x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
გაერომ მთელ მსოფლიოში საკვების დეფიციტის მიზეზები დაასახელა

image




გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კლიმატის ცვლილება და პოლიტიკური კონფლიქტები დაასახელა, როგორც სიღარიბის, შემოსავლების უთანასწორობის და სურსათის მაღალი ფასების ძირითადი მიზეზი მსოფლიოში. პორტუგალიელი პოლიტიკოსის სიტყვებს ციტირებს Associated Press-ი.







გუტერესის თქმით, ჯანსაღი საკვები ამჟამად მიუწვდომელია 3 მილიარდი ადამიანისთვის. ივლისში გაერომ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ გასულ წელს 161 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობდა, ვიდრე, 2019 წელს, ეს, ალბათ, COVID-19 პანდემიის გამო მოხდა. გენერალურმა მდივანმა ასევე, აღნიშნა, რომ მსოფლიო კვების სისტემას უწევს სათბურის გაზების ემისიების 80%-ის გამოყოფა ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაკარგვის გამო.







სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა მოუწოდა მთავრობებს მცირე მეწარმე ფერმერების დახმარებისკენ, რათა, გაუმკლავდნენ კვების სისტემის ხარვეზებს. ამ ხარვეზების გამო ასობით მილიონი ადამიანი სიღარიბესა და შიმშილს განიცდის. აღინიშნება, რომ ეკოსისტემის სიტუაციას გამოსწორება გამოიწვევს საკვების უსაფრთხო წარმოებას, ასევე, კვების მრეწველობის მუშაკთა ხელფასების ზრდას.







გუტერეში მიიჩნევს, რომ სასურსათო სისტემების სამიტის წინ მოსამზადებელ შეხვედრას შეუძლია მრავალი ქვეყნის ხელისუფლებას უბიძგოს კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სამართლიანი და მდგრადი ეკონომიკური აღდგენისკენ. ამასთან, ამგვარი ძალისხმევისთვის საჭიროა თანხების მნიშვნელოვანი ინვესტიცია.







გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტის, მაქსიმო ტორეროს თქმით, ყოველწლიურად 14 მილიარდი დოლარი დასჭირდება 100 მილიონი ადამიანის ქრონიკული არასწორი კვებისგან გადარჩენას. ამავე დროს, 2030 წლისთვის შიმშილის სრულად აღმოსაფხვრელად საჭიროა წლიური თანხის გასამმაგება. გაეროს პროგნოზების თანახმად, მიზანი ვერ განხორციელდება, მომდევნო ათწლეულში 660 მილიონი ადამიანი მშიერი დარჩება, მათგან 30 პანდემიის გრძელვადიანი ეფექტით დაზარალაებული იქნება.






მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში შიმშილის დონე რეკორდულია ბოლო 15 წლის განმავლობაში.

0
112
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0