x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
თელავში 51 წლის მამაკაცი ნათხოვარ ავტომობილში ცხოვრობს
imageქალაქ თელავის ერთ- ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, 51 წლის დიმიტრი აბრამიშვილი, ნათხოვარ ავტომობილში ცხოვრობს .ინფორმაციას ამის შესახებ კახეთის ხმა ავრცელებს.


როგორც გაირკვა მამაკაცი მანამდე ნათესავის ბინაში ცხოვრობდა, რომელიც უცხოეთში იყო წასული, ერთი თვის წინ ბინის პატრონი ჩამოვიდა ევროპიდან და ბინის გაყიდვა გადაწყვიტა, შესაბამისად ნათესავს ბინის დაცლა მოთხოვა.

ამის შემდეგ მამაკაცმა ახალი ბინა ნათხოვარ ავტომობილში დაიდო, რომელიც ახლომდებარე სარემონტო მასალების მაღაზიის მფლობელს ეკუთვნის.

image


"მეზობლის ბიჭები მპატრონობენ, წასასვლელი არსად მაქვს, სარემონტო მასალების მაღაზიაა აქ და ეს ავტომაქანა, ერთ-ერთს ეკუთვნის. მე დამიტოვა, ქუჩაში რომ არ მეძინოს. ეს ბიჭები მაძლევენ ფულს ყოველდღიური საკვებისა და ჰიგიენისთვის. აქვე სასტუმროა და ამ ბიჭების ხარჯით დავდივარ დასაბანად. ძალიან მრცხვენია, მაგრამ ღვთისნიერი ხალხი გამოდგა, არ მიმატოვეს, რაც აქვთ მინაწილებენ“.-ამბობს დიმიტრი აბრამიშვილი.

image

51 წლის მამაკაცს, ერთი ფეხი ტრამვირებული აქვს, თუმცა ინვალიდობის ჯგუფს, დაუდგენელი მიზეზით არ აძლევენ. დიმიტრი აბრამიშვილი არც სოციალურ დახმარებას იღებს და ვერც სამსახურს შოულობს. სოციალურად დაუცველის სტატუსის არქონის გამო, მამაკაცი, სათნოების სახლში ბენეფიციარადაც არ ირიცხება.



0
295
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0