x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რიანა გახდა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მომღერალი..თუმცა არა მუსიკით
image

მომღერალი რიანა, რომელიც დაიბადა ბარბადოსში და ცნობილი გახდა შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ, გახდა მსოფლიოში უმდიდრესი ქალი მუსიკოსი: ჟურნალ Forbes- ის თანახმად, მისი ქონება 1, 7 მილიარდი დოლარია. თუმცა, შემოსავლის უმეტესი ნაწილი მას მუსიკალურმა ბიზნესმა არ მოუტანა, თუმცა, მსოფლიო პოპულარობის მოპოვებაში დაეხმარა.



Forbes– ის ექსპერტები ამბობენ, 33 წლის რიანას ქონების ძირითადი ნაწილი არის კოსმეტიკური კომპანიის Fenty Beauty– ის კაპიტალიზაცია-მისი 50%-იანი ბიზნეს წილი 1, 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.რიანას ეკუთვნის კიდევ სხვა ქალის თეთრეულის ფირმის, - Savage x Fenty-კიდევ 30%-ი, ანუ 270 მილიონი დოლარი და მხოლოდ დარჩენილი თანხა არის მუსიკალური და სამსახიობო კარიერის წილი.

image


შოუბიზნესის სამყაროში რიანაზე უფრო მდიდარი მხოლოდ ერთი ქალია, - ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, რომლის ქონება Forbes- მა 2, 7 მილიარდ დოლარად შეაფასა.


Forbes– ის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რიანას კომპანიები უკეთესად მუშაობენ ვიდრე მისი ზოგიერთი კოლეგასი შოუბიზნესიდან. მაგალითად ამერიკელი მოდელის, კაილი ჯენერის "Kylie Cosmetics", კიმ კარდაშიანის KKW Beauty და ჯესიკა ალბას Jessica Alba's Honest Company.


სიმდიდრის მიხედვით ქალი მომღერლებიდან რიანას მოსდევს მადონა- (მისი სიმდიდრე შეფასებულია Forbes– ის მიერ 550 მილიონ დოლარად), სელინ დიონი (455 მილიონი) და ბიონსე (420 მილიონი).



რიანა არის ერთ -ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელია მსოფლიოში, სხვადასხვა პლატფორმაზე, მისი დაახლოებით 250 მილიონამდე ჩანაწერია გაყიდული.მომღერლის ბოლო სოლო ალბომი გამოვიდა 2016 წელს.

0
361
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0