x
image
Lerato
Mediator image
საჯდომი ნერვის ანთება აღარ შეგაწუხებთ, თუ ამ 2 ვარჯიშს გააკეთებთ

როგორ ვუმკურნალოთ საჯდომი ნერვის ანთებას? ის ყველაზე დიდი ნერვია ჩვენს სხეულში – მის მოჭყლეტას ან მოყოლას აუტანელი ტკივილი, დროებითი ნაწილობრივი დამბლა ახლავს. ზოგიერთი რჩევა, რომლის შესახებაც სტატიაში ვისაუბრებთ, დაგეხმარებათ სწრაფად გათავისუფლდეთ ტკივილისგან ანთების დროს.


image


რა იწვევს საჯდომი ნერვის ანთებას?


ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, როგორიცაა:


  • ხერხემლის მუდმივი დატვირთვა;
  • სიმძიმეების აწევა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ხშირი ჰიპოთერმია;
  • ინფექციური დაავადებები (ტუბერკულოზი, ბრუცელოზი, ჰერპეს ზოსტერი);
  • მოწამვლა შხამებით, წამლებით, ტოქსინებით;
  • ზოგიერთი ინფექციური და ალერგიული დაავადებები;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • დაფანტული სკლეროზი;
  • ალკოჰოლიზმი.

სამკურნალო ტანვარჯიში საჯდომი ნერვის ტკივილის მოსახსნელად:



image


  • დაწექით იატაკზე, მოხარეთ ფეხი მუხლში.
  • დაიკავეთ ფეხი ხელებით, თანდათან მიიზიდეთ გულ-მკერდთან მანამდე, სანამ შეძლებთ. გაჩერდით ამ მდგომარეობში მინიმუმ ნახევარი წუთი – სადამდეც ძალა გეყოფათ.
  • ნელა დაუშვით ფეხი იატაკზე.
  • ეს ვარჯიში გაიმეორეთ 2-5-ჯერ, შემდეგ, იგივე გააკეთეთ მეორე ფეხით.

ვარჯიში № 2

image


  • დაწექით იატაკზე, ფეხები მოხარეთ მუხლებში.
  • ხელების დახმარებით გადააჯვარედინეთ ფეხები, რაც შეიძლება ძლიერ. გაჩერდით ასეთ პოზაში 30 წამის მანძილზე. თუ შეძლებთ, უფრო დიდხანს.
  • ნელა დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გააკეთეთ ეს რამდენჯერმე.


ორივე ვარჯიში ნამდვილად მოგიხსნით საჯდომი ნერვის დაძაბულობას და ტკივილის შეგრძნებას წელის არეში. მათი შესრულება შეიძლება როგორც კომპლექსურად, ისე ცალ-ცალკე. აღნიშნული ვარჯიშები მიღებულია ექიმი-ორთოპედების მიერ –ისინი ურჩევენ ამის გაკეთებას ყველას, ვინც საჯდომი ნერვის ანთებით იტანჯება.



ხალხური საშუალებები


დიდი ხანია რაც ტკივილის შეგრძნების მოხსნა ისწავლეს წელის ქვედა ნაწილში. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს ხალხური მედიცინიდან:image
ცხენის წაბლი

image

ეს მცენარე კოსმეტიკური საშუალებების, სამკურნალო საცხების, შემადგენლობაში შედის. ადუნებს კუნთებს და ხსნის ტკივილს.


მასაჟი ქილების გამოყენებით


ამისთვის, მტკივნეული ადგილზე უნდა წაისვათ ანთების საწინააღმდეგო კრემი, დაადოთ ქილა, რომელიც საათის ისრის მიმართულებით უნდა ატრიალოთ 10-15 წუთი. მასაჟი რეკომენდირებულია დღე გამოშვებით სანამ სრულად არ გამოჯანმრთელდებით.


ფუტკრის ცვილი


დაარბილეთ ფუტკრის ცვილი ორთქლის აბაზანაზე, გააბრტყელეთ, დაიდეთ ანთების კერაზე, დააფარეთ ცელოფანი, ზემოდან მატყლი და ბინტით გადაიხვიეთ. კომპრესი გაიჩერეთ მთელი ღამის მანძილზე. გააკეთეთ იგივე ყოველ ღამით ერთი კვირის მანძილზე



ნაყენი


ნაყენით შესაძლებელია პრობლემური ადგილის დაზელვა. პატარა ქილაში (0, 5) ჩაყარეთ ბაბუაწვერა და ნაძვის, ფიჭვის კვირტები ან წიწვები, დაასხით წყალი, დადგით ბნელ ადგილას ერთი კვირის მანძილზე



ორთოპედების რჩევები


საჯდომი ნერვის ანთებას თავს აარიდებთ თუ უფრო აქტიურები იქნებით:


  • დილაობით ივარჯიშეთ – დაიწყეთ გაწელვითი ვარჯიშებით;
  • უფრო მეტად იარეთ ფეხით;
  • რეგულარულად გააკეთეთ სამკურნალო ვარჯიშები;
  • იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

საჯდომი ნერვის ანთებასთან გამკლავების ბევრი საშუალებაა – შეიძლება გააკეთოთ ზემოთ წარმოდგენილი ვარჯიშები, გამოიყენოთ ხალხური მედიცინა. თუმცა, არ უნდა დაივიწყოთ: თუ ხერხემლის პრობლემა გაქვთ, ნერვი გაქვთ მოყოლილი, მუდმივად ტკივილს გრძნობთ წელის არეში, რომელიც ფეხზე გადადის და ამ ყველაფერს ვერ უმკლავდებით საკუთარი ძალებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს – ის შესაფერის და სწორ მკურნალობას დაგინიშნავთ.


ასევე დაგაინტერესებთ:


რა არის ალოეს წყალი? მისი სასარგებლო თვისებები და გამოყენება (+ვიდეო)


"დამჯდარი" ხერხემალი – ყველა დაავადების ფარული მიზეზი! 5 ვარჯიში ხერხემლისთვის პოლ ბრეგისგან


როგორ გავთავისუფლდეთ წელის და სახსრების ტკივილისგან უმარტივესი ვარჯიშით


7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად


რა კავშირია ხერხემალსა და ჩვენი სახის ახალგაზრდობას შორის. ის, რაც აქამდე არ იცოდით!


თხილეულისა და ჩირის ნაზავი – სასარგებლოა ხერხემლისთვის


"გააკეთეთ ეს 7 წუთიანი მასაჟი ყოველ დილით და იყავით ჯანმრთელი!" – პროფესორი ლი გუილინი


5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ


0
390
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0