x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კიმ ჩენ ინის ყოფილმა საყვარელმა მისი უმცროსი დის ადგილი დაიკავა
image


ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის კიმ ჩენ ინის უმცროსმა დამ, კიმ იო ჯონგმა ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური წონა შეიძინა. როდესაც დიქტატორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრიდან პრაქტიკულად საერთოდ გაქრა და მისი ავადმყოფობისა თუ გარდაცვალების შესახებ ჭორები მედიაში გავრცელდა, ბევრმა მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერობა უწინასწარმეტყველა. მას შემდეგ რაც დიქტატორი საზოგადოების წინაშე კვლავ გამოჩნდა, მისი და, პოლიტიკური ასპარეზიდან მოულოდნელად გაქრა, რომლის მოვალეობის შესრულებაც კინ ჩენ ინის ყოფილმა საყვარელმა, მუსიკალური ჯგუფის ერთ - ერთმა წევრმა, ჰენ სონ ვოლმა იტვირთვა.


image


ქალთა მუსიკალური ჯგუფის "Moranbong"-ის ვოკალისტმა, 44 წლის ჰენ სონ ვოლმა 10 წლის წინ, შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ, რომელიც იქ სასწავლებლად იყო წასული რომანი დიქტატორთან გააბა, თუმცა წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, რადგან კიმს მამამ არჩევანი დაუწუნა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ყოფილი საყვარელი ახლა უკვე სცენას დაუბრუნდა და, როგორც ჩანს, მისი 32 წლის დის, კიმ იო ჯონგის ფუნქციასაც წარმატებით ითავსებს.


image


10 ოქტომბერს კორეის სახალხო არმიამ ფხენიანში სამხედრო აღლუმით ჩაიარა. მომღერალი ჰენ სონ ვოლი მაღალჩინოსნებს თავიან ადგილებზე სიამოვნებით მიაცილებდა, რომელსაც ხელში კიმ ჩენ ინის მიერ მირთმეული ყვავილები ეჭირა - ამ როლს ადრე სწორედ მისი და ასრულებდა, რომელიც იმ დროს სტატუსით ქვედა წოდების რიგებს შორის იჯდა.


image


მუსიკალური ჯგუფი, რომელშიც ჰენ სონ ვოლი მღერის, თავად უმაღლესი ლიდერის მიერ არის შექმნილი. "Moranbong"-ის ბენდის რეპერტუარი ისეთ ჰიტებს მოიცავს, როგორებიც არის - "მშვენიერი ქალბატონი, რომელიც ცხენს ჰგავს", "მე მიყვარს ფხენიანი" და "ის გადამდგარი ჯარისკაცია".


image


კიმის ყოფილი საყვარელი კორეის მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტშია დასაქმებული, რომელსაც სათავეში თავად დიქტატორი უდგას. ჰენ სონ ვოლმა საზოგადოების წინაშე გამოჩენა მას შემდეგ სულ უფრო ხშირად დაიწყო, რაც კიმ იო ჯონგი პოლიტიკური ასპარეზიდან საერთოდ გაქრა, მიზეზი კი ცოტა ხნის წინ კიმ ჩენ ინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორები გახდა, რომლის პოსტზეც სწორედ მისი უმცროსი და მოიაზრებოდა.


image


ადრე, 2018 - 2019 წლებში ჯონგი ბევრ საერთაშორისო ღონისძიებას ესწრებოდა, მათ შორის გახლდათ როგორც 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ასევე 2019 წელს დონალდ ტრამპთან გამართული წარუმატებელი სამიტიც. როდესაც კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის კალენდრის მთავარ დღესასწაულზე - გარდაცვლილი ბაბუის საპატივსაცემოდ გამართულ წვეულებაზე არ გამოცხადდა, მთელ მსოფლიოში ჭორები გავრცელდა, რომ შესაძლოა მისი ადგილი მის დას დაეკავებინა.


image


ტირანს სამი შვილი ჰყავს, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 10 წლისაა. როგორც ამბობენ, ცოტა ხნის წინ მისმა მეუღლემ, 31 წლის ლი სოლ ჩჯუმ მეოთხე შვილიც გააჩინა, და თუკი მათ სასტიკ მამას რაიმე დაემართება, თავიანთი პატარა ასაკის გამო ვერცერთი მათგანი მის შეცვლას ვერ შეძლებს.


image


მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე კიმის დის განხილვა აქტიურად დაიწყეს, ის საზოგადოების თვალთახედვიდან საერთოდ გაქრა, პარალელურად კი, პოლიტიკურ ასპარეზზე ჰენ სონ ვოლი გამოჩნდა, რომლის სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაცია 2013 წელს გავრცელდა.


image


ამბობდნენ, რომ ის სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გავრცელების გამო, რომელშიც ასევე თავადაც მონაწილეობდა დახვრიტეს. მიუხედავად ამისა, მომდევნო წელს, სკანდალური მომღერალი, მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში უკვე ცეცხლოვანი სიტყვით შემოქმედების მუშათა ეროვნულ ასამბლეაზე წარსდგა.


image


როგორც ცნობილია, ჰენ სონ ვოლი მთავრობის ერთ - ერთ მაღალჩინოსანზეა დაქორწინებული. მეუღლეები ერთ შვილს ზრდიან, თუმცა ამბობენ, რომ ყოფილი საყვარლები ფარულად ერთმანეთს კვლავ ხვდებიან.















0
869
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
869