x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
გერმანიამ ეკო-აქტივისტები ვეგანური პრეზერვატივებით გაახარა

image


თქვენ წარმოიდგინეთ და, სექსი შესაძლოა ეკოლოგიურიც კი იყოს! ბერლინელმა მეწარმეებმა ფილიპ ზიფერმა და ვალდემარ ცაილერმა სწორედ ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განაცხადეს და 2015 წელს სტარტაპი "Einhorn" (მარტორქა) დააფუძნეს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და ცხოველური კომპონენტების გამოყენების გარეშე - ვეგანურ პრეზერვატივებს აწარმოებს, რომელთა კომპანიაც წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

image

თავდაპირველად, "Einhorn" შეიქმნა როგორც პრეზერვატივების გაყიდვის ონლაინ სერვისი, მაგრამ ზიფერმა და ცაილერმა მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს რომ თანამედროვე კონდომების რეზინის უმეტესობა როგორც წესი, კაზეინით - ანუ ძუძუმწოვართა რძეში შემავალი ცილით რბილდებოდა, მათ საზოგადოებას ეკო - ალტერნატივა შესთავაზეს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ლატექსისგან, მცენარეული ნივთიერებებისგან წარმოებული საპოხი მასალისგან მზადდება, რომელთა შეფუთვაც კი - გადამუშავებადი ქაღალდისგან არის შექმნილი.


image


პრეზერვატივების ფასი კონკურენტი კომპანიების პროდუქციასთან შედარებით გაცილებით ძვირია (6 ევრო), მიუხედავად ამისა "Einhorn" - ის პროდუქცია ეკოლოგიაზე ორიენტირებულ გერმანელებს შორის დიდი პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს.










0
303
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
303