x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საიქიოდან მობრუნებული?-ექიმებს იმედი აქვთ,რომ მომღერალი МакSим-ი(მაქსიმი) გადარჩება
image

მილიონობით თაყვანისმცემელი თითქმის ორი თვის განმავლობაში განიცდის მომღერალ მაქსიმის ბედს. მომღერალი საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ჯერ კიდევ ივნისის პირველ ნახევარში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა პაციენტი ხელოვნურ ძილს მისცეს.იმავე პერიოდში მედიკოსებმა საკმაოდ ცუდი პროგნოზი იწინასწარმეტყველეს, რომ "მომღერალს მხოლოდ სასწაული გადაარჩენს".


დიდი ხნის განმავლობაში ყოველი ახალი ამბები ერთი-მეორეზე უფრო საგანგაშო იყო, და აი ბოლოს პირველი იმედისმომცემი ინფორმაცია გავრცელდა: - მომღერალმა თავი ცოტა უკეთ იგრძნო და გონზე მოვიდა.



სამედიცინო პერსონალმა სააგენტო ФАН -ს განუცხადა, რომ, სავარაუდოდ, როდესაც ექიმები დარწმუნდებიან, რომ ორგანიზმი თავისით დაიწყებს ბრძოლას, მას გადაიყვანენ ხელოვნურ ვენტილაციაზე, ეს იქნება ფილტვების დამატებითი დახმარება.



- მასში პაციენტი თავისით სუნთქავს, მაგრამ როდესაც ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა იკლებს, მოწყობილობა ავტომატურად ირთვება და ეხმარება პაციენტს. ყველაფერი კონტროლდება და თუ გაუარესდა მდგომარეობა, მოწყობილობა პაციენტის მაგიერ იწყებს სუნთქვას, - განუცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.


ადამიანს შეუძლია ამ რეჟიმში დარჩეს რამდენიმე დღის განმავლობაში. დამხმარე რეჟიმი ნიშნავს ფილტვების აღდგენას.


სავარაუდოდ ექიმები თავს იზღვევენ და ორგანიზმს აძლევენ საშუალებას უფრო მეტი ძალები მოიკრიბოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეაერთებენ მოწყობილობაზე.


– ჩვეულებრივ, "უკიდურესად მძიმე " პაციენტები რამდენიმე დღეში იღუპებიან, მაგრამ აქ სიტუაცია საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ესე იგი ყველაფერი კარგად იქნება, - დაასკვნა თანამოსაუბრემ.


image

MakSim-მა, (ნამდვილი სახელი მარინა აბროსიმოვა) პირველ წარმატებას მიაღწია 2006 წელს ალბომით "«Трудный возраст", რომელიც 1, 5 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა, რითაც 2007 წელს MakSim-ი გახდა კომერციულად ყველაზე წარმატებული მომღერალი რუსეთში.




MakSim– მა ორჯერ მოიგო "საუკეთესო შემსრულებლის" ნომინაცია MTV Russian Music Awards და Muz-TV Awards– ზე. 2008 წლის 2 თებერვალს, გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცის " "Sound Track" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, მომღერალმა მოიგო ნომინაცია "წლის საუკეთესო შემსრულებელი"


მომღერლის მეორე ალბომი " Мой рай»", გაიყიდა 1.3 მილიონზე მეტი ასლი, ხოლო მთლიანად გაყიდული ალბომების ტირაჟი ექვს მილიონზე მეტია.



MakSim ერთადერთი მომღერალია, რომლის 7 სინგლმა პირველ ადგილი დაიკავა დსთ-ს ქვეყნების რადიო ჩარტში .


MakSim - "ოქროს გრამაფონის"სტატუეტის 15-გზის მფლობელია

0
399
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0