x
image
Lerato
როგორ გამოიყურება აუზი, რომელიც მფლობელს 2 000 000 $ დაუჯდა
imageimageდღეს ცოტა ვინმეს თუ გააოცებ საკუთარი აუზით. თუმცა, ზოგიერეთ ხელით შექმნილ წყალსაცავებს შუძლიათ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინონ ყველაზე გამოუსწორებელ ცინიკოსებზეც კი. მათ შორისაა კერძო აუზი, რომელის შექმნა 2 მილიონი დოლარი დაჯდა.


ნამდვილად არ არის გასაკვირი მისი ღირებულება, თუ იმ ფაქტს მივიღებთ მხედველობაში, რომ ეს აუზი არ წარმოადგენს ერთ-ერთი ოლიგარქის კაპრიზს, დაიკმაყოფილოს თავისი ეგო. ეს არის გასართობი კომპლექსი ეკო-სტილში, რომელსაც ნებისმიერი მსურველი შეუძლია ესტუმროს. მდებარეობს ამერიკის ქალაქ სპრინგვილში, იუტას შტატში.


image


აუზი თავისი სტილით იმდენად ერწყმის იქ არსებულ ბუნებას, ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდებით, რომ ის ადამიანის ხელითაა შექმნილი. ის ხომ კლდოვან ლანდშაფტს მოიცავს ჩანჩქერებით და ასევე "მთის" წყაროებს, რაც სტუმრებს ასე ძალიან ხიბლავთ.


image

image

imageრამდენიმე ულამაზესი ჩანჩქერი საკმაოდ ღრმა "მდინარეში" ჩაედინება, სადაც დამსვენებელს არა მხოლოდ კლდიდან შეუძლია გადმოხტეს, არამედ დაივინგითაც დაკავდეს.

imageimage


image


მთელს ამ სილამაზეს ავსებს უმშვენიერესი მღვიმეები, წყალქვეშა გვირაბები და ფანტანი-გეიზერები.


image


მიუხედავად ამგვარი მრავალფეროვნებისა, აუზს საკმაოდ პატარა ტერიტორია უკავია. ის მდებარეობს 18X42 მ. მიწის ფართობზე და იტევს დაახლოებით 11 000 ტონა წყალს. ამასთან, კომპლექსი მოიცავს მართვის ავტომატურ სისტემას, გრანიტით მოპირკეთებულ სამზარეულოს - ჩაშენებული უჟანგავი ფოლადის კარადებით, გასახდელს და სააბაზანოებს.


image

image



ასევე დაგაინტერესებთ:


საძინებელის რომელი ფერებია დღეს ყველაზე ტრენდული


აცმა თავისი ოცნების სახლი თვე–ნახევარში 9000 $ ააშენა


რემონტი და დიზაინი: როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 70 კრეატიული იდეა (ნაწილი II)


როგორ მოვაწყოთ ბაღები და ეზოები ორიგინალურად – 55 საოცარი იდეა


პატარა სახლი, რომლის პრაქტიკული და კომფორტული ინტერიერი ნამდვილად მოგხიბლავთ!


რემონტი და დიზაინი: უხეში სტილი - უბრალოება და სიმარტივე ინტერიერში. 45 ორიგინალური იდეა


თუ პატარა ბინა გაქვთ და არ იცით როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ




0
598
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0