x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შვილი დედის მოსაძებნად წავიდა, მამამ დედა მოუკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - გაუხმაურებელი ამბავი
image


2012 წლის 3 აპრილს თბილისში, რადიანის ქუჩაზე 40 წლის მანანა ზუბიაშვილი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.

/

შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ზუბიაშვილის მკვლელობის საქმე შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის, 2 პარაგრაფის, გ პუნქის თანახმად.


გამოძიებამ დაასკვნა, რომ მანანა საკუთარმა მეუღლემ მოკლა, რომელმაც სიცოცხლე თავად სუიციდით დაასრულა.

.

„კარი დაკეტილი იყო, არავინ გვპასუხობდა. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ცუდი ფიქრები მოგდის თავში. ასე რომ, მისმა მეგობრებმა პოლიციაში დარეკეს“, - იხსენებდა მეზობელი. მანანა სამსახურში არ მივიდა, არ პასუხობდა თანამშრომლების და მეგობრების ზარებს. დაახლოებით 2 საათზე, მანანას შვილი ვატო, რომელიც იმავე ორგანიზაციაში მუშაობდა, დედის საძებნელად სახლში წავიდა. პოლიციამ, ვატომ და თანამშრომლებმა მანანა და მისი მეუღლე იარაღის ტყვიით გარდაცვლილები იპოვეს.

,

რთულია, ზუსტად საუბარი იმაზე თუ რა გადახდა წყვილს, არც იმის თქმა შეუძლია ვინმეს დანამდვილებით, თუ რა მოხდა მათ შორის. ერთადერთი ოფიციალური ვერსიის თანახმად, 52 წლის ნიკოლოზ მახაშვილმა მოკლა მისი მეუღლე და შემდეგ, თავი მოიკლა. პროკურორი ნანა ჯაყელი ამბობდა, რომ საქმე დახურული იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105 მუხლით, რომელიც გულისხმობს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ბრალდებულის გარდაცვალების შემთხვევაში.

/

მეგობრებსა და ნათესავებს მსგავსი სცენარი წარმოუდგენლად ეჩვენებათ. მანანას მხრიდან ოჯახურ კონფლიქტზე ან მეუღლესთან პრობლემებზე საუბარს ვერც მისი თანამშრომლები რადიო „ფორტუნადან“ ვერ იხსენებდნენ. თუმცა, მაია მაზანაშვილი, რომელიც იმ დროს რადიო „ფორტუნას“ მარკეტინგის მენეჯერი იყო იხსენებდა, რომ იმ დღეს, როდესაც მანანა სამსახურში ბოლოჯერ გამოცხადდა, აღელვებული ყოფილა თავის მეუღლეზე და ადრე წასვლა უთხოვია.

.

მანანა ზუბიაშვილი რადიო „ფორტუნასა“ და რადიო „საქართველოში“ რამდენიმე წლის განმავლობაში მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობდა.

.

მისი მეგობრები მას აქტიურ, სიცოცხლით სავსე ადამიანად ახასიათებდნენ.

„მას მეგობრების წრეში ყოფნა უყვარდა, „შოპინგი“, ტბასთან ვარჯიში და... ცხოვრება. ყოველთვის ენერგიით სავსე იყო“, - იხსენებს ნინო მჭედლიშვილი, მანანას მეგობარი.

/

ფსიქოლოგ ირაკლი ქავთარაძის თქმით, ოჯახში კაცის მხრიდან ქალზე ძალადობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მისი მხოლოდ ოჯახის პრობლემის ჭრილში დანახვაა. ქავთარაძე ამბობდა, რომ „თანამედროვე ღირებულებები ანგრევს შეხედულებებს ქალის აქამდე მკაცრად განსაზღვრულ როლზე, რომელიც კრძალავდა ქალის აქტიურ ცხოვრებას. ეს ცვლილებები კაცებში აგრესიას იწვევს”.

0
527
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
527
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0