x
მეტი
  • 20.05.2022
  • სტატია:119352
  • ვიდეო:354111
  • სურათი:491846
თავადაც მომწერა, ბრუნდება და ჩემთან დალაპარაკება უნდა, მაგრამ პასუხი უკვე ვიცი - უარი!-ირანელ მამაკაცს გაყოლილი ქართველი ქალის ისტორია

imageმათი ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო - ერთ-ერთ საერთაშორისო პროექტზე მუშაობისას საქართველოში­ ბიზნესსაქმეზე ჩამოსულ ირანელებს სპარსული­ ენის თარჯიმანი დასჭირდათ. კადრები ახლობლებში მოიძიეს და იპოვეს კიდეც. პროექტის ირანელი­ ხელმძღვანელისა და ქართველი თარჯიმანი ქალის საქმიანი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. თათიას ახლობლები­ წიგნის ჭიას ეძახდნენ - დაღამებამდე ხან ერთ ბიბლიოთეკაში­ იჯდა, ხან მეორეში.

ამასობაში კი წლები გაუფრინდა და ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ 40 წელს მიაღწია.

- მთხოვნელები სულ მყავდა, მაგრამ ამისთვის არ მეცალა. ერთხანს მთელ ოჯახს მე ვარჩენდი, რადგან საქმე სულ მქონდა, სათარგმნი, რედაქტირება... ხუთი და-ძმა ვართ. ერთი მე გადავწყვიტე გვიან გათხოვება, თორემ დანარჩენებმა ორი-სამი წყება ცოლ-შვილი და
ქმარ-შვილი გამოიცვალეს. ოჯახში­ 13 შვილიშვილია.

- როგორ დაიწყო თქვენი და ირანელი უფროსის ურთიერთობა?


- საინტერესო პროექტზე ვმუშაობდით. ბიზნესიდეა ჰქონდათ, რომლის მიხედვითაც, პროდუქტთან ერთად, პატარ-პატარა ისტორიული ამბებიც უნდა გაყიდულიყო. ირანელებს უყვართ ისტორიული ამბებით შეფუთული ბიზნესიდეები... ჩემგან განსხვავებით, ჩემი უფროსი ათეისტი აღმოჩნდა­ და ძალიან გამიკვირდა თანამედროვე ირანში ასეთი ადამიანის არსებობა. როდესაც დავმეგობრდით, მითხრა, არც ჩემი ოჯახია დიდად მორწმუნე, მაგრამ მეჩეთშიც დადიან და ტრადიციებსაც იცავენო. უკვე 40 წელს გადაცილებული იყო და ცოლ-შვილი არასდროს ჰყოლია, რაც მათი რწმენისა­ და ადათებისთვის მიუღებელია. ერთხელ მითხრა, ჩემმა ოჯახმა იცის, რომ ცოლ-შვილი არა მყავს, მაგრამ გარე ნათესავებს­ ვეუბნები, რომ უცხოეთში მყავს ცოლ-შვილიო. ის თუ ქალებს დიდი პატივისცემით გვეპყრობოდა, მის ირანელ კოლეგაზე იმავეს ვერ ვიტყვი.­ ერთხელ დაავიწყდა, რომ სპარსოლოგი ვარ და ჩემი თანდასწრებით უსაყვედურა, აქ ყველა თანასწორნი ვართ და მეტი თავდაჭერა არ გაწყენდაო.

მე გვიანობამდე მიწევდა მუშაობა, შინ სამსახურის მანქანას მივყავდით. ერთ დღეს მძღოლი დაითხოვა, დღეს მე ვიქნები თქვენი მძღოლიო. უკვე ვგრძნობდი მისგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, მაგრამ მაინც მეუხერხულა, ამიტომ ვუთხარი, ცუდად არ გამიგოთ, უცხო ადამიანის მძღოლობას შეჩვეული არა ვარ-მეთქი. ჰოდა, იქნებ დროა, ერთმანეთისთვის უცხოები აღარ ვიყოთო... ენის ბორძიკით ვუთხარი, მე ქრისტიანი ვარ-მეთქი.

ერთადერთი, რასაც გთხოვ, როდესაც თეირანში, ჩემს ოჯახთან წარგადგენ, მაშინ მოიხვიე თავშალი და მოკრძალებულად ჩაიცვიო. გაოცებულმა ვკითხე, ხელს მთხოვთ-მეთქი? აბა, არასერიოზულ კაცს ვგავარო? ვუთხარი, შენი ოჯახისთვის შვილი, განსაკუთრებით ვაჟი, მნიშვნელოვანია, მე კი ასაკით პატარა არა ვარ-მეთქი. ჩემთვის მინდა ეს ცხოვრება და არა, ოჯახის წევრებისთვისო. იმდენად თავდაჯერებული იყო, ვიფიქრე, მთელი ცხოვრება იმის შიშით ვიცხოვრე, ვინმესთან რამე შეცდომა არ დამეშვა, მოდი, ამ ერთხელ გავიგიჟებ თავს და გავრისკავ-მეთქი.
- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
- როდესაც ვუთხარი, ვთხოვდები და ჩემი საქმრო უნდა გაგაცნოთ-მეთქი, გაკვირვებისგან კინაღამ სკამებიდან გადაცვივდნენ. ჩემმა საქმრომ მათზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ბედნიერი ვიყავი, ­ თანაც ეს უცხო ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში 7-8 თვის წინ გამოჩნდა, ისე ზრუნავდა ჩემზე, ისეთი დეტალებით ინტერესდებოდა, რა მაწუხებდა, რა მიხაროდა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდით ერთმანეთს.

ჯვრისწერა მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, მეტისმეტი იყო, ათეისტი ირანელისთვისაც კი. ამიტომ ხელი მოვაწერეთ და საცხოვრებლად მის ნაქირავებ ბინაში გადავედით. ხასიათში განსხვავება პირველივე დღეებში შევამჩნიე, ისეთ წვრილმანებში იყო ხელმომჭირნე, საუბარიც კი უხერხულია... რამდენიმე დღეში თეირანში­ წავედით. თავად ამირჩია ტანსაცმელი, ოღონდ არც კი მოუბოდიშებია, რომ ასეთი გარდაქმნა მიწევდა. საერთოდაც მიაჩნდა, რომ მისი ყველა რჩევა, შენიშვნა, მითითება, უხასიათობა ან რამე ინიციატივა, ­ უსიტყვოდ უნდა მიმეღო. ორივეს ძალიან კარგი შემოსავალი გვქონდა, მაგრამ მაინც მუდმივად მთხოვდა მომჭირნეობას. სტუმრებს თითქმის არასდროს ვიღებდით, თუ მის საქმიან პარტნიორებს არ ჩავთვლით და არც თავად დავდიოდით სადმე... ჯერ მეგონა, შვილის სამზადისს იჭერდა, სუროგატი დედის პოვნას ცდილობდა. ყველაფერში თვითონ იყო გადაწყვეტილების მიმღები­ პირი, მე ფინანსებს მიკონტროლებდა, თავის­ შემოსავლებში კი არასდროს მახედებდა...

მისმა ოჯახმა დიდი პატივით მიმიღო. დიდებული სუფრა გამიშალეს. ყველაფრის გასინჯვა მინდოდა, მაგრამ ჩემი მეუღლე მამაკაცების სუფრიდან მანიშნებდა, ბევრის ჭამა კარგი ტონი არ არისო... თეირანში უფროს მულსა და მის ვაჟთან ერთად ვსეირნობდი, რადგან მარტო ქალი, მით უფრო უცხოელი, ქუჩაში ვერ გაივლის. ერთხელაც მულმა ჩაიხანაში დამიმარტოხელა, სახეში ჩიბუხი შემომაბოლა და ღიმილით მითხრა, ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ ჩემს ძმას არ ენდო, მაგრამ ყველაფერი დაუჯერეო. ამ ორაზროვან ფრაზას ვერ ჩავწვდი. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში სულ ასეთი ფრაზების ამოხსნაში ვიყავი... იმასაც ვცდილობდი, მთელი სეზონი ერთი ფეხსაცმლით გამეტარებინა, რათა მეტი დანაზოგი გვქონოდა, ­ უბრალოდ, ვერ ვხვდებოდი, რისთვის... ის გალანტური და გულისხმიერი ადამიანი სადღაც­ გაქრა.(გაგრძელე კითხვა)
0
452
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0