x
მეტი
  • 27.10.2021
  • სტატია:115281
  • ვიდეო:354182
  • სურათი:489068
როგორ იქცა საფეხბურთო მატჩი საერთაშორისო კონფლიქტის მიზეზად
image


მნიშვნელოვანი მატჩების შემდეგ ფეხბურთის ულტრასები სტადიონებს ანადგურებენ, რის გამოც თავს საკმაოდ "მაგარ" ბიჭებად თვლიან. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გულშემატკივრების ფონზე, ისინი მართლაც მგლებს ჰგვანან მინდორზე ცხვართან ერთად, თუმცა გულშემატკივართა ჯგუფების ყველაზე ველური გამოხტომებიც კი ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც ჰონდურასმა და სალვადორმა 1969 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოაწყო. მაშინდელი წაგებული მატჩი ნამდვილ ომში გადაიზარდა, რომლის გამოძახილი მთელს ცენტრალურ ამერიკაში დღესაც კი ისმის.





რითია უკმაყოფილი ჰონდურასი


image


ფეხბურთი ორივე მხარისთვის ბოლო წვეთად იქცა. კონფლიქტი დღითიდღე იზრდებოდა და ის მეტწილად ეკონომიკურ ხასიათს ატარებდა. სალვადორის გაცილებით ძლიერი ეკონომიკა ჰონდურასის მმართველ ელიტას მეტისმეტად აღიზიანებდა. გარდა ამისა, 1969 წელს ჰონდურასს სალვადორის დიდი ვალიც ჰქონდა. როგორც ჩანს, ომი პოლიტიკოსებს სესხების ჩამოწერის იდეალურ საშუალებად ეჩვენებოდათ.





რითია უკმაყოფილო სალვადორი


image


განვითარებული ეკონომიკა სალვადორს ბაზრის ერთ - ერთ ლიდერად აქცევდა, თუმცა მოგეხსენებათ, ფულით მიწას ვერ იყიდი - ქვეყანა კი იმ დროს ცენტრალური ამერიკის ყველაზე პატარა სახელმწიფოს წარმოადგენდა. სალვადორის გლეხობა ჰონდურასის საზღვარს მასობრივად კვეთდა და მის ტერიტორიაზე უკანონოდ სახლდებოდა.





არეულობა ტეგუსიგალპაში


image


1969 წელს ორივე ქვეყნის საფეხბურთო გუნდები მსოფლიო თასის ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ. ორი მატჩის ჩატარება იყო გადაწყვეტილი. პირველი ტეგუსიგალპაში ჩატარდა და ქუჩებში საშინელი არეულობით დასრულდა - ხალხი ნამდვილმა ისტერიკამ მოიცვა. სალვადორის ერთ - ერთი გულმხურვალე გულშემატკივრის თქმით, ის დაწყევლილ ჰონდურასელებთან თავისი საყვარელი გუნდის 0:1 - ით დამარცხებასა და მათთან წაგებით გამოწვეულ სირცხვილს ვერ აიტანდა და თავი მოიკლა.





ხოცვა - ჟლეტა სან - სალვადორში


image


ორივე ქვეყნის ქუჩებში ქაოსი არ ნელდებოდა. მეორე მატჩის დროს სან - სალვადორში ადგილობრივებმა არა მხოლოდ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებს, არამედ თავად მოთამაშეებსაც კი სცემეს. სან - სალვადორში მასპინძლები ბევრად უფრო ძლიერები იყვნენ, რაც ანგარიშზეც აისახა - 3:0. სიბრაზისგან გავეშებული ბრბო სტადიონიდან ქუჩაში გავარდა, დაიწყო დარბევა, რომლის დროსაც ბევრი უდანაშაულო მსხვერპლი დაიღუპა. მაშინვე, ძალადობის საპასუხო ტალღამ ჰონდურასში იფეთქა - ათიათასობით პანიკაში ჩავარდნილმა სალვადორელმა ქვეყანა დაუფიქრებლად დატოვა, ბევრიც ადგილზე დაიღუპა.






საომარი მოქმედებების დასაწყისი


image


რეგლამენტის თანახმად, ნეიტრალურ მოედანზე ამ გუნდებს შორის მესამე შეხვედრა გაიმართა, 1969 წლის 27 ივნისს ემოციებმა პიკს მიაღწია. იმ დღეს მეხიკოში, სალვადორი გამუდმებით წინ მიიწევდა, თუმცა ჰონდურასი ეწეოდა, და მხოლოდ დამატებით დროში, მაურიციო როდრიგესის ზუსტმა დარტყმამ სალვადორელებს საშუალება მისცა თავიანთი მთავარი მეტოქისთვის გამარჯვება საბოლოოდ წაერთმიათ - 3:2. თამაშიდან ათ წუთში ჰონდურასმა ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა სალვადორთან ოფიციალურად გაწყვიტა. უკვე 3 ივლისს პირველი შეტაკებებიც დაიწყო, ზარალი ორივე მხარემ განიცადა.






ომის ექვსი დღე


image


17 ივლისისთვის სალვადორის ჯარებმა ქვეყნის სიღრმეში 70 კილომეტრით წინ წაიწიეს. ჰონდურასის არმია რაოდენობრივად გაცილებით უფრო ნაკლები იყო და თან არც სათანადოდ შეიარაღებული, თუმცა სალვადორის შეტევა შეჩერდა, რადგან ჯარებს საკმარისი საწვავი და აღჭურვილობა არ აღმოაჩნდათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, კონფლიქტის მოგვარებას ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის საგანგებო სხდომაზე ცდილობდნენ, ამასთან, ჰონდურასმა OAS წინადადება საკმაოდ მალევე მიიღო, ხოლო სალვადორი ჯარების გაყვანაზე 29 ივლისამდე უარს აცხადებდა.





მატჩის შედეგები


image


საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ ექვს დღეს გაგრძელდა, მაგრამ როგორც სალვადორმა, ასევე ჰონდურასმაც სერიოზული ზარალი განიცადა. ომმა 5 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა უმეტესობაც მშვიდობიანი მოქალაქე იყო. გლობალური თვლსაზრისით შედეგები მაქსიმალურად უარყოფითი აღმოჩნდა - სხვა საკითხების პარალელურად, ცენტრალური ამერიკის საერთო ბაზრის პროექტიც მთლიანად განადგურდა, რამაც მთელი რეგიონის ეკონომიკის სრული ჩამოშლა გამოიწვია. ქვეყნებს ათი წელიწადი დასჭირდათ იმისთვის, რომ ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერათ.












0
237
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
237