x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რუსი აგრესორების უშუალო მონაწილეობით და მხარდაჭერით ოსმა სეპარატისტებმა სამაჩაბლოს რეგიონიდან ქართველების ეთნოწმენდა მოაწყვეს

image 2008 წელს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის და რუსული სპეცსამსახურების მიერ შეგულიანებული და შეიარაღებული ოსი სეპარატისტები აქტიურ საომარ მოქმედებაზე გადავიდნენ, მსხვილკალიბრიანი ნაღმსატყორცნებით დაიწყეს ქართული სოფლების ავნევის და ნულის დაბომბვა, პარალელურად მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით დაიწყო ქართული სამშვიდობო კონტიგენტის ბლოკ-პოსტების დაცხრილვა.
ქართული მხარე იცავდა რა შეთანხმებას ცეცხლის შეწვეტის შესახებ, არ ხსნიდა საპასუხო ცეცხლს მანამ, სანამ სეპარატისტებმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით ქართული სამშვიდობო დანაყოფის ქვეითთა საბრძოლო მანქანა არ ააფეთქეს, რაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე ქართველი მებრძოლი.
გაიხსნა საპასუხო ცეცხლი საცეცხლე წერტილების ჩასახშობად.
რუსულ-ოსური სამშვიდობო ძალებად წოდებული ძალები არაფერს აკეთებდნენ სროლების შესაჩერებლად, მეტის რუსული კონტიგენტი ახდენდა ბრძოლაში ჩართული სეპარატისტული დანაყოფების არტილერიის ცეცხლის კორექტირებას.
მას შემდეგ რაც დაზვერვის მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ როკის გვირბიდან გამოსვლა დაიწყო რუსული 58-ე არმიის ჯავშანტექნიკამ, თვითმავალმა საარტილერიო დანადგარებმა და ლოჯისტიკის უზრუნველყოფის ტექნიკამ საქართველოს ხელისუფლება, გასცა ბრანება გაეხსნათ საარტილერიო ცეცხლი აფრესორების კოლონებისათვის, ხოლო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს განხორციელებინა შტურმი ცხინვალის მიმართულებით (თავად, როგორც იმ ომის მონაწილე ოფიცერი ვთვლი, რომ ცხინვალში შესვლა იყო სტრატეგიული შეცდომა), შეტევა წარმატებით ხორცილედებოდა მანამ სანამ აგრესორმა ბრძოლაში არ ჩართო მოიერიშე, დამრტყმელი და საფრონტო-ბომბდამშენი ავიაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, მათ შორის სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენი ამას ომის მსვლელობაში გარდატეხა არ შეუტანია და ქართული დანაყოფები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.
არათანაბარი ძალების ომის პირობებში სამწიხაროდ პანიკამ და ქაოსმა იჩინა თავი.
სამხედროებმა გზაზე დატოვეს ჯავშანტექნიკა, სატვირთო მანქანები, არტილერია, უამრავი ცეცხლსასროლი იარაღი და თბილისის მიმართულებით დაიხია.
სამწუხაროდ ომის დაწყებანდე არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, რამაც გამორიცხა საინჟინრო ძალების მიერ ნაღმური ველების შექმნა აგრესორების და სეპარატისტების გადაადგილების შესაჩერებლად.
ოსმა სეპარატისტებმა რუს სამხედროებთან ერთად დაიწყეს ქართული სოფლების გაძარცვა, თუ რუსი ოკუპანტები მხოლოდ ძარცვით იყვნენ დაკავებული, ოსი სეპარატისტები გაძარცვის მერე თითოეულ სახლს წვავდნენ, რომელიც ქართველს ეკუთვნოდა ასე გადაიწვა სამაჩაბლოს რეგიონის ყველა სოფლის ქართვული მოსახლეობის სახლები.
ზედა სურათზეა გაძარცვის მერე გადამწვარი ქართული სოფელი კეხვი რომელიც ომამდე ასე გამოიყურებოდა.
image ქართული სოფელი ავნევი ომამდე და ომის შემდეგ.
imageimage ეს სოფელი კი ქემერტი გახლავთ ომამდე და ომის შემდეგ.
imageimage თამარაშენი, ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ სოფელთან.
თამარაშენი ომამდე და ომის შემდეგ.
imageimage ზემო აჩაბეთი ომამდე და ომის შემდეგ.
imageimage ხეითი ომამდე და ომის შემდეგ.
imageimage ბერულა ომამდე და ომის შემდეგ.
imageimage ძარწემი ომამდე და ომის შემდეგ.
imageimage ქვემო აჩაბეთი ომამდე და ომის შემდეგ.
imageimage
ქურთა-ამ სოფელში 1124 ქართველი ცხოვრობდა 287 სახლში, დანგრეული და დამწვარია ყველა სახლი, სეპარატისტებმა დატოვეს მხოლოდ 2 სახლი.
ერედვი-ცხოვრობდა 918 ქართველი 299 სახლში, გადაწვეს ყველა სახლი 2 სახლის გარდა.
ნული-ცხოვრობდა 507 ქართველი 142 სახლში, 5 სახლის გარდა გადაწვეს ყველა სახლი.
როგორც ხედავთ სახეზეა ეთნოწმენდა, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება მუდმივად უნდა აყენებდეს ამ საკითხს მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე.
ნაციონალების და ქართული ოცნების კინკლაობით არ უნდა შემოისაზღვრებოდეს ქართული პოლიტიკა.
როგორც ქვეყნის მტერი და მოღალატე, სამართლებრივად უნდა დაისაჯოს ნებისმიერი ქართველი რომელიც მტრის, რუსი ოკუპანტების წისქვილზე ასხამს წყალს და ევროინტეგრაციის და "ნატოში" შესვლის წინააღმდეგ ეწევა აგიტაციას.
ჩემის მხრივ დავამატებ: იმედია, მოხდება სასწაული და სამაჩაბლო და აფხაზეთი მოლაპარაკებების გზით დაგვიბრუნდება (სამწუხაროდ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია), თუ ეს ასე არ მოხდა კიდევ ერთხელ ვცდიდი ბედს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, თუნდაც რიგით მებრძოლად მივიღებ მონაწილეობას ცხინვალის და სოხუმის შტურმში, მით უფრო როცა სოხუმში ჩემი წინაპრების სახლი მელოდება და ბაბუას ნაანდერძევი სამფეროვანი ქართული დროშა ცეცხლისფრად ანათებს ჯერ კისევ ჩემს ოთახში, დაცხრილული დროშა რომელიც სოხუმს უნდა დაუბრუნდეს აუცილებლად.
















0
241
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
241