სხვა მიხაელ ბალაკის 18 წლის ვაჟი ავტოავარიაში დაიღუპა 2021, 5 აგვისტო, 18:38 2000-იანი წლების ცნობილი ფეხბურთელის.გერმანიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტინის.მიხაელ ბალაკის 18 წლის ვაჟი ავტოავარიაში დაიღუპა. ტრაგედია დღეს დილით დატრიალდა, როგორც ტელეარხი TVI24 იუწყება 18 წლის ემილიო კვადროციკლით გადაადგილდებოდა ბალაკის სახლთან ახლოს, ტროას ნახევარკუნძულზე, ლისაბონიდან სამხრეთით 40 კილომეტრში (პორტუგალია).ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 44 წლის მიხაილ ბალაკი გამოდიოდა "ბაიერნში"და "ჩელსიში", იყო გერმანიის ნაკრების კაპიტანი 2004-2010 წლებში.არის მსოფლიო ჩემპინატების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი, სამჯერ იყო დასახელებული გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად, 2002 წელს უეფამ დაასახელა წლის ნახევარმცველად. ბალაკმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა 2012 წელს. მიხაელს პირველი ქორწინებიდან სამი ვაჟი ჰყავს - ლუი, ემილიო და ჟორდი. 207 4-ს მოსწონს
|