სხვა ფანჩატურის მოწყობის 45 საოცარი იდეა 2021, 30 ივლისი, 10:59 ლანდშაფტის ბევრი დიზაინერი გეტყვით, რომ ყველაზე პოპულარული და მიმზიდველი ბაღის ელემენტი ყოველთვის იყო და იქნება ფანჩატური. საკუთარ სახლების უმეტესობას აქვს ბაღი ან ეზო, რომელიც მცხუნვარე მზის ქვეშ რჩება თითქმის მთელი დღის მანძილზე. ზოგიერთ ადამიანს ძალიან მოსწონს ბუნებასთან ახლოს ყოფნა დადასვენება მშვიდ ატმოსფეროში. არსებობს საოცარი გზა გაალამაზოთ ბაღი და ამავდროულად მოეშვათ კომფორტულ და ელეგანტურ გარემოში. გარდა ულამაზესი მცენარეების და სხვა ლანდშაფტის ელემენტებისა, შეგიძლიათ მოაწყოთ ფანჩატური თქვენს ბაღში. ეს რომანტიკასა და ესტეთიზმს შესძენს სივრცეს, განსაკუთრებით თუ მასზე მცოცავი ხეივნის ყვავილები იქნება დახვეული. დიდებული ადგილი გამოვა, განსაკუთრებით თუ სუფთა ჰაერზე გიყვართ დასვენება. თანამედროვე ფანჩატურებს, რომლებიც არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშებად იქცა, მხოლოდ მზის დამცავი ფუნქცია არ აქვთ. თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ საუზმით, ლანჩით, ან სადილით ზაფხულის მზიანი დრეების განმავლობაში. ფანჩატური შეიძლება ოჯახის წევრების და მეგობრების თავშეყრის და გართობის საყვარელ ადგილად იქცეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ ფანჩატური ბაღის ინტერიერის ელემენტია, რომელიც დასასვენებელ სივრცეს ჩრდილით უზრუნველყოფს. ის შედგება ვერტიკალური ბოძებისგან, განივი კოჭების და ხის ლარტყებისგან. ხშირად აფორმებენ მცოცავი მცენარეებით იქნება ეს ვაზი, თუ მშვენიერი ყვავილები, როგორიცაა ცის ვაზი- გლიცინია ანუ ვისტერია, კლემენტი ან ხეივნის ვარდები. სტატიაში წარმოგიდგენთ ხის ფანჩატურის მთელ სერიას, თუმცა, ის ასევე შეიძლება დამზადებული იყოს ლითონისგანაც. თვალი გადაავლეთ ქვემოთ წარმოდგენილ განსხვავებული დიზაინის და მასალის ნიმუშებს, რომელიც განსაზღვრულად დიდ სიმყუდროვეს შესძენს დასასვენებელ ზონას ღია ცის ქვეშ. ხის ფანჩატური დიდებული იდეაა ზაფხულის თბილი დღეებისთვის, როდესაც გარეთ დარჩენა და განტვირთვა გსურთ ბუნებრივ გარემოში. არა აქვს მნიშვნელობა დიდ სივრცეს ფლობთ თუ პატარა ბაღს, ლანდშაფტის და სახლის ექსტერიერის შესაფერისი ფანჩატური ყოველთვის მოდური იქნება და უამრავ დაუვიწყარ მომენტს გაჩუქებთ. ამასთან, არსებობს კიდევ რამდენიმე ასპექტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სანამ ფანჩატურის დადგმის გადაწყვეტილებას მიიღებთ. გადაამოწმეთ ნებართვა ხომ არ გჭირდებათ მუნიციპალიტეტისგან. შემდეგ გადახედეთ ფინანსებს, რამდენადაც საკმაოდ ძვირიანი პროექტებიც არსებობს. ადგილის შერჩევაც, რაღა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რადგან უმეტესი დროის ნაწილის გატარებას სწორედ რომ აქ მოისურვებთ. 1. განსხვავებული სტილის და დიზაინის ხის ფანჩატურები 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14. 15. თანამედროვე სტილის ფანჩატური 16. 17. 18. 19. 20. 21. 22. 23. 24. 25. 26. 27. ტენტის გამოყენებით ფანჩატურის გაკეთება საკმაოდ კარგი და პრაქტიკული იდეაა. ამასთან, შეგიძლიათ უკვე გამზადებული სახით შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ზომის, ფორმისა და დიზაინის. 28. 29. 30. 31. 32. ფანჩატური ქვის სვეტებით 33. 34. 35. 36. 37. 38. ლითონის ფანჩატური – ძალიან გამძლე მასალაა და ამავდროულად დახვეწილი და ელეგანტური ნაკეთობის დამზადება შეიძლება მისგან. 39. 40. 41. 42. 43. 44. 45.ასევე დაგაინტერესებთ:
1684 8-ს მოსწონს |
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge