x
მეტი
  • 05.12.2021
  • სტატია:115404
  • ვიდეო:352810
  • სურათი:489349
რატომ არ არის გავრცელებული ქალბატონებს შორის ხელის ჩამორთმევის ტრადიცია

image


თანამედროვე ტრადიციების აბსოლუტურ უმრავლესობას ფესვები შორეულ წარსულში აქვს. ამის ნათელი მაგალითია ხელის ჩამორთმევის რიტუალი. დღეს ცოტა ვინმე თუ დაფიქრებულა იმაზე, თუ საიდან მოდის ეს ჟესტი და რატომ არ არის იგი გავრცელებული ქალებს შორის.

ჩვენს დროში, ხელის ჩამორთმევა მიუთითებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გამოხატვასა და კეთილგანწყობაზე. შესაბამისად, უარის თქმა ხელის ჩამორთმევაზე–ეს ერთ-ერთი მეთოდია ადამიანის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვისა. დღეს დანამდვილებით არ არის ცნობილი, როდის და სად გაჩნდა ეს ჟესტი.

image


ხელის ჩამორთმევის წარმოშობის ყველაზე გავრცელებული ვერსიაა ის, რომ იგი შუასაუკუნეებიდან მოდის. მაშინ მასიურად ტარდებოდა რაინდული ტურნირები. ორთაბრძოლის წინ მონაწილეები ერთმანეთს ხელს უწვდიდნენ, ამით იმის დემონსტრირებას აკეთებდნენ, რომ იარაღი არ ჰქონდათ. ეს ითვლებოდა მოსალოდნელი შეჯიბრების პატიოსნების სიმბოლოდ. აქედან წამოვიდა აგრეთვე ხელის ჩამორთმევის წინ ხელთათმანის გახდაც. რაინდები აგრეთვე ჩაფხუტსაც იხდიდნენ, იშიშვლებდნენ თავს, რათა მოწინააღმდეგე დარწმუნებულიყო, რომ მის წინ სწორედ ის ადამიანი იდგა, ვისაც უნდა შებრძოლებოდა. დღეს ეს ჟესტი ნაწილობრივ შემორჩენილია, და მამაკაცები შეხვედრის დროს ხშირად ქუდს იხდიან.

image


უნდა აღინიშნოს რომ შუასაუკუნეების რაინდები პირველები სულაც არ იყვნენ, ვინც ხელის ჩამორთმევით ესალმებოდნენ ერთმანეთს. პირველი ხელის ჩამორთმევა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ოფიციალურადაა დაფიქსირებული, ასურეთისა და ბაბილონის მეფეებს ეკუთვნის–ქრისტეშობამდე მე-9 საუკუნეში.

image


არქეოლოგები ნახულობენ ძველი საბერძნეთის სახვითი ხელოვნების უამრავ ნიმუშს, რომლებიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ელინებიც ბრწყინვალედ იცნობდნენ აღნიშნულ ჟესტს და იყენებდნენ იგივე მიზნებისთვის, რა მიზნითაც ჩვენ ვიყენებთ. ამის დამადასტურებელია, პირველ საუკუნეში შექმნილი ოვიდიუსის პოემა "მეტამორფოზა", სადაც პირდაპირ არის აღწერილი ეს რიტუალი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ჟესტმა ევროპის ისტორიაში საუკუნეები გამოიარა და ჩვენამდე შინაარსის შეუცვლელად მოაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს დროშიც კი ხელის ჩამორთმევა არ არის გავრცელებული ქალბატონებს შორის, გამოიყენება მხოლოდ საქმიან წრეებში.



image


ამასთან ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ერთმანეთს ხელს არ ართმევენ, რაც შესაძლოა განპირობებულია იმით, რომ საუკუნეების მანძილზე აღნიშნული ჟესტი მამაკაცურ ჟესტად ითვლებოდა (უნდა გავითვალისწინოთ ქალის ადრინდელი სოციალური მდგომარეობა საზოგადოებაში).






იხილეთ შემდეგი:






რატომ არ უნდა გამოვიყენოთ "ოქეი"-ს ჟესტი თურქეთში, თვალის ჩაკვრა ინდოეთში და სხვ.

image


პრინცესა დაიანას იშვიათი ფოტოები და მასთან დაკავშირებული უჩვეულო ისტორიები

image


ქორწილები, სადაც ნამდვილად არ მოისურვებდით მისვლას

image


რატომ ცვლიან ჩუქჩები ცოლებს ერთმანეთში (ვიდეოც)

image


18 წლის ბიჭს ბოსტონიდან, ჰერმაფროდიტიზმი დაუდგინდა, ხოლო შემდეგ დაფეხმძიმდა

image


ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო

image


ცნობილთა ქორწილების ფოტოები

image







0
193
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0