x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ზოგჯერ სასწაულიც ხდება:მომღერალი МакSим-ი გადაადგილდება ეტლით და ტელევიზორსაც უყურებს
image
38 წლის მომღერალი გონს მოვიდა მას შემდეგ, რაც ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სიცოცხლის შენარჩუნებისათვის, ინტენსიურ თერაპიაში აპარატურაზე იყო მიერთებული.


როგორც იქნა მარინა აბროსიმოვასთვის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში ნათელი წერტილი გამოჩნდა! ახლა ეჭვი აღარავის ეპარება, რომ არტისტმა სიკვდილი დაამარცხა და გამოჯანმრთელდება: უახლესი ინფორმაციით, პნევმონია უკვე ჩაცხრომის ეტაპზეა და ვარსკვლავის ორგანიზმის იწყებს აღდგენას. ამავე დროს, დადასტურდა ადრეული ცნობები იმის შესახებ, რომ МакSим-ს მარჯვენა ფილტვი ჰქონდა დაზიანებული: ორგანო მართლაც სერიოზულად დაზიანდა, მაგრამ სულ უფრო ნაკლები სითხე გროვდება მასში და დინამიკა აშკარად დადებითია.


”მარინას ცნობიერება დაუბრუნდა, გონს მოვიდა. ადამიანი საღად აზროვნებს ” -განაცხადა МакSим-ის მენეჯერმა მარგარიტა სოკოლოვამ.


მომღერალი რეაგირებს გარეგან ფაქტორებზე და პასუხობს ექიმების შეკითხვებს. უფრო მეტიც, ის თანდათანობით უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას: მარინა ხანდახან ტელევიზორსაც უყურებს, სადამდენაც აქვს ამის საკმარისი ძალა და განწყობა.



ვარსკვლავის მკურნალი ექიმები, მილიონობით თაყვანისმცმელებთან ერთად ბედნიერები არიან: მათმა პაციენტმა რომ არ მოიწყინოს, ზოგჯერ ისინი ინვალიდის ეტლით ასეირნებენ საავადმყოფოს ჰოლში.


როგორც ჩანს, მომღერალი საბოლოოდ გათიშეს ECMO აპარატიდან, მაგრამ მას ჯერ კიდევ სჭირდება დამხმარე სუნთქვა, ამჯერად მარინასთვის ამაზე ჟანგბადის ნიღაბია პასუხისმგებელი.


მომღერალი ჯერ კიდევ ისევ რეანიმაციაშია, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა.


ექიმებმა განმარტეს, რომ სასწაული უნდა მოხდეს, რომ ადამიანი გამოვიდეს ასეთი რთული მდგომარეობიდან.არა და სასწაული მოხდა! შეგახსენებთ, ბოლოს ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მომღერლის ფილტვის დაზიანების არე 75-80% იყო და მისი გადარჩენის იმედი მიზერული იყო.


შეგახსენებთ, გაცივების პირველი ნიშნები MakSim–ს ივნისის პირველ რიცხვებში ჰქონდა, COVID-19– ის ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო და ამიტომ მან კონცერტის ჩატარება გადაწყვიტა .



ამის შემდეგ მას ხველა დაეწყო და ტემპერატურამ 39, 7-მდე აიწია.14 ივნისს, 38 წლის მომღერალი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, COVID-19– ზე ტესტი კვლავ უარყოფითი იყო. ექიმმა დაადგინა მწვავე ბრონქიტის წინასწარი დიაგნოზი, მალევე დადგინდა, რომ მომღერალს ფილტვების 40% დაზიანებული ჰქონდა. ინტენსიური თერაპიის მიუხედავად, MakSim- ის მდგომარეობა გაუარესდა.

მოგვიანებით მომღერალს კორონავირუსი მაინც დაუდგინდა. დადგინდა, რომ მომღერალი გაცივების პირველ ნიშნებისთანავე თვითნებურად სვამდა ანტივირუსულ წამლებს და ანტიბიოტიკებს, რამაც კორონავირუსის დამალვა გამოიწვია.

0
179
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0