x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
აუტიზმი

ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევის დროს საქმე გვაქვს აუტიზმთთან. აუტიზმი უმეტეს შემთხვევაში თავს იჩენს პირველი სამი წლის განმავლობაში, აღნიშნული დარღვევის გამოსწორება მით უფრო ადვილია რაც უფრო ადრეულ ასაკში ხდება მისი შემჩნევა. აუტიზმის დროს ბავშვს უჭირს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ის სწორად ვერ აღიქვამს მის გარშემო მომხდარ მოვლენებს, უვითარდება წარმოსახვის პრობლემები, შესაბამისად მომხდარზე მისი რეაქცია არის შეუსაბამო. აუტიზმის ყველაზე სუსტი ფორმის დროს, საქმე გვაქვს საქმის უნარის დაქვეითებასთან. რთული ფორმა კი ხასიათდება აგრესიულობით, მრავალჯერადი განმეორებადი უჩვეულო ქცევით. აუტიზმი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული ნიშნებით ხასიათდება, თუმცა ის ჩვეულებრივ მოიცავს: ადამიანებთან ურთიერთობების, საზოგადოებრივი ქცევის, გონებრივი განვითარებისა და მეტყველების პრობლემებს. მეტყველებას რაც შეეხება, აუტისტი ბავშვები ლაპარაკს ან ძალიან გვიან ანაც საერთოდ ვერ სწავლობენ. ისინი მეტყველების დროს ხშირად ხმარობენ უცნაურ მეტაფორებს, ლაპარაკობენ ფორმალური და მონოტონური ხმით, აგრეთვე მათ მიერ წარმოთქმული სიტყვები ხშირად არ შეესაბამება თავიანთ მნიშვნელობებს, ლაპარაკობენ გაგრძელებულად, საკუთარ თავს მოიხსენიებენ სახელით და არა "მე"-თი. სოციალური ურთიერთობების აღქმის დროს აუტისტური სპექტრის ბავშვი ხშირ შემთხვევაში არ რეაგირებს სახელის დაძახებაზე, თვალებში არ უყურებენ მოსაუბრეებს, გაურბიან ხელში აყვანს, მათ არ ესმის საკუთარი ქმედების უარყოფითი გავლენა სხვა ადამიანზე, ვერ თამაშობენ თანატოლებთან, აქვთ გულგრილი დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. სენსორულ დარღვევებზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება უნდა ვთქვათ რომ აუტისტი ბავშვი შესაძლოა არ რეაგირებდეს შემაწუხებელ ხმაურზე ანაც პირიქით სრულიად ჩვეულებრივმა ხმაურმაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი გაღიზიანება. შესაძლოა იყოს სრულიად უგრძნობი ტკივილის, სიცივის ან სიცხისადმი, უარყოფითად რეაგირებდეს ფერად სათამაშოებზე, ამ დარღვევის მქონე ბავშვებს აღენიშნებათ თვითსტიმულაცია. მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ასეთ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეს მუსიკის ხატვის, მათემატიკის გაძლიერებული უნარები. მათი ქცევითი და ემოციური დარღვევები თავს იჩენს თამაშის დროს, არ შეუძლიათ როლური და წარმოსახვითი თამაში. სათამაშოებიდან უპირატესობას ანიჭებენ არასპეციალიზებულ სათამაშოებს.

როგორ ვასწავლოთ აუტისტ ბავშვს? აღნიშნული სპექტრის მქონე პირის სწავლებისას ჩნდება კითხვა თუ სად უნდა მიიღონ განათლება მან. უმეტესობა თნხმდება რომ აუტისტი ბავშვი სპეციალური დამატებითი დახმარებით უნდა სწავლობდეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, მაგრამ ეს პროცესი არის საკმაოდ რთული, ამიტომ მნიშვნელოვანია ადეკვატური პროგრამების შერჩევა კონკრეტულად ამ მოსწავლისთვის. მნიშვნელოვანია ბავშვი სწავლობდეს მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე მორგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმით. საკლასო ოთახის მოწყობა არ უნდა უშლიდეს ხელს აღნიშნული ბავშვისთვის დაგეგმილი პროგრამების რეალიზებას. მათთვის ინფორმაციის მიწოდება უნდა ხორციელდებოდეს როგორც სიტყვიერად ასევე ვიზუალურადაც. მოკლედ რომ ვთქვათ აუტისტი ბავშვის ეფექტური სწავლებისთვი აუცილებელია მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე დაყრდნობით ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავება, მიზნის მისაღწევად კი მასწავლებლის, მშობლისა და ბავშვის ერთობლივი ჩართულობა ამ სასწავლო პროგრამაში. აუტიზმის დროს მიზანშეწონილია გამოვიყენოთ დასწავლის ექვსი ტიპი: ვიზუალური, სუნითი, კინესთეტიკური, აუდიალური, ორალური, ტაქტილური. ვიზულური- ასეთ ბავშვს აქვს კარგად განვითარებული მხედველობითი აღქმა, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვაჩვენოთ ამა თუ იმ ინფორმაციის კარგად შესამეცნებლად ფოტოები, ვიდეო მასალები, ტაბულები და ა.შ. რაც შეეხება აუდიალურს ბავშვს შეგვიძლია მოვასმენინოთ ფრინველებისა და ცხოველების ხმები და ასე ვასწავლოთ ისინი. სუნით სწავლებისას შეგვიძლია მოვიტანონთ სხვადასხვა მცენარეები- მაგალითად ვარდი, გვირიდა, რითაც უკეთ განუვითარდება აღქმელობითი უნარები. კინესთეტიკურის დროს შეგვიძლია ხელი შევახებინოთ მაგალითად სხეულის ნაწილებზე და ასე ვასწავლოთ ცხვირი, პირი, ყური და ა.შ. ორალურს რაც შეეხება, აღნიშნული დარღვევის მქონე ბავშვები პირში იდებენ ყველაფერს, აქედან გამომდინარე ეს შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, მაგალითად მოვუტანოთ რამოდენიმე ხილი და გავასინჯინოთ, ასე ისწავლიან ხილის ერთმანეთისგან გარჩევას. ტაქტილურის დროს ბავშვები კანიდან იღებენ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში კი რომელ სენსორული არხის შიმშილსაც განიცდის აუტისტი ბავშვი ამ მხრივ მივაწოდოთ ინფორმაცია.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:ნანული დუნდუა
ნანული დუნდუა
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0