x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
შვილმა 13 წლის შემდეგ იპოვა გარდაცვლილი დედის წერილი,რომელმაც მისი მომავალი იწინასწარმეტყველა
imageბიჭისთვის, დედის სიტყვები გახდა ძლიერი მოტივაცია, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა, სხვებსაც დაეხმაროს ოცნებების ახდენაში.


ლამარ რობერტსმა დედა დაკარგა ოთხი წლის ასაკში, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ექიმებმა დედამისს სიმსივნე დაუდგინეს.


ბიჭი ყოველთვის მაღალი და სპორტული იყო და კალათბურთით იყო დაინტერესებული. მაგრამ მან მხოლოდ 17 წლის ასაკში, გააცნობიერა, რომ ეს ოცნება აუცილებლად უნდა აესრულებინა, როდესაც მან შემთხვევით აღმოაჩინა მისი მისამართით დაწერილი გარდაცვლილი დედის წერილი.

image


ჯერ კიდევ 13 წლის წინ იცოდა დედამ, რომ მის შვილი უნდა გამოსულიყო კალათბურთელი, იტყობინება Mirror-ი.


"როცა გაიზრდები, შვილო, კალათბურთი ითამაშე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მიყვარხართ და იყავით კეთილი თქვენი ოჯახის მიმართ"-ასე დაუწერა დედა მაშინ ჯერ კიდევ 4 წლის ლამარს.



სწორედ ამ წერილმა უბიძგა ლამარი პროფესიონალი კალათბურთელი გამოსულიყო. ახლა 28 წლისაა, მან ინგლისის ეროვნული ლიგაში London Lions-ში თამაშობს. სპორტსმენის თქმით, მხოლოდ დედის წერილის შემდეგ გაჩნდა აზრი "რაში ვხარჯავ ჩემს ცხოვრებას?".

image

"სიმართლე გითხრათ, თითქოს და თავზარი დამეცა. მახსოვს ის დღე, როდესაც ვიპოვე ეს წერილი, ისევ და ისევ ვკითხულობდი."


სპორტის გარდა, ლამარი ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაში. ბიჭმა დააარსა " სწორი განვითარების" ფონდი, რომელიც ლონდონში სპორტულ მოედნებს აახლებს. ლამარი იმედოვნებს, რომ მათი ფერადი დიზაინი ხელს შეუწყობს ადამიანებს წინსვლაში.

image

0
365
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0