x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ნაცმოძრაობის ტელევიზიებს მიაჩნიათ,რომ "ოცნება" რუსების მსგავსად 8 აგვისტოს მიიჩნევს ომის დაწყების დღედ
image

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და ჟურნალისტებს გაესაუბრა.

“მთავარი არხის” და “ფორმულა”-ს ჟურნალისტებს, რომლებიც პრემიერს ეკითხებოდნენ, 7 აგვისტოს დაიწყო ომი თუ 8-ში, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ თარიღებით სპეკულირება არის სირცხვილი.

"შედეგი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ. და შესაბამისად, უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, როგორ დავძლიოთ ოკუპაცია. თქვენი ხელისუფლება, თქვენი ლიდერის, დამფუძნებლის და მაკონტროლებლის, სააკაშვილის ხელისუფლება ყოველთვის ამ დღეს აღნიშნავდა, ეს იყო დამკვიდრებული ტრადიცია. მე გთხოვთ, ისეთ თემებზე, როგორიც არის ჩვენი დამოუკიდებლობა, ომი, ტრაგედია, ამ ერთ დღეს მაინც შეწყვიტეთ პოლიტიკური სპეკულაციები“, -განაცხადა მან.



ყოფილ სარდალს ამირან სალუქვაძეს დასტურად აქვეყნებს ძველ 2013 წლის ფოტოს და წერს:


ნაცმოძრაობის ტელევიზიები (ტვ пирвели და სხვები) ამტკიცებენ, ოცნება რუსების მსგავსად 8 აგვისტოს მიიჩნევს ომის დაწყების დღედ და 8-ში ადიან მუხათგვერდშიო.
ამათ მავნებლიბებს არ აქვს საზღვარი.
???? დახედეთ ფოტოზე თარიღს და ადგილს.
უფრო დეტალურად წინა პოსტშია. ხშირ-ხშირად გაგიმეორებთ.
image
0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0