x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 ყველაზე არაორდინარული ფოტოგრაფი ხელოვნების ისტორიაში

1971 წელს ნორმან მეილერმა თქვა, რომ "დიანა არბუსისთვის კამერის მიცემა იგივე იყო ბავშვისთვის ხელში ყუმბარა ჩაგეგდო". მას იზიდავდა გარყვნილები, მარგინალები, ტრანსვესტიტები, პრობლემური ბავშვები, ცირკის მსახიობები და ფრიკები. დღევანდელ სტატიაში დიანა არბუსის ხსოვნის საპატივსაცემოდ მსურს წარმოგიდგინოთ ისტორიაში ყველაზე არაორდინარული ფოტოგრაფების ათეული, რომელიც დამთვალიერებელში არაერთგვაროვან ემოციას იწვევს.


image


1. დიანა არბუსი. ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი, ნიუ - იორკის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი კრიტიკული ფოტოგრაფიის ერთ - ერთი ცენტრალური ფიგურა გახლდათ, რომელიც გამოსახულების ირაციონალურ პრინციპებს რეალობის რაციონალურ შეხედულებებთან აკავშირებდა. დიანა საკმაოდ უცნაური პერსონაჟი გახლდათ, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა ფრიკებისა და გონჯების გადაღებით მოიპოვა.


image


2. ჯოელ-პიტერ უიტკინი. ბრუკლინელ ფოტოგრაფს მექსიკაში გადაღება განსაკუთრებით ხიბლავდა. ზოგჯერ ის თავის ნამუშევრებში გვამებსა და მათი სხეულის გარკვეულ ნაწილებსაც კი იყენებდა.


image


3.ირინა იონესკო. ფრანგი ფოტოგრაფი ირინა იონესკო კრიტიკის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ გახდა რომ ის თავის ნამუშევრებში საკუთარ შვილს იღებდა. მან თავისი ხუთი წლის ქალიშვილი ევა თავის მუზად და მოდელად აქცია. მართალია, მისი ფოტოები საკმაოდ ლამაზი, თუმცა ამავდროულად საოცარი იდუმალებით მოცული გამოდიოდა. ევამ ირინას სამჯერ უჩივლა.


image


4. იან საუდეკი. ჩეხი ფოტოხელოვანი თავის ნამუშევრებში ხშირად იყენებდა სიმბოლიზმს, პოლიტიკურ მეტაფორებსა და სექსს. მის ფოტოებში ძალიან, ძალიან ბევრი სექსი იყო.

image


5.რობერტ მეპლეტორპი. ამერიკელი ფოტოხელოვანი, რომელიც მსოფლიოში თავისი ჰომოეროტიკული ფოტოებით გახდა ცნობილი, ისეთ ლეგენდარულ ხელოვანებთან თანამშრომლობდა, როგორებიც იყვნენ - ენდი უორჰოლი, დები ჰარი და პატი სმიტი. მეპლეტორპი გამოირჩეოდა სადომაზოხისტური ესთეტიკისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, რაც მის ნამუშევრებშიც ერთმნიშვნელოვნად იგრძნობა.



image


6. ანდრეს სერანო. ამერიკელი ფოტოგრაფის ანდრეს სერანოს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების უმრავლესობა ძირითადად ცხედრებსა და ფეკალიებს მოიცავდა. მორგში გადაღებული ხელოვანის ეს ფოტო მისი სკანდალური ნამუშევრების ყველაზე ნათელი მაგალითი ნამდვილად არ არის.


image


7. გოტფრიდ ჰელნვაინი. მას ხშირად მერლინ მენსონის მეგობარსაც უწოდებენ, თუ თქვენ არ მოგწონთ თეატრალური ძალადობა, უდანაშაულობის სისხლში არევა, ასევე ფაშიზმთან და კონსუმერიზმთან შეხება, შესაძლოა ამ ცნობილი ფოტოგრაფის შემოქმედება სულაც არ მოგეწონოთ.


image


8. სტივენ მეიზელი. მოდის ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფი, ამერიკული და იტალიური "Vogue"-ის გამოცემებთან დღემდე წარმატებით თანამშრომლობს. სწორედ მან გადაიღო ლეგენდრული ამერიკელი პოპ - მომღერალი, მადონა ლუიზა ჩიკონე თავისი პირველი წიგნისთვის - "სექსი".


image


9. ბილ ჰენსონი. ავსტრალიელი ფოტომხატვარი ძირითადად მოზარდების თემით არის დაინტერესებული. ერთხელ ხელოვანი მოზარდი მოდელების შიშველ მდგომარეობაში გადაღების გამო გააკრიტიკეს, რამაც სიდნეიში მისი გამოფენის დახურვაც კი გამოიწვია.


image


10. ტერი რიჩარდსონი. არ აქვს მნიშვნელობა გიყვართ თუ არა ეს ამერიკელი მოდის ფოტოგრაფი, მაგრამ ის ამ სიაში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო. მისი თამამი და გულახდილი ნამუშევრები ჰოლივუდის ტრადიციული კულტურის წარმომადგენლებში ხშირად გულისრევასაც კი იწვევს.

















0
1163
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1163