x
მეტი
  • 21.01.2022
  • სტატია:116348
  • ვიდეო:353102
  • სურათი:490186
ბრაზილიაში კრიმინალმა ტყუპი დები პირდაპირ ეთერში დახოცა(ვიდეო)

image

არასრულწლოვანმა ბიჭმა არა მხოლოდ საშინელი დანაშაული ჩაიდინა, არამედ საკუთარი სისასტიკის ტრანსლირებაც განახორციელა "ინსტაგრამზე".


18 წლის ბრაზილიელი ტყუპი დები ამალია და ამანდა ალვესი გზის პირას გარდაცვლილი იპოვნეს, პაკაჟუსის მუნიციპალიტეტში.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მაშინვე გამოიძახეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებმაც მალევე დააკავეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის მოზარდი.


image

დამნაშავემ აიძულა გოგონები დაეჩოქათ და თმა აეწიათ, შემდეგ კი სათითაოდ თავში ესროლა ცეცხლსასროლი იარაღით.ორი ტყვია ესროლა ერთ დას, ხოლო მეორეს ოთხი, თან ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაიღო და აჩვენა ინსტაგრამზე.

image

ბრაზილიური გაზეთი, Diario do Noreste იტყობინება, რომ ეჭვმიტანილი მოზარდი, მათეუს აბრეუ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე შვიდჯერ იყო დაპატიმრებული. მას ბრალად ედება იარაღის შენახვა, ქურდობა და სხეულის განზრახ დაზიანება.

image

დიდი ალბათობით დების სასტიკად დახოცვის მიზეზი არის ის, რომ მათ, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი რამ იცოდნენ იმ დანაშაულებრივი ინციდენტების შესახებ, რომლებშიც ადგილობრივი ნარკორეალიზატორები მონაწილეობდნენ.ჯერჯერობით დაკავებულია მხოლოდ ნარკობანდის ერთი წვერი, ანუ მკვლელობის უშუალო შემსრულებელი.პოლიცია ძიებას აგრძელებს.


ამანდას დარჩა სამი წლის ქალიშვილი, ამალიას კი ექვსი თვის ვაჟი.


0
1226
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0