x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მელოტი თავით ნაშოვნი მილიონი- გიჟური და მარტივი იდეები, რომელთა წყალობით მილიონობით დოლარი იშოვეს

ხანდახან საკმარისია მხოლოდ არასტანდარული აზროვნება იმისათვის, რომ მარტივი და განსხვავებული იდეა შექმნა. ალბათ, სწორედ ეს კრეატივი დაეხმარა ამ ადამიანებს ასე მარტივად მილიონების შოვნაში.

1. რეკლამა მელოტ თავზე

ამერიკელი ბრენდონ ჩიკოსკი ადრე გამელოტდა და გადაწყვიტა სიმელოტე ფულის შოვნის წარმატებულ საშუალებად გადაექცია. მან დაიწყო თავისი სკალპის გაქირავება სარეკლამო სააგენტოებზე, რომლებიც უხატავდნენ დროებით ლოგოს და რეკლამას სხვადასხვა ბრენდისთვის. იდეა მომგებიანი აღმოჩნდა და ჩიკოსკიმ საკმაოდ სწრაფად შექმნა საკუთარი კომპანია, Bald Logo, რომლის მარკეტინგული კამპანიები მილიონობით ონლაინ პუბლიკაციით დასრულდა. სულ რაღაც 320 დოლარად, კლიენტს შეუძლია მოითხოვოს ამ არაჩვეულებრივი კომპანიის თანამშრომლის მელოტი თავი საკუთარი ბრენდის რეკლამისთვის, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს კლიენტების ბაზას.image

2. მხოლოდ უნდა ითხოვოთ

ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს გამოუვალ სიტუაციაში, როდესაც ვალი გაქვს, ?შემოსავალი კი არა. კარინ ბოსნაკმა იპოვა თამამი გამოსავალი ამ კრიტიკულ სიტუაციაში. როდესაც მან საკრედიტო ბარათზე 20 000 დოლარი დავალიანება დააგროვა და სამსახურიც დაკარგა, მან გადაწყვიტა დახმარება ეთხოვა ინტერნეტში მყოფი ადამიანებისთვის. აღმოჩნდა, რომ ბევრ ადამიანს სურდა დახმარების ხელი გაეწოდებინა არასახარბიელო სიტუაციაში მყოფი ქალისთვის. 6 თვეზე ნაკლებ დროში კარინმა არა მხოლოდ სრულად დაფარა ვალი, არამედ ნამდვილი მილიონერი გახდა . ამის შემდეგ მან გაზარდა თავისი ქონება: გამოაქვეყნა წიგნები თავისი უნიკალური გამოცდილების შესახებ და შექმნა ვებგვერდი.image

3. მედუზა აკვარიუმში თევზის ნაცვლად

ახალგაზრდა ბიოლოგი ალექს ენდონი ერთ დღესაც დაინტერესდა თუ რატომ არ შეიძლება სახლში აკვარიუმებში თევზების ნაცვლად მედუზების ყოლა? მან 50, 000 დოლარი დახარჯა მედუზების სპეციალური ავზის შესაქმნელად მათ გასამრავლებლად. 2010 წელს, პროექტის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ბიზნესმა მიიღო შემოსავალი 500, 000 დოლარი მიიღო წელიწადში, ახლა კი მისი შემოსავალი აღემატება 1, 000, 000 დოლარს.image

4. ქალის ფეხის ფორმის სანათები

შეიძლება იფიქროთ, რომ უცვეულო ფორმის სანათებით ვერავის გააკვირვებთ, თუმცა ბრაიან ჯონსმა ეს შეძლო. Red Rider Leg Lamps ის დამფუძმნებელმა გადაწყვიტა ქალის ფეხის ფორმის სანათების გაყიდვა მიუხედავად მისი მეგობრების და ოჯახის სკეპტიციზმისა, დღეს მისი შემოსავალი 1 000 000 დოლარს აღემატება, კომპანია კი 15 წელზე მეტია არსებობს.image

5. სარეცხი თხილი

ახლა, როდესაც ხალხი მთელს მსოფლიოში ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ორგანული პროდუქტები, Eco Nuts -ს გაუჩნდა იდეა გაეყიდა სარეცხი ფხვნილი ჯანსაღი ჰიმალაის კაკლით. ამ უცნაურმა იდეამ კორპორაციას მილიონობით დოლარი მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიის პროდუქცია დღეს განსხვავებულია, ეკო თხილი მაინც მათი მთავარი პროდუქტია.image

6. ყველაზე მინიმალისტური აპლიკაცია

ვებ დეველოპერს Or Arbel-ს მხოლოდ 8 საათი დასჭირდა პროგრამის შესაქმნელად, რომელიც დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ თავიანთ თანამშრომლებს მოკლე სიტყვით: yo. სულ რამდენიმე კვირაში აპლიკაცია გახდა ჰიტი AppStore– ში და გახდა გაყიდვების ლიდერი მთელს მსოფლიოში. არბელმა მალე მიიღო ბევრი ბიზნეს იდეა და გააუმჯობესა თავისი პროგრამაც. ახლა კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ იგი მომხმარებლების გაყიდვების შესახებ ინფორმირებისთვის. მაგალითად, ფეხბურთის გულშემატკივრები იღებენ შეტყობინებებს გატანილი გოლის შესახებ, Starbucks კი ამცნობს მომხმარებლებს მათი შეკვეთების სტატუსის შესახებ.image

7. მესიჯი კოსმოსში

10 წელზე მეტი ხნის წინ, 2 ბრიტანელ სტუდენტს გაუჩნდა იდეა კოსმოსში შეტყობინებების გაგზავნით ფული ეშოვათ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ მათ მოახერხეს სპეციალური რადიო-მაგნიტური მოწყობილობის შექმნა, რომელსაც შეეძლო შეტყობინების გაგზავნა პირდაპირ კოსმოსში. ამრიგად, ადამიანებს, რომელთაც სურთ თავიანთი შეტყობინების გაზიარება სამყაროსთვის, უნდა დარეკონ სპეციალურ ნომერზე, დატოვონ მოკლე შეტყობინება და გადაიხადონ მომსახურების თანხა. რა თქმა უნდა, არ იყო არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ შეტყობინებები რეალურად იგზავნება და კოსმოსში მათ ვინმე კითხულობს, მაგრამ სტუდენტებმა მიიღეს 1, 000, 000 დოლარი ამ იდეისთვის.image






0
779
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
779
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0