x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
იაპონელების მარტივი და გენიალური ხერხები ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად

ყველა ქვეყანა თავისებურად ვითარდება, ზოგი სწრაფად, ზოგიც ძალიან ნელა. აი აზიის ქვეყნები კი განსაკუთრებით გამოირჩევიან განვითარების სწრაფი ეტაპებით. ხანდახან ისეც ჩანს, თითქოს იაპონელები უკვე მომავალში ცხოვრობენ. ნახეთ როგორ არტივად და გააზრებულად უმკლავდებიან თავიანთ ყოველდღიურ პრობლემებს იაპონელები:

1. წებო ტანსაცმლის კანზე დასაფიქსირებლად.

იაპონიაში გრძელი წინდები სკოლის მოსწავლე გოგონების (და არამარტო) განუყოფელი ნაწილია. ვინაიდან გრძელი წინდა მოუხერხებელი სატარებელია, რადგან ის გამუდმებით ქვევით ჩამოდის, იაპონელებმა სპეციალური წებო გამოიგონეს, რომელსაც კანზე ისვამენ და შედეგად ტანსაცმლის ეს ატრიბუტი კარგად ფიქსირდება კანზე. რადგანაც რეზინიანი წინდები ცუდი მოახმარებელია და სისხლის მიმოქცე4ვასაც უშლის ხელს, ს წებო დიდი პოპულარობით სარგებლობს.image

2. იაპონიის მსხვილი ქალაქები მდიდარია პარკებით, მწვანე ზონებით, თუმცა იქ პრაქტიკულად არაა ღია სივრცე ხეებით ან ყვავილებით. პატარა ბაღის ქონაც კი შენობის შესასვლელთან უკვე დიდი ფუფუნებაა, რადგან შენობები ერთმანეთთან ახლოს დგას. სწორედ ამიტომ, მოსახლეობა ქოთნის ყვავილებს და მცენარეებს შენობების გარეთ დგამს შესასველელებთან, ასე პატარა ოაზისებს ქმნიან ქვის ჯუნგლებში.image

3. იაპონიაში ბევრი ნაგვის ურნა არ არის და ნარჩენების დახარისხება ხდება პლასტმასის მუყაოსგან გამოყოფით, თუნდაც ეს ერთი და იგივე პაკეტის ნაწილი იყოს. სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი ატარებს ჩანთას, სადაც დღის განმავლობაში მხოლოდ ნაგავს ათავსებს. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ქუჩების სისუფთავეს.image

4. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი მსოფლიო თანდათან ცვლის პლასტმასის ჭურჭელს ხისგან დამზადებული ჭურჭელით, იაპონიაში მოსოს ბამბუკის ჭურჭელი ძალიან პოპულარულია. ამ ტიპის ბამბუკი იზრდება ძალიან სწრაფად და ადვილია მისი დამუშავება და გამოყენება, ხოლო მისი განაწილების კონტროლი შეიძლება იყოს მომგებიანი იაპონური ეკოსისტემისთვის.image

5. იაპონიაში ხალხი დიდ ყურადღებას უთმობს საკვების ვიზუალს. ამიტომ გამოიყენება სხვადასხვა გაჯეტები. მაგალითად, ჩვეულებრივ მოხარშულ კვერცხს აცლიან ნაჭუჭს და შემდეგ ათავსებენ ყალიბში, რომელიც იხურება ორივე მხრიდან. 10 წუთის შემდეგ კვერცხი კურდღლად, თევზად, გულში ან მანქანად იქცევა და საუზმე უფრო გემრიელად გამოიყურება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.image

6. რამდენიმე წლის წინ იაპონიის უმსხვილესმა გამომცემლობამ გადაწყვიტა თავისი გაზეთის ბეჭდვა თესლებიან ქაღალდზე. მისი წაკითხვის შემდეგ ადამიანს შეუძლია მიწაში დარგოს და ყვავილები გაზარდოს.image

7. მწარმოებელი ირწმუნება, რომ თმის საშრობზე მიმაგრებული სპეციალური კარტრიჯის წყალობით ჰაერის ნაკადი გაჯერებულია კოლაგენის ნანონაწილაკებით. ისინი აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას და კვებავენ თმის ძირებს და თმა ინარჩუნებს ბუნებრივ ტენიანობას.image

8. იაპონელები სეზონების მიხედვით მიირთმევენ პროდუქტებს, თანაც განსხვავებული ვარიაციებით. მაგალითად, საზამთროს შეიძლება დაუმატონ მარილი ან ჩადონ ცივ და ცხელ რამენში. საკვების გადაყრა არ შეიძლება, ამიტომ, დარჩენილ პროდუქტს ან ამარინადებენ, ან აშრობენ, ან ყინავენ შემდგომი გამოყენებისთვის.image

9. ჯაგრისს თან ერთვის ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებებით გაჟღენთილი ერთჯერადი ქსოვილი. გაწმენდის შემდეგ, უბრალოდ აჭერენ ღილაკს ჯაგრისზე, რათა ხელსახოცი მოსძვრეს და უნიტაზში ჩაირეცხოს. image

10. ადაპტირებული დიზაინი იაპონიაში ძალიან ფასობს. მაგალითად, გასული საუკუნის ბოლოს, როდესაც Nintendo Game Boy Color ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათამაშო იყო, მწარმოებლებმა საკერავ მანქანებშიც დაიწყეს მათი ჩამონტაჟება.image









0
581
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
581
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0