x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ღრმა აზრის მქონე 10 ფოტო
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image


ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.



ცნობილი უცნობი - ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეკლამისტი ჩარლზ საჩი ასე ასათაურებს უნიკალური სერიის ფოტოკრებულს. საკმარისია, უბრალოდ ღრმად შევხედოთ მათ და თვალწინ უნიკალური სამყარო გადაგვეშლება.




ღრმა აზრის მქონე 10 ფოტო





1. თვალი ნიჟარაში. ნამდვილი არ არის, წყალია ჩარეცხვის პროცესში თვალის ფორმით. image




2. მფრინავი მატარებელი. ფოტო გადაღებულია 1855 წელს და მასზე მოცემულია სამგზავრო მატარებელი, რომელმაც ვერ მოასწრ დამუხრუჭება, გადავიდა ბაქანს გარეთ და მეორე სართულიდან გადმოვარდა. image




3. თავისუფლების ქანდაკება. ნამდვილი ქანდაკება არ გეგონოთ, ეს უბრალოდ ასლია, მცირე ზომის და პარიზში "იმყოფება". image




4. დედისა და შვილის ვარდნა. ფოტო გადაღებულია 1957 წელს ბოსტონში. ხანძრის დროს დედა იძულებული იყო შვილთან ერთად ფანჯრიდან გადამხტარიყო. ის ადგილზე გარდაიცვალა, შვილი კი გადარჩა, რადგან მან თავის სხეულზე მოიყოლა ზევიდან. image




5. ხალხი მავთულებზე. ბრუკლინის ხიდის მშენებლობა, ნიუ-იორკი. სწორედ ეს შესანიშნავი ადამიანები აგებდნენ მას და მათი წყალობით, ხიდი 100 წელზე მეტია დგას ურყევად. image




6. ხალხი უდაბნოში. ეს არ არის ხელოვნების ინსტალაცია, როგორც ერთი შეხედვით ივარაუდეთ. ფოტო გადაღებულია ნევადას შტატში ბირთვული ბომბის გამოცდის შემდეგ. ეს კი ნარჩენებია მას შემდეგ... image




7. მელოტი ბარბი. ეს მოდელი სპეციალურად დამზადდა ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისთვის. image




8. ბავშვი გალიაში. ფოტო გადაღებულია ამერიკაში. მაღალსართულიან შენობებს ჰქონდა ასეთი გალია, რომელიც იძლეოდა საშუალებას, ბავშვებს ესეირნათ სუფთა ჰაერზე. image




9. ქალის გამძლეობა. ეს არის მცველ ქალთა მოსამზადებელი სწავლა, რომელიც ხელს უწყობდა მოთმინებისა და გამძლეობის ჩამოყალიბებას. image




10. პატარძლის სუიციდი. გოგონა თავს იკლავდა ქორწილის დღეს, სწორედ იმ დღეს მიატოვა ის საქმრომ. თუმცა, პოლიციის ოფიცერმა მოასწრო და ის სწორედ გადახტომის მომენტში დაიჭირა. image


0
455
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0