x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ბორჯომში მოკლულ ახალგაზრდა კაცზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
imageბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში, დღეს დილით ადრე დაჭრილმა მოქალაქემ მიაკითხა, ექიმების მცდელობის მიუხედავად ახალგაზრდა კაცი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით სავარაუდოდ დაზიანებები მას ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.


გაირკვა მისი ვინაობას, იგი აღმოჩნდა 36 წლის ლევან ნამგალაძე, რომელიც ბორჯომის გარეუბანში მარტო ცხოვრობდა, მეზობლების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს სამეზობლოში კარგი ურთიერთობა ჰქონდა."მთავარის" ინფორმაციით დაჭრილი ლევან ნამგალაძე კლინიკაში უცნობმა პიროვნებამ მიიყვანა.რომელიც შემდგომ მიიმალა.ადგილობრივები ურთიერთ გამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიან მედიას:

„ამბობენ რომ ჯიბეში ხელყუმბარა ჰქონდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, შეიძლება არ შეესაბამება სიმართლეს, არ ვიცით“ - ამბობენ სამედიცინო ცენტრის ეზოში შეკრებილები.

“ლევანი ბორჯომელია. არაჩვეულებრივი მეგობარი დავკარგეთ. გული გაგვეგლიჯა მისი დაღუპვით, ასე ვინ გაიმეტა არ ვიცი.


არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს, მეუღლე და უსაყვარლესი ორი პატარა დარჩა. ის 36 წლის იყო.” – ამბობს ერთ-ერთი მეგობარი.(თუმცა სხვა მოწმეები ამბობენ, რომ იგი მარტო ცხოვრობდა)


მედიასთან არ ლაპარაკობენ, მაგრამ კერძო საუბარში ამბობენ ადგილობრივები რომ ბორჯომის ცენტრში გამთენიისას ხელყუმბარა ისროლეს და ასევე, ავტომატის ჯერი ისმოდაო:

"ავტომატის ხმა ისმოდა და რაღაც გასკდა, ეტყობა ყუმბარა იყო, მეტი არაფერი, გამოვიხედე გარეთ და არავინ აღარ იყო. ამბობენ ვიღაც ჭინტორა გარდაიცვალაო. თავის ფეხით წასულა საავადმყოფოში და იქ გარდაიცვალაო", -ამბობს ადგილობრივი.

TV pirveli-ის მტკიცებით. ლევან ნამგალაძე, მეტსახელად ჭინგო კრიმინალური ავტორიტეტი იყო, ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ნამგალაძეების ოჯახის წევრებზე თავდასხმნის პირველი შემთხვევა არ არის. მათი ინფორმაციით, ორი წლის წინ ასევე მოკლეს გარდაცვლილი ლევან ნამგალაძის ძმა, ნიკა ნამგალაძე, რომელიც ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი იყო.


მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლლობას გულისხმობს.



0
771
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
771
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0