x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უსექსობა არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა-ბაია პატარაია ბელორუსი ქალის მკვლელობას ეხმაურება

image

ქალთა უფლებადამცველი და კავშირი „საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია შარშან ბათუმში ბელარუსი ქალის მკვლელობაში ბრალდებული ზაზა დავითაძის სასამართლოს ეხმაურება და წერს:


"უსექსობა არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. აბა, დააკვირდით: ქალებს კლავენ სექსის გამო (თუ უარს ეუბნება ან სხვასთან აქვს); გეებს დასდევენ სექსის გამო (არ მოსწონთ მათი სექსი); პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს აშანტაჟებენ სექსით (ფარული ჩანაწერები სულ სექსზეა); ქალიშვილობის ინსტიტუტი უნდათ ქალებისთვის სექსის ასაკრძალად, მაგრამ მერე უქალებოდ კაცებსაც აღარ აქვთ სექსი და არიან გაცოფებულები; პრემიერი კვირიკაშვილი განცხადებას აკეთებდა ქართველი კაცების ბორდელში არშეშვებაზე (ანუ ქვეყნის უმაღლესი პირი წუხდა სხვისი კომერციული სექსის შესაძლებლობების შეზღუდვის გამო); ყველა შევიწროების შესახებ სკანდალს საფუძვლად უდევს კაცების უკულტურობა და უცოდინრობა, მიიღონ სექსი ქალისგან; ეკლესიის მთავარი სკანდალები არის სექსის გამო (იქნება ეს ჰომოსექსუალობა თუ პედოფილია). გაუპატიურება არის ფარული, მაგრამ უკიდურესად გავრცელებული ძალადობის ფორმა ამ ქვეყანაში.
მოკლედ, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის უსექსობა. სასაცილო იქნებოდა, ძალიან სატირელი რომ არ იყოს შედეგები.
დასკვნა: ერთი დიდი სექსუალური რევოლუცია სჭირდება ერს, რომ ყველა დაოკდეს, ყველა დაკმაყოფილდეს, ყველა გაბედნიერდეს, არავინ აღარ მოკლან და სამუდამოდ დასრულდეს გაბოროტებული "აზაბოჩენობა" ერისა. ბოდიში ამდენი პირდაპირობისთვის, მაგრამ ეს უნდა მეთქვა."-წერს ბაია პატარაია.
image

26 ივლისს, 43 წლის ბრალდებულ ზაზა დავითაძეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურის ვერსიით, კაცმა შარშან 6 ნოემბერს სექსუალურ მომსახურებაზე უარის თქმის გამო მოკლა 49 წლის ტატიანა ჩინჩიკი .ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ბელორუსი ტატიანა ჩინჩიკი ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე დაახლოებით ორი წელი ცხოვრობდა. ის ნაქირავები ბინის სააბაზანოში გარდაცვლილი მეგობარმა გარდაცვალებიდან 2 დღის შემდეგ იპოვა. ქალს სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა.(იხილე სრულად)
0
282
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0