x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბუღალტერიის აუთსორსზე გატანის უპირატესობები

imageკომპანიის მართვისას აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა, რათა გვქონდეს შეფასების შესაძლებლობა, განვსაზღვროთ სამომავლო მიზნები და ზუსტად დავსახოთ მოლოდინები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეიძლება ზარალი ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. კომპანიის იდეალური ფუნქციონირებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ბუღალტერია მოწესრიგებული იყოს, ინფორმაცია კი, რომელსაც მენეჯერები მიიღებენ, ადვილად გასაგები და სწორად მოწოდებული იყოს. ამ ყველაფერს კი თუ რაიმე ფინანსური რჩევაც მოყვება, საუკეთესო ვარიანტი იქნება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფინანსების დალაგება ყოველი მენეჯერისთვის თავის ტკივილის მიზეზიცაა, განსაკუთრებით ეს ეხება სტარტაპებსა და ახალდაარსებული კომპანიებს, როდესაც ფუნქციები შეიძლება გასაგებად გადანაწილებული არ იყოს. ამის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება თუ ბაზარზე მოიძებნება ხარისხიანი საბუღალტრო სერვისი აუთსორს კომპანიაში, ვისაც ენდობით, ვინც პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საქმეს და ვისი გამოცდილებაც ძალიან გამოგადგებათ.

პანდემიის დროს განსაკუთრებით გაიზარდა დაინტერესება ბუღალტერიის აუთსორსზე გატანაზე, რაც სულ უფრო მეტი მენეჯერისთვისაა მიმზიდველი და მოსალოდნელია, რომ პანდემიის შემდეგაც არ შეიცვლება ეს ტენდენცია, რადგან ერთი მხრივ, საკმაოდ დიდ კომფორტს იძლევა და მეორე მხრივ, უფრო მეტად სანდოა, რადგან აუთსორს კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თავისი საქმე მაქსიმალურად ეფექტიანად შეასრულოს, ვინაიდან სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი წარმატება და იმიჯი. აქედან გამომდინარე, მათი მოტივაციაა იყვენენ პასუხისმგებლიანები და განსაკუთრებული ჩართულობა გამოიჩინონ სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევს პარტნიორი კომპანია.

ბუღალტერიის აუთსორსზე გატანისას მუშაობის პრინციპი მარტივია, კომპანიის ფინანსებს სრულად ჩაიბარებს კონკრეტულად ერთი ადამიანი, თუმცა პროცესში ჩართულია მთელი გუნდი. მათი პრიორიტეტია არა ის ფაქტი, რომ მხოლოდ საქმე გაკეთდეს და მშრალი ციფრებით იხელმძღვანელონ, არამედ დაგეხმაროთ კონკრეტული მიზნის მიღწევაში, გზადაგზა კი ფინანსური რჩევებითაც მოგამარაგონ. ბუღალტრული კომპანიისთვის პარტნიორობა და კარგად შესრულებული საქმე არის დამკვეთი ორგანიზაციის წარმატება. საბუღალტრო სერვისი შეიძლება იყოს სრულად ფინანსების გადაბარება, ან კონკრეტული ნაწილის მოწესრიგება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთელი ეს პროცესი მოქცეული იყოს კანონიერ ჩარჩოში, რის გარანტიასაც კარგი აუთსორს კომპანია ყოველთვის მოგცემთ, რადგან არ უღირთ ასეთ რისკზე წასვლა.

ბუღალტერიის აუთსორსზე წარმოებისას თავდაპირველად შემოწმდება მიმდინარე გეგმა რამდენად მოდის თანხვედრაში ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობასთან. კომპანიის წარმომადგენელი შეამოწმებს ასევე წინა პერიოდებში წარმოებულ ბუღალტერიასაც, დააკორექტირებს ახლანდელ ხარჯებს, თავს მოუყრის ყველა ინფორმაციას, გახდის გასაგებს, მარტივად აღქმადს და რეპორტის სახით მოგაწვდით თქვენ, სადაც შესული იქნება კომენტარები და რჩევები. ამის შემდეგ თქვენთან ერთად გაივლის ამჟამინდელ მდგომარეობას და სამომავლო მიზნებს, რომელსაც თავი მხრივ შეაფასებს და ფინანსურ რჩევებსაც არ დაიშურებს საჭიროების შემთხვევაში იმის შესახებ, თუ რომელი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ფინანსურად უფრო მეტად სარისკო და რომელი უფრო მეტად მომგებიანი.

ბუღალტრულ კომპანიასთან მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი ფაქტორია ისიც, რომ მათთან მუდმივად გექნებათ კავშირი, რადგან დღის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არიან მოგისმინონ და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარონ. საქმიანობის სრული ოპტიმიზირებისთვის ყოველთვის უფრო მეტად ეფექტურია, როდესაც მენეჯერი მუდმივად ჩართულია პროცესებში და პერიოდული რეპორტების სახით მუდმივად თვალ-ყურს ადევნებს რამდენად ეფექტურად მუშაობს კომპანია.

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია მიროტაძე
ნათია მიროტაძე
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0