x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
რატომ ჩაირბინა თინა კანდელაკსა და ქსენია სობჩაკს შორის შავმა კატამ -მიზეზი მამაკაცია
imageახლა თინა კანდელაკისა და ქსენია სობჩაკს შორის დაძაბული ურთიერთობა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ერთ დროს ჟურნალისტები ახლო მეგობრები იყვნენ, ერთ სატელევიზიო პროგრამას უძღვებოდნენ და აპირებდნენ ერთობლივი ბიზნესის კეთებასაც კი.



სულ ახლახან თინა კანდელაკმა გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, თუ რა გააფუჭა მათი მეგობრობა.

ნადეჟდა სტრელეტთან ინტერვიუში ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე კაცი იყო. ქსენია იმ დროს ხვდებოდა სახელმწიფო ჩინოვნიკს სერგეი კაპკოვს, რომელიც თინამ, მეუღლესთან ერთად, ფეხბურთზე სასაუბროდ მიიწვია. სობჩაკმა თითქოსდა არასწორად შეაფასა სიტუაცია და განრისხებულ, ა შეტყობინება გაუგზავნა მეგობარს.



"იგი სერგეი კაპკოვს ხვდებოდა. იყო რომელიღაც ТЭФИ, (შენიშვნა:რუსეთის ნაციონალური ტელვიზიის პრემია)სერიოჟას შევეჩეხე<...> მე მას და ჩემს მეუღლეს ვასიას ვეუბნები: მოდით, ფეხბურთზე ვისაუბროთ. ჩვენ ვხედვართ, ვსაუბრობთ ტელეფონებს არ ვაქცევთ ყურადღებას. და, როგორც ჩანს, ქსენიამ მას ან მისწერა, ან დაურეკა - არ ვიცი, უპასუხა თუ არა... მაგრამ შემდეგ მივიღე უზარმაზარი SMS-ი სერიოჟას შესახებ, რომ ძალიან ვცდები, არასწორად ვიქცევი, ისინი ხვდებიან ერთმანეთს, მე კი ვამღვრევ ურთიერთობას სერგეი კარპოვთან"-თინა კანდელაკი.


image

ქსენიას მიერ გაკეთებული პრეტენზიების შემდეგ, თინას გაბრაზების ჯერი დადგა. იგი ვერ იტანდა იმ ფაქტს, რომ მისი მეგობარი არ ენდობოდა მას და არც უცდია თავის გამართლება.

"მე თვითონ ისეთი ადამიანი ვარ, რომ არ შემიძლია ვიმეგობრო ნახევარი გულით. თუ ვმეგობრობ, მთელი გულით. არ მიცდია საკუთარი თავის გამართლება. ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო", - თქვა კანდელაკმა.


ამის შემდეგ ჟურნალისტების მეგობრულ ურთიერთობას წერტილი დაესვა.

image

თუმცა, თავად ქსენია ამ აზრს არ იზიარებს და ამბობს, რომ მათი დაშორების მიზეზი სულ სხვა რამე იყო.


ადრე ქსენიამ აღნიშნა, რომ ისინი წაკამათდნენ იმიტომ, რომ " თინათინმა ხელი მოაწერა წერილს ხოდორკოვსკის წინააღმდეგ, როდესაც ის ციხეში იჯდა".


”მე საჯაროდ დავგმე ის, რადგან მანამდე ვთქვი, რომ ამას გავაკეთებ, რადგან მჯერა, რომ ეს იყო ნაძირალების კოლექტიური წერილი”, - აღნიშნა სობჩაკმა

0
197
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0