x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
იქ ყველა კიბოს ვებრძოდით და ამ დროს ლაშამ სიკვდილი დაგვავიწყა-რას იხსენებს ონკოპაციენტი
imageპედაგოგი მარიამ ბობოხია, რომელმაც მძიმე სენზე გამარჯვება შეძლო, მისი ცხოვრების ურთულეს პერიოდს იხსენებს, როდესაც თოდუას კლინიკაში სხივურ თერაპიაზე დადიოდა და ეს პერიოდი ლაშა ტალახაძის ოლიმპიადაზე გამარჯვებას დაემთხვა.


"როცა ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, თოდუას კლინიკაში სხივურ თერაპიაზე დავდიოდი.

კლინიკაში დიდი ეკრანი გვქონდა და თვალს ვადევნებდით ოლიმპიადას, იმ დღეს ლაშას გამოსვლას ველოდებოდით ყველა იქ მყოფი და იცით როგორი ადამიანებიც იყვნენ ჩვენს შორის? აი, რომ იციან დღეს თუ ხვალ აღარ იქნებიან, ზოგი ვერ ლაპარაკობდა, ზოგი სავარძლიდან ვერ დგებოდა, ზოგი კი საკაცით იყო, იქ ყველა კიბოს ვებრძოდით და ამით სიკვდილსაც ვუცხადებდით ომს და სწორედ ასეთ დროს, ასეთ ადამიანებს, ლაშამ სიკვდილი დაგვავიწყა.


არავინ არ შევდიოდით სხივური თერაპიის კაბინეტში, არადა იქამდე უზარმაზარ რიგში ვიყავით და მხოლოდ ამ ადამიანმა შეძლო სიკვდილის შიში გვერდზე გადაგვედო და მის გამარჯვებას დავლოდებოდით და აი, ლაშამ მოიპოვა ეს გამარჯვება, ვერ აგიღწერთ იქ რა ხდებოდა, ყველა ერთმანეთს ვეხვეოდით და ვინ იცის, იქნებ ლაშას გამარჯვება ზოგი მათგანისთვის, ბოლო დიდი სიხარული იყო.



მის მერეც ბევრჯერ გაგვაოცა და გაგვახარა ლაშამ, ბევრი ქვეყანა ისურვებდა, რომ ის მათი ყოფილიყო და ძალიან გული დამწყვიტა გუშინდელმა ბულინგმა ხატების რაოდენობის გამო. კი, ბევრისთვის შესაძლოა სასაცილო იყო მართლაც, მაგრამ ამის გამო ამ დიდ კაცს დასცინო და კედელ-კედელ ათრიო, არ მესმის, არაფერში არ ჯდება ეს.


ლაშამ მთელ ერს იმხელა სიხარული და გამარჯვება მოუტანა, სულ რომ დასაკეცი მამაო და ეკლესია ედოს გულის ჯიბეში, სულ რომ "კრენტილები" დაკიდოს კედელზე, ეს ბიჭი ჩემთვის იყო და იქნება დიდი გამარჯვებისა და სიკვდილის წუთიერად დავიწყების სიმბოლო!, "- წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბობოხია.

image

0
365
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0