერია გასაკვირი რო არეულობაა,დუღილი მიდის. თუ ვინმემ იცით,როგორ ყენდება ღვინო,მაშინ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. ღვინო ისეთი რამეა რო მუდმივი ყურადღება სჭირდება და დრო სჭირდება დაწმინდავდეს. ღვინის დაწმინდავების პროცესი არის მუდმივი. ასევეა ჩვენი ქვეყანაც,რაღაც კარგად არის და მოვა დამპყრობელი,რომელიც აგვამღვრევს და მერე მიდის დაწმინდავების პროცესი. ეხლა ამ დაწმინდავების პროცესშია ერი და ამიტომ არის ბევრი ცუდი რაღაც. როცა ღვინო აიმღვრევა,ცუდი ნაწილები მაღლა მოდის და სანამ ის დაბლა ჩავა ისევ დრო სჭირდება. შენ დაწმინდავების მერე უნდა ნახო ეს ღვინო და მერე ნახავ სიყვარულსაც და სიამაყესაც.
2021, 9 აგვისტო, 10:46
ვეთანხმები თორნიკეს,რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ასეა ნამდვილად. დავუშვათ,ყვივჩაღები იყვნენ ჩვენი წინაპრები და მაგით იცვლება რამე? 800 წელი რო იცხოვრებ სადმე,რა აზრი აქვს ვინ იყო ის პირველი ან საიდან მოვიდა. ადამიანის სიყვარულის და სიამაყის მომენტი ეგრე არ ყალიბდება,სხვა რამე აყალიბებს მაგას. წლების განმავლობაში ცხოვრება,სისხლის ღვრა და თავგანწირვა,შემდგომში ამ ყველაფრის პატივისცემა და მიბაძვა აყალიბებს კონკრეტული ადგილის სიყვარულს. სულ ახალი ამბავია,უკრაინელმა პლესნოიმ ცალი ფეხით მედალი აიღო ოლიმპიადაზე. თუ ის გადაწყვეტს აქ ცხოვრებას და მისი შვილებიც იგივეს გააკეთებენ,წლების მერე ის ქართველი იქნება და მათ შთამომავლებს ექნებათ სიყვარული,სიამაყე ამ ქვეყნით. ასე ყალიბდება ეს ყველაფერი,თორე ეგრე აფრიკიდან წამოსულია უდიდესი ნაწილი და დასახლებული სხვადასხვა ადგილას. რა გამოდის,აფრიკელები არიან?
2021, 9 აგვისტო, 9:52
2008 წლიდან დაწყებული ქართული გვარების გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობაში არ არის ყივჩაღების გავლენები საერთოდ. რუსული და მუსლიმური ისტორიული წყაროებიც აჩვენებს, რომ აღმაშენებლის გარდაცვალების მერე, ყივჩაღების უდიდესმა ნაწილმა საქართველო დატოვა და ავიდა კვლავ სტეპში, ვინაიდან ვერ შეეგუენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათ შორის მტრობა ჩამოვარდა. გარდა ამისა დავითს უკვე 1123 წელს მოუწია მათი მთავარი ჯარიდან ამოღება შირვანის პირველი ლაშქრობის დროს აჯანყდნენ და ბევრი ყივჩაღი დაიღუპა მანდ, ამაზე დავითის მემატიანე არ წერს მუსლიმური წყაროები წერენ. ამის შემდეგ სომხეთში საზღვრის დამცველებად ჩააყენა და უკვე შემცირებული იყო რაოდენობა. 1125 წელს დავითის გარდაიცვალების შემდეგ როგორც იქაური წყაროები გვაუწყებს, უმრავლესობა უკან სტეპებში დაბრუნდა დანარჩენების ნაწილი 1130-იანებში ვახტანგის (დავითის შვილი ყივჩაღისგან) აჯანყების ჩახშობის შემდეგ გააძევეს ბევრი და დანარჩენი მცირე ოდენობა სომხეთში დარჩა და ისედაც სომხეთში იყვნენ განთავსებული იმიტომ არ არის ქართველების გენეტიკაზე მათი გავლენა.
0 1 3