x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ახლა ხელში ჩამივარდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია"- ნახეთ, რას წერს ირაკლი კაკაბაძე

image


კომფლიქტოლოგი ირაკლი კაკაბაძე კონსტანტინე მორგოშიასთან დაკავშირებით ერთ, ფრიად საინტერესო ინფორმაციას ასაჯაროებს და ხელისუფლებას ნეო- ნაცისტური ჯგუფების აკრძლვისკენ დაუყონებლივ მოუწოდებს. კაკაბაძის თქმით, აღნიშნულ დაჯგუფებებთან ერთად ასევე აკრძალული უნდა იყოს სასტუმრო 'საქართველოს' მფლობელების მოღვაწეობაც, რომლებიც ამ ნეონაცისტურ ჯგუფებს არა მარტო ოფისს უთმობდნენ, არამედ აფინანსებდნენ კიდეც: "ვინ აფინანსებდა მკვლელობის ორგანიზატორებს? ვინ დგას კონსტანტინე მორგოშიას და მისი ამფსონების უკან? მეგობრებო, მე ახლა ხელში ჩამივარდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია. 2017-2018 წლებიდან კონსტანტინე მორგოშიას ოფისი იმყოფებოდა სასტუმრო 'საქართველოში'. საინტერესოა, ვის ეკუთვნოდა და ვის ეკუთვნის ეს სასტუმრო მაშინ და ახლაც? ბესო ხარძიანის სისხლიანი მკვლელობიდან ჩვენ ვიცით რომ ეს ქონებები ნაცისტური პარტიის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ. კოკა მორგოშიასთან მაქვს ძალიან აქტუალური კითხვები: 1. რატომ მოუწოდე 500 ადამიანს 'ოფისში' შესაჭრელად - ეს ხომ აშკარად მკვლელობის დაგეგმვას ჰგავს? რა საჭირო იყო 500 ადამიანის პატარა ოფისში შესვლა? 2. რატომ ქირაობდი ოფისს სასტუმრო 'საქართველოში' და ვინ იყო შენი დამფინანსებელი და ბიზნეს-პარტნიორი? და რატომ გაფინანებდა დამფინანსებელი? 3. ვისთან ერთად გამოსძალე 2 მილიონამდე დოლარი 2018 წელს ვითომ 'ქართული მარშის' მოთხოვნით გია ჯოხთაბერიძეს და რომელ 'ეროვნულ თუ ნაციონალურ მიზანს' მოხმარდა ეს ფული? 4. ყველამ იცის რომ ბესო ხარძიანის სიცოცხლე შეიწირეს ნაცისტური პარტიის ტერორისტმა-ზონდერებმა - როგორ არ შეგრცხვა მკვლელების ნაქირავებ ოფისში ყოფნა და მათგან ფულის აღება თუ შენ თვითონ მკვლელი არ ხარ? 5. 5 ივლისის აქციის დაფინანსებაც იგივე წყაროებიდან მოდიოდა, როგორც თქვენი ოფისის - იყო თუ არა დავალება რომ მოგეწყოთ ეს ორგანიზებული მკვლელობა თუ ეს შენი 'იმპროვიზაციული აქტი' იყო? აი, ეს ძალადობის დაგეგმვა და წახალისება არის ყოვლად მიუღებელი და უნდა დაისაჯოს როგორც მისი აღმსრულებელი ყველა და ამავე დროს მისი დამფინანსებელიც. საზოგადოება უკეთ უნდა გაერკვეს იმაში, თუ ვინ აფინანსებს მორგოშიას ჯგუფს და აგრეთვე ძალადობის მომწოდებელ 'ალტ-ინფოს'. ესენი არიან ნეო-ნაცისტური ჯგუფები, რომლებიც ყველა ქვეყანაში აკრძალულია - და ჩვენთანაც უნდა იყოს აკრძალული. აგრეთვე აკრძალული უნდა იყოს სასტუმრო 'საქართველოს' მფლობელების მოღვაწეობაც, რომლებიც არა მარტო ოფისს უთმობდნენ ამ ნეონაცისტურ ჯგუფებს - არამედ აფინანსებდნენ კიდეც. ჩემი ლეგიტიმური კითხვები მორგოშია ნაცების ზონდერს და ბიზნეს პარტნიორს. რატომ ჰქონდა ოფისი მოკლული ბესო ხარძიანისთვის წართმეულ სასტუმრო 'საქართველოში'? რატომ? მე პირადად ნანახი მაქვს მორგოშია როგორ ნაწილებდა ფულებს ნაცისტური პარტიის 'დამფინანსებლებისგან' და ჰქონდა ოფისი სასტუმრო 'საქართველოში'. ამ დედამოხნულს როგორ წაუცდა ხელი და ოფისი როგორ გააკეთა მოკლული ბესო ხარძიანისთვის წართმეულ სასტუმროში?!" - წერს ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

















0
812
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
812