x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ზვიად ტომარაძე: მაქვს 19 მიზეზი, არ ვენდო ვირუსოლოგებს!

image

"მაქვს 19 მიზეზი, არ ვენდო ვირუსოლოგებს!
1. ვაქცინით აცრის შემდეგ ნიღბის ტარება და სოციალური დისტანია მაინც აუცილებელიაო;
2. აცრის შემდეგ ვირუსი მაინც შეგხვდებათ და სხვებს რომ არ გადადებთ არც მაგისგან ხართ დაზღვეულიო;
3. აცრის შემდეგ გარანტია არ გაქვთ, რომ ვირუსისგან ან აცრისგან არ გარდაიცვლებით და ამაზე პასუხისმგებლობას მწარმოებელი არ იღებსო;
4. აცრა 6 თვეში ერთხელ, ან ყოველწელს დაგჭირდებათო;
5. აცრა ერთადერთი გამოსავალიაო, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობის აცრის შემდეგ, ჩილეში, ისრაელსა და სეიშელის კუნძულებზე კვლავ შეზღუდვები დააწესეს, ხოლო ბრიტანეთში სიკვდილიანობამ მომატა;
6. საავადმყოფოები პაციენტებით გადატენილიაო. თუ გავიხსენებთ, კ–ვირუსამდე, სეზონური გრიპების დროსაც გადატენილი იყო საავადმყოფოები და თუ ამას დასტრესილი მოსახლეობა დაემატება, რა თქმა უნდა გადატვირთული იქნება;
7. საინტერესოა სად გაქრა სეზონური გრიპები? რომლითაც ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 5 მილიონამდე ადამიანი მძიმედ ავადდებოდა, 650 000–მდე კი გარდაიცვლებოდა?
8. თუ შეზღუდვებს არ დავაწესებთ მოსახლეობა განახევრდებაო... რომ ეკითხები ბელორუსში და შვედეთში რატომ არ განახევრდაო? გეუბნებიან ბელორუსში დიქტატორი ლუკაშენკოა და აყალბებსო. ანუ თურმე ლუკაშენკო აყალბებს და მკვდრებს მალავს, "დემოკრატი" ბოროტმოქმედები კი მხოლოდ არჩევნებს აყალბებენ... ანგელა მერკელი რომ 16 წელია გერმანიას მართავს, ეგ ხომ საოცარი დემოკრატიის მაგალითია;
9. ტესტები რომ ვირუსის დასადგენად არ გამოდგება, ვინც ეგ ტესტები გამოიგონა, იმას აქვს ნათქვამი გარდაცვალებამდე. ტესტებით ხშირად ჯანმრთელს ეუბნებიან ვირუსი გაქვსო და პირიქით. უსიმპტომო პაციენტის თემაც ხომ სწორედ ტესტების გასამართლებლად მოიგონეს, სამაგიეროდ სწორედ ტესტირების შედეგად ხდება პანიკის დათესვა, შეზღუდვების დაწესება და ყოველგვარი ვირუსით მანიპულაცია;
10. გაზაფხულზე გასაჯაროვდა ფაუჩის მიმოწერა, სადაც ამბობს, რომ პირბადე არ იცავს ვირუსის დაინფიცირებისგანო, გარდა ამისა, მეცნიერულად დადგენილია, რომ კორონავირუსის დიამეტრი მაქსიმუმ 160 ნანომეტრია. ნანომეტრი არის მილიმეტრის მემილიონედი. პირბადის ნასვრეტის დიამეტრი არის მინიმუმ 60 მიკრომეტრი. მიკრომეტრი არის მილიმეტრის მეათასედი. ანუ ვირუსი დაახლოებით 400–ჯერ პატარაა ვიდრე პირბადის ნასვრეტი. ყოველივე ამის შემდეგ გამოდიან და ღია სივრცეში პირბადის ტარების რეკომენდაციას გასცემენ, მიუხედავად იმისა, რომ უჟანგბადობა აზიანებს იმუნურ სისტემას, ფილტვებს, გულსისძარღვთა სისტემასა და ტვინს;
11. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საავადმყოებსა და კლინიკებს ყოველ დაინფიცირებულ პაციენტზე ფული ერიცხებოდათ, ხოლო ხშირად პაციენტის გარდაცვალებას კი აწერდნენ კ–ვირუსს;
12. როდესაც აცრაზე ხდება იძულება, უნდა მიხვდე რომ გატყუებენ;
13. როდესაც იდევნება განსხვავებული აზრი, სოციალურ ქსელში და ზოგადად ინტერნეტში, უნდა მიხვდე რომ გატყუებენ;
14. როდესაც ტელემედია არ გიჩვენებს გასხვავებულ აზრს, არ აშუქებს მსოფლიოში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციებს, უნდა მიხვდე რომ გატყუებენ;
15. როდესაც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყეს იმათ, ვისაც წლებია არ აინტერესებს ჰაერის დაბინძურებით, გემოდიფიცირებული საკვების მიღებით, გაძვირებული მედიკამენტებით და სხვა მრავალი უბედურებით მოსახლეობის დაავადება და გარდაცვალება, უნდა მიხვდე რომ გატყუებენ;
16. როდესაც მედია რეპორტაჟებს აკეთებს მორგიდან, სპეციალურად შიშსა და პანიკაში ამყოფებს მოსახლეობას, არადა ცნობილია, რომ შიში და პანიკა იმუნიტეტს მკვეთრდ აქვეითებს, უნდა მიხვდე რომ გატყუებენ;
17. როდესაც ვირუსოლოგებისა და მედიკოსების მიერ კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, ვირუსზე, პირბადეზე, შეზღუდვებზე, წინასწარ დაანონსებულ ტალღებზე და ასევე მათ მიერ ხდება მოსახლეობის დაშინება–დასტრესვა, უნდა მიხვდე რომ გატყებენ;
18. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია არ იყო დაწყებული, იყო ჰაიტი, რომლის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი ახლახანს 7 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს, პირველი ლედი კი დაჭრეს.
19. და ბოლოს, ვინ დგას ამ აფიორისა და ტერორის სათავეში, ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ხომ არა, რომელმაც 1992 წელს ჰომოსექსუალიზმი დაავადებათა სიიდან ამოიღო, რომელმაც 2020 წელს რეკომენდაციას გაუწია ბავშვებს 6 წლიდან მიეღოთ ინფორმაცია ერთსქესიან ურთიერთობებზე, 9 წლიდან სექსუალური ცხოვრების ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის შესახებ, ხოლო 9-12 წლის ასაკის ბავშვებს პირველი სექსუალური გამოცდილებისა და გენდერული ორიენტაციის შესახებ ინფორმირებულობაზე?
ეს ის ჯანმო ხომ არაა, რომელსაც ტრამპმა დაფინანსება შეუწყვიტა და გამოძიების დაწყებას ითხოვდა ვირუსის მანიპულაციის თემაზე? ეს ის ჯანმო ხომ არაა, ვისაც ბილი და მელინდა გეითსები აფინანსებენ?"
ორგანიზაცია "ერი და სახელმწიფოს" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე
23/07/2021
0
202
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0