x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ახალი აღმოჩენა საკარაში

image


იმდენი ისტორიული აღმოჩენა და არტიფაქტი, რაც ეგვიპტემ მოგვცა, ალბათ, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ მოუცია. ნილოსის ხეობა კი, ჩვენს გაოცებას ისევ აგრძელებს... სულ ცოტა ხნის წინ, არქეოლოგებმა საკარაში მოოქროვილი სარკოფაგი აღმოაჩინეს.
კაიროს სამხრეთით მდებარე ისტორიული რეგიონი მეცნიერების ხანგრძლივი კვლევის ობიექტია. ხოლო, საკარა, ისეა ცნობილი, როგორც ფარაონების განსასვენებელი. ოდესღაც იმ ადგილზე, მემფეთა მთავარი ნეკროპოლისი იყო და ყველასთვის ცნობილი, საფეხურებრივი, ჯოსერის პირამიდაც სწორედ იქ მდებარეობს.


image


საკარაში არქეოლოგმა მუჰამედ იუსეფმა, მიწის ქვეშ, ნაგებობა აღმოაჩინა და ქვის ფილებს შორის, ნაპრალში, ეგვიპტური ღვთაების პტა-ოსირისის ქანდაკება დაინახა, რომელსაც ოქროს სახე ჰქონდა. მოგვიანებით, არქეოლოგმა ამ ადგილზე არაერთი ქანდაკება იპოვა. ხოლო, შემდეგ, მოოქროვილი სარკოფაგიც აღმოაჩინა – ინფორმაციას ახალი აღმოჩენის შესახებ planet-today–ი ავრცელებს.

უჩვეულო სარკოფაგში ჩასვენებულ მუმიას, სახეზე მოოქროვილი ნიღაბი ეკეთა. მართალია ნიღაბი მთლიანად ოქროსი არ იყო, როგორც ფარაონების, ტუტანხამონის და ფსუსენეს I, შემთხვევაში, თუმცა, რადგან საკუთარ თავს ასეთი ფუფუნების საშუალება მისცა, არც ამ სამარხის პატრონი უნდა ყოფილიყო რიგითი ადამიანი.

სამარხი დაზიანებული იყო და სარკოფაგის მიწიდან ამოღებისას, მეცნიერებმა ტვირთის აწევის იგივე მეთოდი გამოიყენეს, როგორიც ძველ ეგვიპტეში იყო. ამჟამად, სარკოფაგი და მუმია დაკონსერვებულია, ხოლო მეცნიერები იმის გარკვევას ცდილობენ, თუ ვინ იყო დაკრძალული, ასე პომპეზურად და რატომ იყო ასეთ უცნაურ ადგილზე, აგებული მისი სამარხი.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ახალი ათონის მღვიმეში მიწისქვეშა ცივილიზაციის ქალაქი აღმოაჩინეს

2. ჰეროსიმას და ნაგასაკის შავი ჩრდილები
3. კომპიუტერული პროგრამით «გაცოცხლებული» ცნობილი ისტორიული პირები და პერსონაჟები (25 ფოტო)

4. მან მეუღლის გვამი საფლავიდან ამოიღო და ტახტზე დასვა...

5. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, ამ 7 პროდუქტის არსებობა საერთოდ უნდა დაივიწყოთ

6. 15 რამ, რაც ყოველდღიურად უნდა გავაკეთოთ

0
580
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0