x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სერფინგის ლიგამ სპორტსმენთა "ღირსებების" მსხვილი ხედით გადაღება აკრძალა
image


ჰარასმენთის (სექსუალური ნიშნით შევიწროება) წინააღმდეგ მიმართულმა მოძრაობამ როგორც იქნა სერფინგამდეც მიაღწია. სერფინგის საერთაშორისო ლიგამ ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს დაჟინებით მოუწოდა რომ თავიანთი ბინძური ობიქტივები მათივე კონკურსის მონაწილეთა "ღირსებებისგან" რაც შეიძლება შორს დაიჭირონ. ლიგამ სწორედ ამ ფორმით გადაწყვიტა მოძრაობა #metoo-სთვის მხარი დაეუჭირა, თუმცა ფაქტია, რომ აქამდე სერფერების მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე არანაირი პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.


imageimage



სპორტსმენების აი, ასე გადაღება უკვე აღარ შეიძლება


image


"Stab Magazine"- ის განცხადებით, სერფინგის საერთაშორისო ლიგამ ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს თხოვნით მიმართა აზვირთებულ ტალღებზე სრიალისას სპორტსმენების დუნდულები მსხვილი ხედით არ გადაეღოთ. მათი თქმით, ამ საკითხში ოპერატორები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, ვინაიდან პირდაპირი მაუწყებლობის დროს, მონტაჟის დრო ფიზიკურად არ არის.


image


აღნიშნული აკრძალვა მხოლოდ ბიკინებიან გოგონებზე ვრცელდება, და არა შორტებში გამოწყობილ სპორტსმენებზე. ასევე იკრძალება არასათანადო ხუმრობები და ვნებიანი მზერა კოლეგების მისამართით. ასეთ მოთხოვნებს სერფინგის საერთაშორისო ლიგა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილ საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს, თუმცა სერფერების მხრიდან შევიწროების შესახებ პრეტენზია საჯაროდ აქამდე არც ერთხელ არ დაფიქსირებულა.


image


ამ ამბავმა სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია და კომენტარებში ნამდვილი ბრძოლაც გაჩაღდა. ბევრი მომხმარებელი აღნიშნულ აკრძალვას უარყოფითად აფასებდა, ზოგსაც კი, ეს ყოველივე ხუმრობა ეგონა.


image


თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლიგა შეჯიბრებებზე თანასწორუფლებიანობისთვის ყველა საშუალებით იბრძვის, ქალთა საპრიზო ფონდი მამაკაცებთან შედარებით 40 პროცენტით მაინც ნაკლებია.







0
641
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
641