x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
7 ცნობილი ვარსკვლავი,რომლებსაც სძულთ რუსეთი
image

უმეტესი ვარსკვლავისთვის რუსეთის სიძულვილის მიზეზი პოლიტიკური მოტივია.



1-შერი-2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე მომღერალს შესთავაზეს ამბასადორის როლი, მაგრამ მან უარი თქვა სუფთა პოლიტიკური მიზეზების გამო. Macleans-თან ინტერვიუში შერმა განაცხადა: ”სახელებს ვერ გავამხელ, მაგრამ ჩემმა მეგობარმა დაასახელა ადგილობრივი ოლიგარქის სახელი და მკითხა, ხომ არ ვიქნებოდი ოლიმპიადის ელჩი და გავხსნიდი შოუს. მე მაშინვე უარი ვუთხარი ". არტისტი ეწინააღმდეგება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე აკრძალვებს და არ აპირებს იმ ქვეყანაში კონცერტების გამართვას, სანამ სიტუაცია არ შეიცვლება.

image



2-მადონა-მომღერალმა საკუთარი თავი მოიხსენია როგორც "თავისუფლების მებრძოლი" მას შემდეგ, რაც გაამხილა, რომ 2013 წელს მან დემონსტრაციულად ჩაატარა კონცერტების სერია რუსეთში, იმისდა მიუხედავად, რომ "მთავრობა დაემუქრა, რომ მას დააპატიმრებენ ჰომოსექსუალური ქცევის პროპაგანდისთვის ", როგორც წერს Independent-ი, 2013 წლის ნოემბერში მომღერალმა მხარი დაუჭირა Human Rights Campaign-ს, გამოაქვეყნა ფოტო მაისურით, რომელსაც ეწერა რუსულად "Любовь побеждает ненависть ".

image


3- ელტონ ჯონი-იგივე მიზეზია და იმავე კამპანიას უჭერს მხარს საკულტო მომღერალი; ვერ დარჩებოდა გულგრილი, იმის გათვალისწინებით, რომ ის თავად არის გეი . მან ბოიკოტი გამოუცხადა რუსეთში 2013 წელს დაგეგმილ კონცერტებს.მან თქვა, რომ არ იცის რა მოხდება შემდეგ, მაგრამ გეგმავს გააგრძელოს თავისი პოზიციის დაცვა, რომელიც დღემდე გრძელდება.

image


4-ჯენიფერ ლოურენსი-2017 წელს, ლონდონში ფილმის "Mom!" -ის პრემიერაზე. ჰოლივუდის მსახიობმა უარი თქვა რუსულ პრესისთვის კომენტარის გაკეთებაზე და სთხოვა ჟურნალისტებს დარბაზის დატოვება. მან თავისი ქმედება ახსნა პოლიტიკური მიზეზებით, თუმცა რის გამო, კონკრეტული პრობლემა არ დაასახელა.

image


5-ჯიმ კერი-ამერიკელი კომიკოსი რუსეთის წინააღმდეგ მტრულად განეწყო, აშშ-ში 2016 წლის არჩევნების შემდეგ. ჯიმმა წაშალა თავისი გვერდი და გადაწყვიტა გაეყიდა თავისი წილი კომპანიიდან, რადგან Facebook- მა "იხეირა რუსეთი, რომ ჩაერია ჩვენს არჩევნებში". კერიმ გამოაქვეყნა პოსტი სურათით "Fakebook(ყალბი წიგნი). კერიმ ასევე წამოიწყო ჰეშტეგი #UnfriendFacebook.

image


6-მორგან ფრიმანი-ჰოლივუდის ვარსკვლავი მორგან ფრიმანი მონაწილეობდა ვიდეოში, რომელიც კრემლს ადანაშაულებს აშშ -ს დემოკრატიაზე თავდასხმაში 2016 წლის აშშ -ის არჩევნების დროს. კლიპი დამზადებულია აშშ -ს სამთავრობო უწყების მიერ, რომელიც იკვლევდა რუსეთის მთავრობის ჩარევის შესაძლებლობას საარჩევნო პროცესში. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ვერ მიიღებს ამ ფილმს სერიოზულად, რადგან ბრალდებები "უსაფუძვლო და უკიდურესად ემოციურია".

image



7-კეტი პერი-მომღერალმა რამდენჯერმე შეიცვალა აზრი რუსეთზე. ერთხელ მან თქვა, რომ არ წავიდოდა ამ ქვეყანაში "არავითარი საბაბით". მოგვიანებით, 2009 წელს, ის მაინც ჩავიდა მოსკოვში, სადაც ბოდიში მოიხადა "ცრუ წარმოდგენებისთვის". თუმცა, სამი წლის შემდეგ, კეტი სტუმრობდა ჯიმი კიმელის შოუს, სადაც მას შესთავაზეს დაეტრიალებინა გლობუსი, რათა შემდგომი მოგზაურობისთვის ქვეყანა აერჩია. კეტიმ ეს თავიდან ხუმრობაში გაატარა, მაგრამ წამყვანი დაჟინებით სთხოვდა ამის გაკეთებას, რის შემდეგაც კეტიმ წამოიძახა: "ღმერთო, გთხოვ, ოღონდ რუსეთი არა!".

image

0
531
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
531
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0