x
მეტი
  • 27.10.2021
  • სტატია:115279
  • ვიდეო:354182
  • სურათი:489068
უცნაურად ჩაცმული ხალხი ნიუ-იორკის ქუჩებიდან
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image


ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.




მოდა! ძალიან გამომწვევი სიტყვაა, რომელიც მუდმივად მოითხოვს მიყოლას, მიუხედავად იმისა, უხდება თუ არა ვინმეს. სამწუხაროდ, მოდის უამრავი მსხევრპლი გვყავს და ვინ არის ამაში დამნაშავე, თუ არა თავად მოდა?





თანამედროვე მოდა არასოდეს წყვეტს ჩვენს გაოცებას! ვცხოვრობთ იმ დროში, როდესაც ერთ უცნაურ ტენდენციას მალევე ანაცვლებს მეორე, განსაკუთრებით კი თუ საქმე ისეთ მეგაპოლისს ეხება, როგორიც ნიუ-იორკია. ეს არის კონტრასტების ქალაქი, მსოფლიოს ცენტრი, სადაც სხვადასხვა კულტურა ერწყმის ერთმანეთს და განსხვავებულ ადამიანებს ვხვდებით. ნიუ-იორკს არასოდეს სძინავს და ყველას შეუძლია იპოვოს მასში რაიმე საინტერესო.


მანამ, სანამ სხვები აღტაცებაში არიან ნანახით და ცდილობენ ემოციების გამოხატვას შესაბამისი სიტყვებით, მეგობარი ფოტოგრაფები ბრაიანი და ჯასტინი იღებენ ფოტოაპარატს და ნიუ-იორკის ქუჩებში იღებენ ყველას, ვინც გზად გადაეღობებათ. ვერაფერი იტყვის ქალაქზე ისე ვერაფერს, როგორც მისი მაცხოვრებლები. ნიუ-იორკი ხომ "კაშკაშაა".




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





იხილეთ აგრეთვე:


"სასწაული" ხალხი აშშ-დან, რომლებიც გასწავლიან როგორ ჩაიცვათ მოდურად!image

0
1662
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1662
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0