x
image
Lerato
8 ნივთი თქვენს სახლში, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ფარისებრი ჯირკვალს

ფარისებრი ჯირკვალი – მცირე ზომის ორგანო, რომელსაც პეპლის ფორმა აქვს და კისრის ქვედა ნაწილში მდებარეობს. ის გამოიმუშავებს ჰომეოსტაზის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ჰორმონებს. მიუხედავად მისი უმნიშვნელო პარამეტრებისა, ფარისებრი ჯირკვალი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემის ფუნქციონირებაში, რამდენადაც პასუხისმგებელია გაცვლით პროცესებზე.


image


როდესაც ფარისებრი ჯირკვალში რაიმე სახის ცვლილება ხდება, ეს ზეგავლენას ახდენს ჩვენი სხეულის სხვა ორგანოების მუშაობაზე, რაც თავის მხრივ სხვადასხვა დაავადებების პროვოცირებას ახდენს. უმთავრესი მიზეზი იმისა თუ რატომ ჩნდება პრობლემები ამ ორგანოსთან დაკავშირებით, წარმოადგენს ორგანიზმში ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებების დაგროვება.


თუ ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობთ და სწორ, დაბალანსებულ კვებას ანიჭებთ უპირატესობას, ამ შემთხვევაში ორგანიზმში ტოქსინების რაოდენობის შემცირება შესაძლებელია. თუმცა, მეორეს მხრივ, არსებობს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტები, რომელიც ამძიმებს სიტუაციას და ნეგატიურად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლისა და სხვა ორგანოების მუშაობაზე.


საქმე იმაში მდგომარეობს, რომ საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტების უდიდესი რაოდენობა, იქნება ეს გამწმენდი საშუალებები ან უბრალოდ ნივთები, რომელიც ჩვენს ირგვლივაა, შეიცავს იმავე სახის ტოქსინებს. და თუ ნამდვილად ზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მაშინ მაქსიმალურად შეამცირეთ მათი მოხმარება. ეს კიდევ ერთი უტყუარი საშუალება იქნება მსგავსი პრობლემების გაჩენის რიკებისგან თავის დასაცავად.


პესტიციდები


image


რამდენიმე სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ნივთიერებებთან კონტაქტში არიან, ჩიყვით დაავადების გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ერთ-ერთი კვლევის დროს ასევე გაირკვა, რომ ეს ასევე ეხება "რისკის ქვეშ" მყოფი ადამიანების ნათესავებსაც: მაგალითად, იმ მამაკაცების ცოლები, რომლებსაც ყოველდღიურად პესტიციდებთან აქვთ საქმე, ჩიყვით დაავადების გაცილებით დიდი შანსი აქვთ, ვიდრე სხვა პროფესიის მქონე მამაკაცების ცოლებს. კიდევ ერთი კვლევა გვაფრთხილებს, რომ პესტიციდების 60%, რომელსაც დღეს მოიხმარენ, ნამდვილად იწვევს განსაზღვრულ ცვლილებებს ფარისებრი ჯირკვალში.


ამგვარად, არავითარ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ეს მრავალრიცხოვანი ანტიფუნგალური საშუალებები, ჰერბიციდები, ინსექტიციდები და ყოველივე ის, რასაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ასხურებენ, საზიანოა ფარისებრი ჯირკვლისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის.


ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები



image


ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები ფარისებრი ჯირკვალში ცვლილებებს იწვევს. ის პროდუქტები, რომელიც ამ ნივთიერებას შეიცავს, ჩვენგან შორს ნამდვილად არ იმყოფება – ტელევიზორებისა და კომპიუტერების ეკრანები, ასევე, რბილი ავეჯი, ხალიჩები და მსგავსი პროდუქტები.

გარდა ამისა, ამ ნივთიერების უარყოფით გავლენას, მეცნიერები ქცევით და განვითარების პრობლემებს უკავშირებენ.


პლასტმასი

image


პლასტმასი, ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. მთავარ პრობლემას, ამ მასალასთან დაკავშირებით, წარმოადგენს მასში შემავალი ერთ-ერთი კომპონენტი, ქიმიური ნივთიერება სახელად სტიბიუმი, ის "ჟონავს" პლასტმასის შესაფუთი მასალიდან და ჩვენს ორგანიზმში ხვდება.


კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სტიბიუმი წვენებსა და ხილის სასმელებში აღმოაჩინეს, რომელიც პლასტმასის კონტეინერებში იყიდებოდა. ამასთან, ამ ქიმიკატის დონე 2.5 -ჯერ აჭარბებდა დაშვებულ ნორმას. ასევე გამოვლინდა, რომ ფტალატი, რომელიც პლასტმასის ბოთლის შემადგენლობაში შედის, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე.


მიწვის საწინააღმდეგო საშუალებები

image

უმრავლესობა მიწვის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორც წესი, შეიცავს Perfluorooctanoic მჟავას. ამ ქიმიურ ნივთიერებას მოიხმარენ ტეფლონის (პოლიტეტრაფთორეთენი, გამოიყენება ჭურჭლის დაწვისაგან დასაცავად) საფარის დამზადებისას, კვების პროდუქტების შესაფუთ მასალასა და ბევრ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთში, რომელსაც მუდმივად ვიყენებთ დაუფიქრებლად.

ამ დროს კი, აღნიშნული ქიმიური ნივთიერება უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ფარისებრი ჯირკვალზე, თუნდაც ეს ზემოქმედება ზომიერი იყოს. ამიტომ უმჯობესია მთლიანად თქვათ უარი მათ გამოყენებაზე, რათა სრულიად დაიცვათ თავი ასეთი სერიოზული დაავადებებისგან.


კბილის პასტა ტრიკლოზანით

image


ზოგიერთი პოპულარული კბილის პასტა ისეთ ინგრედიენტს შეიცავს, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე, ტესტოსტერონისა და ესტროგენის გამომუშავებაზე, ასევე ხელს უშლის ანტიბიოტიკების მოქმედებას.

ტრიკლოზანი – ძალიან მავნებელი ნივთიერებაა, რამდენადაც ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას. ამასთან, აფერხებს რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ მუშაობას და ანელებს მეტაბოლიზმის პროცესს.


ანტიბაქტერიული საშუალებები

image


დღეს ბაზარზე შესაძლოა შეხვდეთ უამრავი რაოდენობის ანტიბაქტერიულ საპონს და ლოსიონს კანისთვის. თუმცა, ეს პროდუქტებიც შესაძლოა შეიცავდეს ტრიკლოზანს, რომლის შესახებაც ზემოთ გიამბეთ.

რატომ არის ის იქ? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ტრიკლოზანი თავისთავად ისე მოქმედებს, როგორც ანტიბიოტიკი, მას სხვადასხვა ბაქტერიების გაკონტროლების უნარი გააჩნია, რომელიც ჩვენს ხელზე, ფეხზე, კბილებზე და ასევე სხეულის სხვა ნაწილებზე ხვდება.

ასე რომ, მისგან ნამდვილად არის სარგებელი. თუმცა, ამავდროულად მავნებელია ჩვენი ორგანიზმის სხვა ფუნქციისთვის (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე).


მძიმე მეტალები

image


ქიმიური ნივთიერების უმრავლესობა, რომელსაც სახლში ვიყენებთ, შეიცავს განსაზღვრული რაოდენობის მძიმე მეტალებს, ისეთს როგორიცაა, მაგალითად – ვერცხლისწყალი, ტყვია და ალუმინი. ამ ნივთიერებებმა, თავის მხრივ შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებები გამოიწვიოს – დიფუზური ტოქსიური ჩიყვი (ბაზედოვ - გრეივსის დაავადება) და ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი - ჰაშიმოტოს დაავადება.


სოიო

image

სოიოს ცილა შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომელიც ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზას ფუნქციონირებას. ამგვარად, აღნიშნული პროდუქტი აფერხებს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ მუშაობას, ბლოკავს რა ორგანიზმის უნარს აითვისოს იოდი. სწორედ რომ ამ პროცესის დროს ხდება ამ ორგანოს მიერ ჰორმონების გამომუშავება.

სოიოს მეორე უარყოფითი თვისება ის არის, რომ ამ პროდუქტის უდიდესი ნაწილი გენომოდიფიცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს, შორეულ პერსპექტივაში ის ასევე შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის.


ასევე დაგაინტერესებთ:


ეს ინგლისელი ქალბატონი ფსორიაზისგან საკუთარი დიეტით განიკურნა


მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს


თუ პომიდორი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!


ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


ხორცს არ ჭამთ და არ იცით პროტეინები საიდან მიიღოთ? ცილების დღიური ნორმა ჩვენი ჯანმრთელობისთვის


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!





0
741
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
741
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0