x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
პოზიტიური განათლება და PERMA მოდელი

image
სკოლა ერთ-ერთი უმსხვილესი სოციალური ინსტიტუტია და სწორედ ამ ადგილას მიმდნარეობს ადრეულ წლებში ადამიანის ემოციური, სოციალური და ფსიქოლოგიური განვითარების უმნიშვნელოვანესი პროცესები. გასაკვირი არცაა, რომ ეს ადგილი საკმაოდ ბევრ რესურსს იძლევა პოზიტიური ფსიქოლოგიისთვის. ქრონოლოგიური თვალსაზრისით პოზიტიური განათლებას საფუძველი ეყრება 2009 წელს, მაშინ როცა მარტინ სელიგმანმა შეადარა ის თუ რა სურდათ მშობლებს მათ შვილებს რომ ესწავლათ სკოლაში და სინამდვილეში რას სწავლობდნენ ისინი. მან ამ შედარების საფუძველზე გააკრიტიკა სწავლების ტრადიციული მეთოდი.
გამოკითხვების შედეგად მშობლების სურვილები სწავლებასთან დაკავშირებით 2 მსხვილ კატეგორიად დაიყო: პირველი კატეგორია მოიცავდა ცხოვრების ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ბედნიერება, სიხარული, ბალნსი, კმაყოფილება და ა.შ. ხოლო მეორე კატეგორია კი შეეხებოდა უფრო აკადემირურ საკითხებს, როგორიცაა დისციპლინა, ლიტერატურული განათლება, მათემატიკური უნარების გამომუშავება და სხვა. სწორედ ამ ორი სიის შერწყვმის შედეგად იქნა შემოთავაზებული პოზიტიური განათლების ტექნიკა. მართლაც, პოზიტიური განათლება გულისხმობს და თავის თავში აერთიანებს სწავლების ტრადიციულ პრინციპებსა და ბედნიერების, კარგად ყოფნის განცდას. სელიგმანმა შემოგვთავზე ე.წ PERMA მოდელი, რომლიც მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას სკოლებში, რათა გაუმჯობესდეს არა მხოლოდ მოსწავლეთა, არამედ სკოლაში მომუშავე პერსონალის კეთილდღეობის ხარისიხი. ამ მოდელის შექმნის ორი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ, რომ სასკოლო გარემოში შეემცირებინათ, როგორც მოსწავლეებიის ასევე სკოლის პერსონალის მიერ განცდილი სტრესი, ნეგატიური ემოცოები და აემაღლებიანათ მათი კმაყოფილების ხარისი.

image

PERMA მოდელი შედგება 5 მნიშვნელოვანი კომპონენტისგან, რომელიც სელიგმანის მიხედვით, გადამწყვეტ როლს თამაშობს გრძლევადიანი კარგადყოფნის, კეთილდღეობის განცდაში. მოკლედ განვიხილოთ ეს კომპონენტები:
1. პოზიტიური ემოციები (P): სასკოლო გარემოში ფოკუსირდებოდე დადებით ემოციებზე, ბედნიერად გრძნობდე თავს და ინტერსდებოდე შესასწავლი მასალით მნიშვნელოვანია მომავალი წარმატებისთვის. ფოკუსირდე პოზიტიურ ემოციებზე გაცილებით მეტია ვიდრე ღიმილი ან სიცილი. ესაა უნარი შეინარჩუნო ოპტიმისტური ხედვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ვინაიდან, პოზიტიური ხედვა ეხმარება ადამიანს სამუშაო პროცესში, შთააგონებს მას უფრო კრეატიული იდეებით და შესაბამისად ზრდის მათ წარმატებულობის ხარისხს.


2. აქტივობაში ჩართულობა (E) - აქტივობები, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის ჩართულობის მოთხოვნილებას ზრდის პოზიტიური ემოციების განცდის ალბათობას. სუბიექტური კარგად ყოფნასთან რომ გავავლოთ პარალელი ვარაუდის თანახმად, ადამიანები ბედნიერებას განიცდიან მაშინ როცა მათი უნარების შესაბამის საინტერესო საქმიანობაში არინ ჩართულნი. შესაბამისად სასკოლო გარემოში ბავშვი იმ შემთხვევაში განიცდის სუბიექტურ კარგად ყოფნას, როცა საშუალება ეძლევა ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს მისი უნარების შესაბამის აქტივობებში, რომელიც თავის მხრივ მისცემს ბავშვს საშუალებას გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, დაინახოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და დახვეწოს საკუთარი უნარები.

3. პოზიტიური ურთიერთობები (R) - გგქონდეს კარგი ურთიერთობები თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან არა მხოლოდ გვეხმარება სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება/დახვეწვაში, არამედ თავს დაცულად გვაგრძნობინებს რადგან ეს უკანასკნელი არის სითბოს, ჯგუფთან მიკუთვნილობის, პიოზტიური ემოციების განცდისა და ნდობის წყარო.

4. მეოთხე კომპონენტი არის დანიშნულება (M) -სელიგმანის აზრით, იმის გაანალიზება თუ რატომ და რისითვის ვაკეთებთ რაიმეს შესაძლოა დაგვეხმაროს უფრო პოზიტიურად და დინჯად შევუდგეთ დაკისრებულ საქმეს. მასაშადამე, მოსწავლისთვის შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს იმის გაანალიზებს თუ რატომ სწავლობს, რისთვის სწავლობს და რა გავლენას მოახდენს მიღებული განათლება მის შემდგომ საქმიანობაზე.

5. მიღწევა (A) - წარმატების მიღწევა, დაოსტატება და ცოდნის დაუფლებ მოსწავლეთა პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს. აუცილებელია მოსწავლეებს დავხემაროთ და ხელი შე-ვუწყოთ რეალისტური მიზნების დასახვაში და შემდგომ მათ ეფექტურად მიღწევაში. ამგვარი ადეკვატური მიზნების მიღწევა ერთობ ზრდის ადამიანის თვითშებასებასა და შემდგომში მოტივაციასაც.

მარტინ სელიგმანის მიერ შემოთავაზებულ ამ მოდელს 2015 წელს მიემატა კიდევე ერთი კატეგორია ჯანმთელობის (H) კომპონენტი, რომელიც თავის თავში აერთიანებს მოსწავლის, როგორც ფიზიოლოგიურ ასევე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაში. ისეთი ფაქტორების გაკონტროლება, როგორიცაა მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენად ჩართულია ის ფიზიკურ თუ გონებრივ აქტივობებში, როგორია მისი დღის რეჟიმი გვეხმარება დავადგინოთ ის ფაქტორები რომელიც ფარულად ახდენს ზეგავლენას მის აკადემიურ პერფომანსზე.

მარტინ სელიგმანის მიერ შემოთავაზებული ზემო აღწერილი მოდელი საკამოდ ახალია, თუმცა მისი გამოყენებით და მისი კრიტერიუმების კარგად გაანალიზებით მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა სასკოლო გარემოში მოსწავლის ქცევის, მისი აკადემიური მოსწრების და ზოგადად საკლასო ატმოსფეროს ერთობ გაუმჯობესება.


0
61
შეფასება არ არის
ავტორი:იმერლიშვილი მარიამ
იმერლიშვილი მარიამ
61