x
image
Lerato
იცით, რამდენ უპირატესობას ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით?
image


ბევრ რამეში ქალები შეუდარებელნი არიან. ამას განაპირობებს ისეთი მიზეზები, როგორიცაა სხეულის აღნაგობა, ჰორმონალური და ევოლუციური სხვაობა.


1. მოქნილობა

image


კუნთებში ელასტინის მაღალი და კოლაგენის დაბალი შემცველობის გამო, ქალები მამაკაცებზე გაცილებით მოქნილები არიან. მტკიცებულებისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო – მხატვრული ტანვარჯიშით მხოლოდ ქალები არიან დაკავებულნი.



2. ლაპარაკის უნარი

image


მამაკაცებს მეტყველების ერთი ცენტრი გააჩნიათ და ის მდებარეობს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში. ქალებს რაც შეეხებათ, მეტყველებაზე პასუხისმგებელია ორი ცენტრი: შედარებით დიდი – მარცხენა ნახევარსფეროში და უფრო პატარა – მარჯვენაში. კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ქალი დღეში თავისუფლად გამოთქვამს დაახლოებით 8000 სიტყვას, იყენებს 3000 ბგერას და 10 000 არავერბალურ სიგნალს. მაშინ როდესაც, მამაკაცი დღეში წარმოთქვამს მხოლოდ 4000 სიტყვას, გამოსცემს 2000 ბგერას და აკეთებს 3000 ჟესტს.


3. სტრესთან გამკლავების უნარი

image


მიუხედავად იმისა, რომ ქალები უფრო ხშირად ტირიან ვიდრე მამაკაცები და ადვილად შეუძლიათ ისტერიკაში ჩავარდნენ, სტრესთან გამკლავებას მათზე გაცილებით უკეთ ახერხებენ. სუსტი სქესი ამას ესტეროგენს უნდა უმადლოდეს, რომელიც ნერვიული დაძაბულობის სიმპტომების ბლოკირებას ახდენს.


4. ფერების აღქმის უნარი


image

ქალები მამაკაცებზე უკეთ არჩევენ ფერებს. ეს პირდაპირ არის დაკავშირებულ Х ქრომოსომასთან, ქალებს კი ეს ორი აქვთ. ევოლუციური თვალთახედვით კი ეს შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ ერთ დროს კაცები ნადირობით იყვნენ დაკავებულნი, ქალები კი – შემგროვებლობით.



image5. მრავალამოცანიანი დავალების შესრულების უნარი

image


კორძიანი სხეული (corpus callosum), რომელიც ასრულებს ერთგვაროვანი "კაბელის" როლს ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის, ქალებს უფრო მსხვილი აქვთ, ვიდრე კაცებს, კავშრი კი 30% უფრო მეტია. ამის გამო ქალებს გაცილებით უკეთ შეუძლიათ მრავალამოცანიანი დავალებების შესრულება. მამაკაცის ტვინი კი სპეციალიზირებული და დაყოფილია განსაზღვრულ სექციებად.


6. ლოგიკა

image


რამდენიც არ უნდა იხუმრონ ქალის ლოგიკაზე – ის არსებობს. და უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცის – აბსოლუტურად არატრივიალური და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი. ქალისთვის ბოლო სიტყვა კამათში – გამარჯვების ტოლფასია, და რაიმეს განცხადება, რომელსაც არავინ გააპროტესტებს – მათთვის მტკიცებულებას წარმოადგენს.


7. პერიფერიული მხედველობა

image


მამაკაცებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია ე.წ. "გვირაბის ხედვა, " ქალებს ძლიერ აქვთ განვითარებული პერიფერიული მხედველობა. ეს უპირატესობას ანიჭებთ მათ უფრო ყურადღებით ადევნონ თვალყური ბავშვებს და იმავდროულად სხვა საქმეც აკეთონ.


8. სმენა

image


ქალები უკეთ არჩევენ მაღალსიხშირიან ბგერებს. ერთი კვირის ჩვილ გოგონას შეუძლია გაარჩიოს დედის ხმა და გაიგონოს, როდესაც სხვა ჩვილი ტირის.


image
9. ყნოსვა

image


რამდენიმე წლის წინ, რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური ინსტიტუტის ბრაზილიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალის ტვინში 50% მეტი უჯრედია, რომელიც პასუხისმგებელია სუნის აღქმაზე, ვიდრე მამაკაცის ტვინში. ყნოსვის ბოლქვები კი საშუალოდ 43% მეტი აქვთ სუსტი სქესის წარმომადგენლებს, ვიდრე კაცებს.


10. მეხსიერება

image


კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 4500 ადამიანს შეუმოწმეს მეხსიერება, რომელთა ასაკი 49-დან 90-მდე მერყეობდა. შედეგად გაირკვა, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით გაცილებით უკეთ იმახსოვრებენ ინფორმაციას. ამას ამტკიცებს სხვა კვლევებიც. ამის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.


image11. რეპროდუქცია


უდავოა, რომ ქალებს აქვთ გამრავლების და ბავშვის ტარების სუპერუნარი.



12. ბავშვთან ურთიერთობა


ქალები ადვილად პოულობენ საერთო ენას ბავშვებთან, ამიტომაც დიდი უმრავლესობით, სწორედ ისინი მუშაობენ ძიძებად, აღმზრდელებად და დაწყებითი კლასების მასწავლებლებად.


13. სწრაფი განვითარება

image


გოგონები უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე ბიჭები, ისინი ადრეულ ასაკშივე იძენენ ვერბალური ურთიერთობის და სოციალიზაციის უნარ ჩვევებს. ეს განსხვავება მცირდება, როდესაც მამაკაცი სქესობრივი მომწიფების ასაკს აღწევს.


14. ინფორმაციის აღქმა

image


უამრავი ფსიქოლოგიური და ლოგიკური კვლევის თანახმად გაირკვა, რომ ქალები უკეთესად ასრულებენ ტესტებს, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის სწრაფ აღქმასთან ნიშნებითა და გამოსახულებებით. როგორც წესი, ისინი ჯობნიან მამაკაცებს ერთი კატეგორიის ობიექტების სწრაფად ჩამოთვლასა და არითმეტიკული ოპერაციების შესრულებაში.


15. ნატიფი მოტორიკა

image


ქალებს უკეთ აქვთ განვითარებული ნატიფი მოტორიკა. ზუსტად ამის გამო, შრომის ტრადიციულ სახეობას მათთვის წარმოადგენს კერვა, ქსოვა და ხელსაქმის ყველა ის სახეობა, რომელიც მოითხოვს გულმოდგინე მუშაობას.


16. გამძლეობა ტკივილისადმი

image


ესტეროგენის მაღალი შემცველობის გამო, ქალები ნაკლებ მგრძნობელობას იჩენენ ძლიერი ტკივილისადმი. ესტეროგენი ასევე ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას ორგანიზმში.


17. მაღალი ტექტილური მგრძნობელობა


ქალის კანი 10-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მამაკაცის. ინგლისელი მეცნიერების კვლევებმა აჩვენეს, რომ ამ მხრივ ყველაზე მგრძნობიარე მამაკაციც კი ვერ შეედრება ყველაზე უგრძნობ ქალს.


18. ტვინის მუშაობის დაცვა

image

ქალებში, ტვინის ის ნაწილები, რომელიც პასუხისმგებელია სივრცით და ვერბალურ უნარზე, თითქმის თანაბრად არის წარმოდგენილი ორივე ნახევარსფეროში. ამიტომაც, თუ მამაკაცებს პრობლემები აქვთ ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში, ეს მათთვის ხელის შემშლელი ფაქტორი ხდება ვერბალური ტესტების შესრულებისას, მარჯვენა ნახევარსფეროს დაზიანებისას კი – არავერბალური ამოცანების. რაც შეეხება ქალებს, ვერბალური და არავერბალური ტესტების კარგად შესრულება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი ნახევარსფერო ექნებათ დაზიანებული.


19. სამსახიობო ნიჭი

image


როგორც უკვე აღვნიშნეთ, გოგონები უფრო სწრაფად იზრდებიან და ასევე სწრაფად სწლავლობენ სოციალიზაციას. სამსახიობო ნიჭი და კონტექსტუალური პრეზენტაციის უნარ-ჩვევა ადრეულ ასაკშივე უყალიბდებათ.


20. ემპათია

image


ბიჭებს ბავშვობიდანვე ასწავლიან თავშეკავებას, გოგონებს კი – თანაგრძნობას. შესაძლოა, ეს მთავარი მიზეზია, რის გამოც ქალებს ემოციების გამოხატვის და თანადგომის დიდი უნარი აქვთ. ამასთან, ქალები მამაკაცებზე უფრო ხშირად ვარდებიან ისეთ სიტუაციებში, სადაც ემპათიის გამოვლენა აუცილებელ ნორმას წარმოადგენს. მაგალითად, ბავშვებთან ურთიერთობისას ან ავადმყოფების და მოხუცების მოვლისას.


ასევე დაგაინტერესებთ:


9 უცნობი ფაქტი მამაკაცის სხეულის შესახებ


რა დაემართება ჩვენს ტვინს ძილის უკმარისობის გამო


ნეირობიოლოგი მარკ მეტსონი ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული მარხვა


რომელი პროდუქტები შეიცავს ახალგაზრდობის ჰორმონს?


როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად


მარხვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ჯანმრთელობისთვის - ნობელის პრემიის ლაურეატის აღმოჩენა


მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე


0
415
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0