x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ისლამში პირველი ღამის ტრადიციები და ადათები, რომლებსაც ყველა მუსლიმი წყვილი იცავს
image


მუსლიმი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში რწმენის კანონს მკაცრად და ზედმიწევნით იცავს, რომელიც გულმოდგინედ არის დაგეგმილი და რეგლამენტირებული. წესებს, რომლებსაც მორწმუნენი საგულდაგულოდ იცავენ, ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს ეხება. თქვენ წარმოიდგინეთ და, არსებობს სპეციალური კანონები, რომლებიც შეყვარებულმა წყვილებმა ქორწილისთვის მზადებისას და მისი მიმდინარეობისას დეტალურად უნდა დაიცვან. როგორც სხვა ტრადიციულ რელიგიებში, პირველი ღამე ისლამში - საქორწინო ცერემონიალის გვირგვინად განიხილება, რომელსაც ნიკაჰი ჰქვია. შარიათის წესები ახალდაქორწინებულებს კარნახობს, თუ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მათი თანაცხოვრება ბედნიერი და ღვთისმოსაწონი იყოს.


image



საძინებლის მომზადება



პირველი ღამისთვის საქორწინო თეთრეული როგორც წესი, პატარძალს მიაქვს - ის მის მზითევში შედის. საძინებელში პირისპირ დარჩენილი ახალგაზრდები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ გარდა ოთახში სხვა არავინაა, მათ შორის არც შინაური ცხოველი. გარდა ამისა, ისინი ყურადღებით ამოწმებენ, არის თუ არა ყურანი ოთახში, მისი არსებობის შემთხვევაში ის ან სხვა ოთახში გატანას ექვმდებარება ან მინიმუმ, ის სქელი ქსოვილის გადაფარებას საჭიროებს. საძინებელში შუქი უნდა იყოს მკრთალი ან საერთოდ არ უნდა იყოს.


image



ლოცვა


როგორც ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევების წინ, ასევე დაწოლის წინაც პატარძალი და საქმრო ლოცულობენ. ლოცვისას (დუა) მამაკაცი წმინდა ფრაზას "ბასმილას"(მუსლიმებში ღვთის ყველაზე მოკლე და ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე გავრცელებული სადიდებელი, რომელიც ასე ჟღერს: ბი-სმი-ლლაჰი-რ-აჰმანი-რ-რაჰიმი ("სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა") სხვაგვარად მას თასმია ეწოდება. ამ ფორმულით იწყება ყურანის ყველა სურა, გარდა მე-9-ისა. "ბასმალას" წარმოთქვამენ ყველა საქმის დაწყების წინ, მით უფრო ლოცვისა და ქადაგებისას) წარმოთქვამს და ქალის თავზე ხელის გულის დადებით რამდენიმე წმინდა სიტყვას ამბობს.


image


შემდეგ ახალდაქორწინებულები ორმაგ ნამაზს ასრულებენ და ალაჰს კურთხევასა და წყალობას შესთხოვენ. ამავდროულად, მამაკაცი აღავლენს ლოცვას, რაც ოჯახურ ცხოვრებაში სიმბოლურად მის პირველობას უსვამს ხაზს. ნამაზი - არა მხოლოდ რელიგიური ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ ფსიქოლოგიური ზეგავლენის ერთგვარი მეთოდიც გახლავთ. ლოცვის წყალობით, ახალგაზრდები პირველი ინტიმური ურთიერთობის დაწყებამდე თავიანთ შფოთვას უმკლავდებიან. უშუალოდ ინტიმური ურთიერთობის დაწყებამდე მამაკაცი კიდევ ერთ დუას კითხულობს.




ურთიერთობა პატარძალსა და საქმროს შორის


ახალგაზრდა - მუსლიმი წყვილისთვის პირველი საქორწინო ღამე - არა მხოლოდ პირველი სექსუალური კონტაქტი, არამედ ხშირად ერთმანეთის უკეთ გაცნობის პირველი შესაძლებლობაცაა. საიდუმლო არ არის, რომ ისლამური ტრადიციის მიხედვით ყოველთვის პატარძალი და საქმრო ქორწილამდე ერთმანეთს არ იცნობენ, ქორწილის დროს კი, ისინი იმდენად დაკავებულები არიან რომ გასაუბრების დროც კი არ აქვთ.


image


საბოლოოდ, მარტო დარჩენილ ახალგაზრდა მეუღლეებს შეუძლიათ მშვიდად ისაუბრონ. ისეც ხდება, რომ პატარძალი ფსიქოლოგიურად პირველივე ღამეს ცოლქმრული მოვალეობის შესასრულებლად მზად არ არის. შარიათი მისთვის ამის იძულებით გაკეთებას კრძალავს და ინტიმური კავშირის იმ დროისთვის გადატანას სთავაზობს სანამ ის თავის ქმარს კარგად არ შეეჩვევა.




პირველი სექსუალური კავშირი ახალდაქორწინებულებს შორის


შარიათი მამაკაცისგან მოითხოვს, რომ საქორწინო ღამეს მან პარტნიორის მიმართ მაქსიმალური სინაზე და მოთმინება გამოავლინოს. ცოლი უნდა მიენდოს თავის მეუღლეს, მან კი თავის მხრივ, მისი კეთილგანწყობა მოიპოვოს. ქმარი უნდა იყოს მოსიყვარულე და მზრუნველი, ხოლო ახალგაზრდა ცოლი - მას სინაზითა და პატივისცემით უნდა პასუხობდეს. მეუღლის მიმართ გულგრილობის დემონსტრირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.



image


სექსუალური კონტაქტის გადადება შეიძლება გამართლდეს არა მხოლოდ გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობით, არამედ კრიტიკული დღეებით ან მისი შეუძლოდ ყოფნით. ამ შემთხვევაში ქმარმა მოთმინება უნდა გამოიჩინოს და ცოლს სქესობრივი კავშირის დამყარება არ უნდა აიძულოს.




ქალწულობის ღირსების ცნება



მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში, სადაც ისლამია გავრცელებული, მიღებულია რომ ქორწინების პირველ ღამეს ახლადშეუღლებულთა ოთახის კარების მახლობლად პატარძლისა და საქმროს ნათესავები იყვნენ შემოკრებილნი. ისინი ყურადღებით უნდა ისმენდნენ, რაც კარების მიღმა ხდება, რათა პატარძლის უმანკოების შესახებ დამადასტურებელი მტკიცებულება მიიღონ. ამ უცნაურ ჩვეულებას, ისევე როგორც სისხლიანი ზეწრის ჩვენებას, შარიათთან საერთო არაფერი აქვს და ისლამის მიერ იგმობა კიდეც.


image


მუსლიმებისთვის ყველაფერი, რაც ქალწულთა ღირსებასა და მეუღლეებს შორის ინტიმურ ურთიერთობებს ეხება, მხოლოდ საქმროს კომპეტენციის ფარგლებში რჩება და გარეშე პირები ამაში მონაწილეობას როგორც წესი, არ იღებენ. იმ შემთხვევაში თუ ქორწინების პირველ ღამემდე გოგონა ქალწულობას კარგავს, მეუღლე უკვე თავად იღებს გადაწყვეტილებას - ახალგაზრდა ცოლს აპატიოს და ისე მოიქცეს თითქოს არაფერი მომხდარიყოს ან ის მშობლებს სკანდალით დაუბრუნოს. იმ შემთხვევაში, თუ გოგონა საქორწინო ღამეს ქალწული აღმოჩნდება ქმარი ვალდებულია მასთან მომდევნო შვიდი ღამე გაატაროს.





რიტუალური განბანა


პირველი საქორწინო ღამის შემდეგ, ახალგაზრდა წყვილი განბანის რიტუალს ასრულებს, რომელსაც "გუსული" ჰქვია. ის არა მხოლოდ ჰიგიენურ, არამედ რიტუალურ დატვირთვასაც ატარებს. პირველი საქორწინო ღამის შემდეგ დილის ლოცვის დაწყება განბანის გარეშე მკაცრად იკრძალება.


image







0
946
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
946