x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რამდენად კარგად გახსოვთ ბრილიანტის ხელი?

image
"ბრილიანტის ხელი" არის საბჭოთა ექსცენტრული კომედია, რომელიც გადაღებულია 1968 წელს რეჟისორ ლეონიდ გაიდაის მიერ. სცენარი დაწერა მორის სლობოდსკიმ, იაკოვ კოსტიუკოვსკიმ და ლეონიდ გაიდაიმ.
ფილმი ეფუძნება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ აერიათ ერთმანეთში უცხოელ კონტრაბანდისტებს საბჭოთა ტურისტი სემიონ სემიონოვიჩ გორბუნკოვი (იური ნიკულინი)და აგენტ-გადამზიდავი, რომლის გმირსაც ანდრეი მირონოვი ასრულებს. შემდეგ ფილმის სიუჟეტი ვითარდება თავდამსხმელთა დაჟინებულ, მაგრამ წარუმატებელ მცდელობებზე, როგორმე ხელში ჩაიგდონ თაბაშირში ჩატანებული ოქრო-ბრილიანტები, რომელიც სრულიად შემთხვევით კონტრაბანდისტებმა გორბუნკოვის ხელზე გადაახვიეს.
მთავარი გმირის პერსონა სცენარისტებმა შექმნეს იური ნიკულინის სამსახიობო მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც გადამღებ ჯგუფში მთავარ როლზე დაამტკიცეს ყოველგვარი კინოსინჯების გარეშე. ფილმში ასევე მონაწილეობდნენ ანდრეი მირონოვი, ანატოლი პაპანოვი, ნონა მორდიუკოვა, სვეტლანა სვეტლიჩნაია, სტანისლავ ჩეკანი, ვლადიმერ გულიაევი, ნინა გრებეშკოვა და სხვა.
გადაღება მიმდინარეობდა 1968 წლის აპრილიდან ნოემბრამდე სოჭში, ადლერში, ტუაფსეში, ჟატსკში, პავლოვსკაია სლობოდაში, მოსკოვის ზოგიერთ უბანში და მოსფილმის პავილიონებში. "საზრვარგარეთული სცენები" გადაღებულია ბაქოში .ინდივიდუალურ სცენებზე მუშაობისას კინორეჟისორებმა გამოიყენეს კომბინირებული გადაღება, მექანიკური სპეციალური ეფექტები და სხვა ტექნოლოგიები.
ფილმის წარმატება არნახული იყო, მხოლოდ ერთ წელიწადში კინოკომედია 76-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა, დღეისთვის ამ საკულტო ფილმში 200-ზე მეტი ფრაზა ჩვეულებრივ ხალხში სალაპარაკო ენაში არის გაფანტული და ქართველი მაყურებლებისათვისაც კარგად ნაცნობია.
ქვემოთ მოცემულ ქვიზში 11 კითხვაა, გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს!
0
497
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0