x
image
alex999
Mediator image
5 ადგილი დედამიწაზე, რომელიც მეცნიერებს თავგზას ურევს!
ჩვენი პლანეტა სავსეა მომხიბვლელი ადგილებით, რომელიც აღმოჩენის მოლოდინშია. დღეს საუბარი გვექნება იმ 5 ადგილზე, რომელიც თვით მეცნიერებსაც კი გაოცებულს ტოვებს.


image








სარგასოს ზღვა - ყველაზე უნიკალური ზღვა მთელ პლანეტაზე, რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. ზღვის სიგრძეა 3 200 კმ, სიგანე 1 100 კმ. გადაჭიმულია დასავლეთის 70 გრადუსი მერიდიანიდან დასავლეთის 40 გრადუს მერიდიანამდე და ჩრდილოეთის 25 გრადუსი პარალელიდან ჩრდილოეთის 35 გრადუს პარალელამდე. ამ ზღვას სანაპირო არ გააჩნია, მისი სახელწოდება გამოწვეულია იმით, რომ მასში დიდი რაოდენობით არის Sargassum გვარის წყალმცენარეები. ამ ზღვაში ერთად ბინადრობენ სხვადასხვა სახეობის თევზები, წყალმცენარეები, კიბოსნაირები და ჭიები.


image








"კანიო კრისტალეს" - 5 ფერიანი მდინარე (კოლუმბია). კანიო კრისტალესი წელიწადში ერთხელ "ყვავილობს" და სხვადასხვა ფერებად გარდაიქმნება. ულამაზესი სანახაობა ივლისიდან ნოემბრამდე გრძელდება. ბუნების საოცარი მოვლენა წყალქვეშა მცენარეების აყვავებასთანაა დაკავშირებული. მდინარის სიგრძე 100 კილომეტრს აღწევს. "5-ფერიანი მდინარე", — ესაა კანიო კრისტალესის ყველაზე ცნობილი სახელი. კაშკაშა წითელი, ყვითელი, ხასხასა მწვანე, ლურჯი და შავი — თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ მდინარე ივნისიდან ნოემბრამდე "ყვავილობს", მისი ფერები გამოღვიძებას მაისიდან იწყებენ და ხანდახან დეკემბრამდეც კი აღწევენ. ეს საოცარი ადგილი მეცნიერებისთვის კვლავ დიდ თავსატეხს წარმოადგენს.


image







მენდენჰალის ყინულის გამოქვაბული, ალასკა - გამოქვაბული ნაწილია მენდენჰოლის მყინავრისა, რომელიც ალასკაში მდებარეობს. გამოქვაბული ჩამოყალიბებულია მყინვარიდან ჩამონადენი წყლით, მაგრამ მყინვარებზე გამუდმებული ზემოქმედების გამო, ყინული არაა კრისტალურად სუფთა ისე როგორც ეს სხვა გამოქვაბულებშია. ექსპერტები ამ ადგილს ერთ -ერთ ყველაზე სახიფათო ადგილად ასახელებენ, რადგან ნებისმიერ დროს შესაძლებელია ყინულების ჩამოყრა, რაც ადამიანისთვის საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ტურისტები პირადი სურვილით და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობით ახერხებენ გამოქვაბულის დათვალიერებას.

image







მდინარე რონა და არვე, საფრანგეთი - გამდინარე წყლების ერთმანეთთან შერწყმა უცხო მოვლენას არ წარმოადგენს ჩვენთვის. თუმცა მდირე რონას და არვეს ერთმანეთთან შერწყმა ნამდვილ საოცრებას ქმნის. ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ ლამაზი მდინარეების ფოტოებს...

imageimageimageimage









პატომსკის კრატერი, რუსეთი - ეს კრატერი 1949 წელს ციმბირში ექსპედიციის დროს გეოლოგმა ვადიმ კოლპაკოვმა აღმოაჩინა. ამ აღმოჩენამ ძალიან ბევრი კითხვა დაბადა საზოგადოებასა და მეცნირებს შორის. ადგილობრივი იაკუტები მეცნირებს კრატერთან ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ და მათ აფრთხილებდნენ წყევლის შესახებ, რომელიც ამ კრატერში იმალებოდა. იაკუტელები ამ კრატერს "ცეცხლოვანი არწივის ბუდე"-ს უწოდებდნენ. კრატერის თავი ვულკანს ჰგავს, მაგრამ ამ ტერიტორიზე თითქმის 5 მილიონი წელია ვულკანი არ ამოფრქვეულა. კვლევების თანახმად, დადგინდა, რომ კრატერი 250 წლისაა. როდესაც კრატერის გარშემო არსებული ხეები გამოიკვლიეს, მივიდნენ იმ შედეგამდე რომ ხეები იზრდებოდა იმავე პირობებში, როგორც ჩერნობილში გაზრდილი ხეები. აღმოჩენის შემდეგ, წარმოშობის უამრავი თეორია წარმოიქმნა, თუმცა ყველაზე რეალური მეტეორის შედეგად წარმოქმნაა, მაგრამ აქაც არის პრობლემა.... კრატერი არცერთ ცნობილ მეტეორულ ტიპს არ მიეკუთვნება. მეცნიერები ამ კრატერის შესახებ კვლევებს აგრძელებენ, რუსეთი მთავრობის თხოვნის, კვლევები საიდუმლოდ მიმდინარეობს.


image

































სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



მეცნიერულად შეუძლებელი, მაგრამ 5 რეალური ადგილი დედამიწაზე!

image




14 სიმართლე ჩვილების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

image




10 ტიკ-ტოკერი, რომლებიც ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ

image




"ჩვენი ბავშვობა" - ამ ფოტოების მნიშვნელობას დღეს ბევრი ვერ მიხვდება...

image




3 უცნაურობა, რომელიც ოკეანის სიღრმეში იმალება

image




8 საოცარი ფაქტი დნმ-ის შესახებ, რომელიც ალბათ აქამდე არ გსმენიათ

image




405 დღე წყნარ ოკეანეში - გადარჩენილ მეთევზეს კანიბალიზმში ადანაშაულებენ

image









0
731
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
731
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0